Facebook შეფერხებით მუშაობს

Facebook შეფერხებით მუშაობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ. Downdector-ის მონაცემებით, მომხმარებელთა 30%-ს საიტზე შესვლის პრობლემა აქვს, 59%- ის თქმით აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლები წერენ, რომ სოციალურ ქსელში ბმულების გაზიარების კუთხითაც ხარვეზები აქვთ და ახალ სიახლეებს არ უჩვენებთ.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოკლე ისტორია

როგორ წარმოიშვა ეს კონფლიქტი? კონფლიქტის არსია ის, რომ ისრაელი ითხოვს უსაფრთხოებას რეგიონში, რომელსაც მისდამი მტრულად განწყობილად მიიჩნევს, პალესტინელები კი საკუთარი სახელმწიფოს შექმნისკენ მიილტვიან. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, დღევანდელი ისრაელი და პალესტინის ტერიტორია, ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა საუკუნეების განმავლობაში. იქ მეტწილად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ მუსლიმები და ქრისტიანები, და მცირე რაოდენობით, ებრაელებიც. მეოცე საუკუნის დასაწყისში ათასობით ათასი ევროპელი ებრაელი გადასახლდა […]

„მისი აზრით, შურისძიება კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვა…“ – პუტინი პრიგოჟინზე შურისძიებისთვის ემზადება?

რუსეთი სისხლისღვრას ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გადაარჩინა. მან დაარწმუნა “ვაგნერის” მეთაური, ევგენი პრიგოჟინი ამბოხი შეეწყვიტა. ეს ოფიციალური ვერსიაა, რომელიც ბევრს არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში 23-24 ივნისს რუსეთში. “პუტინის მზარეულის” მოულოდნელად დაწყებული ამბოხი მოულოდნელადვე დასრულდა. მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, “ვაგნერმა” კი სამხედრო ტექნიკა თავდაცვის სამინისტროს გადასცა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ […]

“კანონის უზენაესობის ინდექსით” საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა

“კანონის უზენაესობის ინდექსით” საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა – მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყანა ერთი ადგილით დაწინაურდა და ის 48-ე პოზიციაზეა. ამავე დროს, საქართველო პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. გარდა ამისა, საქართველო, კანონის უზენაესობით საუკეთესო შვიდეულში დასახელდა, საშუალო-შემოსავლიანი კატეგორიის ქვეყნებს შორის. შესაფასებლად გამოყენებულია 44 ინდიკატორი, რომლებიც 8 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მმართველობის […]

პუტინის კლანის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ – როგორ იგეგმება პოლიტიკური მკვლელობები

ადამიანის სიცოცხლეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი „ტერორისტი“ პუტინისთვის არანაირი ფასი არ აქვს, არც ქვეყნის შიგნით და მითუმეტეს არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ის დამცირებას არავის და არასდროს პატიობს! ეს კარგად უნდა სცოდნოდა პრიგოჟინს. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, როდის და ხერხით იძიებდა პუტინი შურს… „ვაგნერის“ ჯგუფის მიერ ივნისის ბოლოს როსტოვში შტაბის დაკავება, პრიგოჟინის თავხედობის და პუტინის დამცირების […]

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა “Astoria Grande”, ბათუმის პორტი დატოვა

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს. ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ.

ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ზვიად სვანაძე გარდაიცვალა. ზვიად სვანაძემ ლადო მესხიშვილის თეატრში არაერთი თეატრალური სახე შექმნა. ასევე დაგაინტერესებთ: 14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქორწილში, 29 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა „ჯვისწერასთან დაკავშირებით ცვლილებები გვაქვს…“ – რა გაუმხილა „პრაიმტაიმს“ სალომე უშხვანმა

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე (1995 წელს დაბადებული ი.ფ.) დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ი.ფ., გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულ 244 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. […]

„ამ კადრებიდან რამდენიმე საათში დილით 6 საათზე მოულოდნელად გახდა ცუდად, გონება დაკარგა…“ – რა გახდა ფეხმძიმე ანა ბექაიას გარდაცვალების მიზეზი

25 აპრილს ჰქონდა ქორწილი ახლა კი 2 კვირაში დედობა უნდა მიელოცათ მისთვის. ამ ენით გამოუთქმელ მწუხარებას რა სახელი უნდა დაარქვას ადამიანმა არ ვიცი. მთელი ბათუმი შეგვძრა ამ მოულოდნელმა უბედურებამ. ცათა სასუფეველი ამ ორი უმანკო ანგელოზის სულს! – წერს შოთო სიხარულიძე ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხმძიმე ანა ბექაიას შესახებ. „უამრავი ადამიანი მწერთ და მირეკავთ რა მოხდაო…ანას მეუღლემ დაბადების […]

მიყვარხარ უსასრულობამდე, იქამდე ვიდრე არ ჩაგეხუტები იქ სადაც შენ განისვენებ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს მეუღლე ემშვიდობება

როცა სანუგეშებელ სიტყვას ვერ პოულობ, „დაკრძალვა და დაბადების დღე ერთდროულად…“ რატომ დაუშვი ღმერთო ამხელა საცოდაობა – წერს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე და აჭარაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის მეუღლის ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ამაზე მეტი ტკივილი არ არსებობს გამძლეობა მის მეუღლეს რომელსაც 4 თვეში პატარა ბიჭუნა ეყოლება.”შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი” გთავაზობთ ირაკლი ხალითბას მეუღლის ანიტას ემოციურ მილოცვას. […]