თბილისსა და რეგიონებში “ქურდული სამყაროს” სახელით ფულის გამოძალვისთვის 18 პირია დაკავებული – როგორ უსწორდებოდნენ ე.წ. კანონიერი ქურდების წარმომადგენლები მოქალაქეებს

თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აყვანილია 18 პირი. მათი დიდი ნაწილი კრიმინალური ავტორიტეტების სახელით მოდავე მხარეებს პოულობდა და ფულის დაბრუნების სანაცვლოდ საკუთარ წილს ითხოვდა. ფარული აუდიო მტკიცებულებების გარდა, საქმეში დევს დაზარალებულების ჩვენებებიც. თუკი ვინმე თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა, გარჩევებში ტელეფონით უკვე უშუალოდ ქურდები ერთვებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცს დათქმულ დროს კონკრეტული […]

საბავშვო ბაღთან ახლოს, ძაღლის გამო დაწყებული კონფლიქტი მამაკაცის დაჭრით დასრულდა – რას ყვებიან თვითმხილველები ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის შესახებ

თბილისის ცენტრში, ზემო ვერაზე დღეს სროლა იყო. დანაშაულის ადგილზე სისხლის კვალი ახლაც შესამჩნევია. შემთხვევა დღეს ჟვანიას ქუჩაზე, საბავშვო ბაღთან მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც რამდენიმე წუთით ადრე მცირეწლოვანი შვილი სააღმზრდელო დაწესებულებაში დატოვა. თვითმხილველების თქმით, ჟვანიას ქუჩაზე მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ადგილზე ჩხუბი და დაპირისპირება თითქმის არავის შეუმჩნევია. ჟვანიას ქუჩაზე სამართალდამცველები და […]

ფსიქიატრიულ კლინიკებს ახალი ინფრასტრუქტურული სტანდარტები დაუწესდება

ფსიქიატრიულ კლინიკებს ახალი ინფრასტრუქტურული სტანდარტები დაუწესდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა. დეპუტატმა რომან გოცირიძემ ფსიქიატრიული კლინიკების დაფინანსების საკითხში სამინისტროს მიმართ პრეტენზიები გამოთქვა, რადგან, მისი თქმით, ამ მიმართულებით ბიუჯეტი არ გაზრდილა. ილია ღუდუშაურის თქმით, შარშან ფსიქიკური სერვისების კუთხით დაფინანსება 32 მილიონიდან 50 მილიონ ლარამდე […]

ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები. შეხვედრაზე განიხილეს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია ევროპული საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს რეკომენდაცია საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობისა […]

„ისევე ღირსეულად დავტოვებ პროექტს, როგორც შემოვედი!“ – მარტა ბარამიძე მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე მარტა ბარამიძე მიმართვას ავრცელებს. „სალამი, მეგობრებო. როგორც იცით, ვმონაწილეობ რეალითი შოუში „პრაიმ-ჰაუსში“, სადაც თითოეული მონაწილის სურვილი “გარდა მოგებისა” საკუთარი თავის წარმოჩენაა, რაც ძალიან ხშირად რთული საჩვენებელია, რადგან არ არის ე.წ სტრიმი და 24 საათიანი მასალა ფიზიკურად ვერ ხვდება ბადეში. მე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდში მივიღე აქ შემოსვლის გადაწყვეტილება და ვერ წარმოვიდგენდი, […]

U18. საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს სძლია და მერვედ გავიდა ფინალში

2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის თასის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა პრაღაში ნიდერლანდები 29:10 დაამარცხა. შვეიცარიასთან მოგებული მატჩის (86:10) შემდეგ, „უმცროს ბირჯღალოსნების“ სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 10 მოთამაშე შეიცვალა. ჩვენი გუნდი ძლიერი ქარისას სრულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მხოლოდ 33-ე წუთზე მოახერხა ხელაძის ლელოთი და ნოზაძის გარდასახვით დაწინაურება. სამწუხაროდ, მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო საღინაძემ და შეცვალეს. შემდეგ მსაჯმა […]

ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობას გეგმავს

ფორმულამ მოიპოვა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმი მშენებლობას იწყებს. კერძოდ, კადრებში ჩანს, რომ ენგურის ხიდის მეორე მხარეს ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა. წყარო ფორმულას უყვება, რომ ადგილზე საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობას გეგმავს, სადაც სატრანზიტო ტვირთებს გააფორმებენ, ამისთვის კი, საბაჟო პუნქტზე დამონტაჟდება სატვირთო ავტომობილების სპეციალური სასწორები და მოეწყობა ავტოსადგომიც. ადგილზე მშენებლობა, სულ მცირე, […]

“28 წლის ასაკში გავთხოვდი ჩემზე ბევრად პატარა ბიჭზე. არანაირი პრობლემა ჩემს მშობლებს ამაზე არ ჰქონიათ” – როგორია მაკა შალიკაშვილის ოჯახი და ცხოვრება კამერებს მიღმა – Marao

“28 წლის ასაკში გავთხოვდი ჩემზე ბევრად პატარა ბიჭზე. არანაირი პრობლემა ჩემს მშობლებს ამაზე არ ჰქონიათ” – როგორია მაკა შალიკაშვილის ოჯახი და ცხოვრება კამერებს მიღმა – Marao გიორგი შენგელაიას ფილმის “მიდიოდა მატარებელი” მოქმედება თბილისიდან ბათუმში მიმავალ მატარებელში ვითარდება. ფილმში ქართული კინოს ნამდვილი ლეგენდები მონაწილეობენ: კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გივი ბერიკაშვილი, ზურაბ ყიფშიძე და სხვები… ქართული კინოს […]

გერმანული კონცერნი Rheinmetall უკრაინას Leopard 1-ის 30 ტანკს მიაწვდის

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა და გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა Leopard 1 სისტემების მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხელშეკრულება Leopard 1 A5 ტიპის 25 მთავარი საბრძოლო ტანკის, 5 საევაკუაციო ჯავშანმანქანის და მძღოლის მოსამზადებლად განკუთვნილი 2 ტანკის მიწოდებას ითვალისწინებს. “გერმანიის მიერ დაფინანსებული და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების შეკვეთა ასევე მოიცავს ტრენინგს, ლოჯისტიკას, სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ მომსახურებას და სხვა […]

GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, თბილისის ქუჩების ნაწილს, წყალი შეწყვეტილი აქვს. gwp წყალმომარაგების აღდგენის დროს ასახელებს. „ვაკის რაიონში, ლისის ტბა, თუთის ქ.N3-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14/11 18:45-დან 15/11 06:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ლისის დასახლებას, ერისთავის, დგებუაძის და გვარამაძის ქუჩებს., ცაცხვების ქუჩა შესახვევებით და ჩიხებით და ტ.გუდავას ქუჩას. […]