ბრეგაძე სააკაშვილზე: როცა იქნება ექიმების რეკომენდაცია, გადაიყვანენ პენიტენციურში

იუსტიციის მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციასაც გამოეხმაურა, რომელშიც EPP მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაიდგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული და რომ ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ბრეგაძე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. “მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, რითაც ჩვენ ვართ ძალიან მოხარულები და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი […]

მეცნიერებმა უსინათლო ადამიანების დამხმარე ძაღლი-რობოტი შექმნეს!

შესაძლოა, რეალური ძაღლების ჩანაცვლების იდეა არ მოგწონდეთ, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მათი გაწვრთნა ისე, რომ მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებს დაეხმარონ, საკმაოდ ძვირი ჯდება. შესაბამისად, ძალიან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს მათ კომპანიონად ქცევას მთელი ცხოვრების მანძილზე… ეს რობოტი კი მეტად იაფიან და ხელმისაწვდომ ალტერნატივას გვთავაზობს. „10-საათიანი ვარჯიშის შედეგად ამ რობოტებს შეუძლიათ გადაადგილება, შიდა სივრცეში ნავიგაცია, ადამიანების […]

იუთუბერმა 100 დღეში ხისგან Tesla Cybertruck ააწყო!

კარზე გამოსახულმა X-მა ან ტესლამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ და ეს მასკის მორიგი გიჟური იდეა არ გეგონოთ… იმის გამო, რომ Tesla ახალი მოდელის შესახებ მალე გამოაცხადებს, ინჟინერმა, ავტომობილების მოყვარულმა, ხის ოსტატმა და, როგორც აღწერენ ხოლმე, საუკეთესო მამამ, მოვლენებს „გადაუსწრო“ — ND Woodworking Art-ის YouTube გვერდზე ახალი ვიდეო განათავსა, რომელიც Tesla Cybertruck-ის შექმნის 100-დღიან პროცესს ასახავს. X-ის […]

Apple ახალი M3 ჩიპებით დეველოპერებისა და გეიმერების მიზიდვას ცდილობს

Apple-ის „Scary Fast“ Halloween Eve-ზე ნამდვილად გაჟღერდა ის, რაც Intel-ს, AMD-სა და Qualcomm-ს შეაშინებდა… ახალი M3, M3 Pro და M3 Max ჩიპები. როგორც გავიგეთ, M3 სერია განახლებულ MacBook Pro-სა და 24-დიუმიან iMac-ში იქნება წარმოდგენილი, რომლისთვისაც ეს პირველი შემთხვევაა… M3 ჩიპები პოზიციონირდება, როგორც M1-ის ძირითადი განახლება. ასე რომ, თუ უკვე ფლობთ M2-ს, ალბათ, ამაზე არც უნდა […]

მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი ბელფასტის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ფილმში შაშვი შაშვი მაყვალი შესრულებული როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე “საუკეთესო შესრულების” კატეგორიაში გაიმარჯვა. ჩავლეიშვილს როლისთვის მიღებული აქვს სარაევოს კინოფესტივალის ჯილდო, იმავე დაჯილდოებაზე შაშვი შაშვი მაყვალი საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა. მსახიობი ასევე დაჯილდოვდა ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ის ასევე ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზეა ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. ელენე ნავერიანის შაშვი შაშვი მაყვალი თამთა მელაშვილის იმავე […]

პუგაჩოვა: ზუსტად თქვენ გიწოდეთ ყმები და მონები, ვინც სიცრუით ცდილობთ ხალხს დამაშოროთ

ნოემბრის დასაწყისში ალა პუგაჩოვა რუსეთში რამდენიმე დღით დაბრუნდა. მომღერლის ვიზიტის შესახებ რუსულ მედიაში არაერთი ამბავი დაიწერა. არაკეთილმოსურნეები ამბობდნენ, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავი “როგორც იქნა” მაქსიმ გალკინს დაშორდა და “საბოლოოდ” დაბრუნდა. მომღერლის ჩამოსვლაზე გააკეთა კომენტარი ასევე პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა: “ნებისმიერი კეთილსინდისიერი, კანონმორჩილი მოქალაქე რუსეთის ფედერაციაში თავისუფლად დაბრუნდება”. პუგაჩოვამ რუსეთი რამდენიმე დღეში დატოვა და ლატვიაში ქმართან, […]

სპორტი და კინო ერთ სივრცეში – SETANTA SPORTS-მა და NETFLIX-მა ერთობლივი პაკეტი შექმნა

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მოწინავე სპორტულმა მულტიმედია პლატფორმა Setanta Sports-მა და მსოფლიოს ლიდერმა სტრიმინგის სერვისმა Netflix ერთობლივი ძალებით ახალი პროდუქტი შექმნა, რომელიც 13 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი. ერთობლივი პროექტის მთავარი მიზანია მომხმარებელს ერთ სივრცეში შეეძლოს ისარგებლოს სპორტისა და გართობის ინდუსტრიის საუკეთესო პროდუქტებით. პაკეტი, რომელიც ამ ყველაფერს იტევს, Fan Pack ჰქვია. ის საშუალებას […]

შაშვი შაშვი მაყვალი და ეკა ჩავლეიშვილი კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდნენ

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ. ორი ჯილდო შეხვდა ფილმ შაშვი შაშვი მაყვალს. საუკეთესო შესრულებისთვის კიდევ ერთი ჯილდო მიიღო ეკა ჩავლეიშვილმა, ხოლო ფილმს გადაეცა ეკუმენური ჯილდო. ჩავლეიშვილს როლისთვის მიღებული აქვს სარაევოს კინოფესტივალის ჯილდო, იმავე დაჯილდოებაზე შაშვი შაშვი მაყვალი საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა. მსახიობი ასევე დაჯილდოვდა ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ის ასევე ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზეა ნომინირებული საუკეთესო მსახიობი […]

თბილისის კინოფესტივალის ინიციატივით ამირანში ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე აღინიშნა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შუამდგომლობით კინოთეატრ ამირანში ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე აღინიშნა. ამირანში ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშრებით ლინდსეი ანდერსონის O Lucky Man!-ის ჩვენება მოეწყო. გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 100-ზე მეტი ქართული და უცხოური, მხატვრული და დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი სურათი იქნება ნაჩვენები. ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე წელს მერვედ აღინიშნება. ის ინიცირებულია არტ-ჰაუს კინოთეატრების […]

დუმბაძე: ვიღაც “საბოტაჟნიკი” მყავს, უკრაინული NGO-სთვის უარი არ მითქვამს თანამშრომლობაზე

მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთევან დუმბაძის მტკიცებით, მას უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაცია სვიტანოკისთვის თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამს. დუმბაძემ მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ ორგანიზაციის წერილი მასთან არ მისულა და “ვიღაც საბოტაჟნიკი ჰყავს”. “არაფერზე უარი არ მითქვამს, მით უმეტეს უკრაინაზე, როგორ ვიტყოდი უარს, ადამიანობიდან გამომდინარე. […] საერთოდ არანაირი წერილიც კი არ მომსვლია მსგავსი… [თუ ოფიციალური წერილი არსებობს], […]