ირაკლი კობახიძე საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ხორვატიასთან მოგებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრემიერი 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. ქალაქ რიეკაში საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდა. ქართველებმა ხორვატი თანატოლები ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ.
დეკანოიძე: აქციაზე პროვოკატორებს აგზავნიან, პოლიცია არაფერზე რეაგირებს

ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო. ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, ადგილზე გამოჩნდა 3 პირი, რომელმაც პროვოკაციის მოწყობა სცადა. “პროვოკატორებს აგზავნიან, ჩვენ ვცდილობთ გავარიდოთ ტერიტორიას. ხედავენ, რომ პროვოკატორები არიან და მაინც არ მიჰყავთ. [პოლიცია] არაფერზე რეაგირებს, რეაგირებს მარტო ჩვენს დარბევაზე. 3 იყო, […]
ანა დოლიძე – საჭიროა თსუ-ს და მთლიანი განათლების დეოკუპაცია

საჭიროა თსუ-ს და მთლიანი განათლების დეოკუპაცია, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ- ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც საპროტესტო აქციას შეუერთდა. დოლიძის თქმით, “საქართველოს დეოკუპაციის მოძრაობა გრძელდება და არსად წასვლას არ აპირებს”. „ეს ბრძოლა არის ორას-წლიანი და ერთი ორი ჩანჩურას გამო, ეს ბრძოლა ვერ და არ გაჩერდება. მე დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასეთი […]
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში ხორვატია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა. გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. შეგახსენებთ, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთის კარში გოლი გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ანგარიშში სხვაობა შეამცირა. გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ამ დროისთვის საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის ანგარიში 1:2 . საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩეხეთთან ქალაქ ოლომოუცში მართავს. როგორც ცნობილია, ჩეხეთის ნაკრები სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს საქართველოს ნაკრებს.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რიეკაში 21-წლამდე ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩი ხორვატიასთან გამართა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
U21. ხარატიშვილის გმირობა – საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას ორი მატჩის ჯამში სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ნაკრებმა პენალტების გასვლაზე ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპირველობის საგზური მოიოპოვა. პირველი შეხვედრა ჩვენს გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც საყრდენ ზონაში ბურთი გაგნიძეს აართვეს და პირისპირ გასულმა ბელიომ ხარატიშვილის კარი დალაშქრა. სტუმრებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ, თუმცა პირველივე სახიფათო შეტევისას გაგნიძემ […]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან 0:2 მარცხდება

ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ჩეხეთთან 0:2 მარცხდება. მატჩი მასპინძელთა შეტევებით და შულჩის გოლით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა შეტევებით უპასუხა, კვარაცხელიას პასი ლოჩოშვილმა მიიღო, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე კოვარჟმა მოიგერია. შემდეგ „კვარას“ ჩაწოდებული ბურთი მეტოქის მცველს საჯარიმოში მცველს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 24-ე წუთზე კი გლოჟეკმა […]
ანა დოლიძე – თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ”

თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” , – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ- ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც საპროტესტო აქციას შეუერთდა. დოლიძის თქმით, “საქართველოს დეოკუპაციის მოძრაობა გრძელდება და არსად წასვლას არ აპირებს”. „ეს ბრძოლა არის ორას-წლიანი და ერთი ორი ჩანჩურას გამო, ეს ბრძოლა ვერ და არ გაჩერდება. მე დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასეთი „მიჩმორებული“ […]
პირველი ტაიმი დასრულდა – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ჩეხეთი უგებს

საქართველოსა და ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვერის პირველი ტაიმი ჩეხეთის ნაკრების სასარგებლოდ 2:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების კარში პირველი გოლი მესამე წუთზე გავიდა, ხოლო მეორე 24-ე წუთზე. ქალაქ ოლომოუცში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას მართავს.