კახა გოგოლაშვილი – ასოცირების შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებასთან არავითარ კავშირში არ არის – გინდ 90%-ით შეასრულე და გინდ – 100%-ით, ის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს არ ემსახურება!

ასოცირების შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებასთან არავითარ კავშირში არ არის – გინდ 90%-ით შეასრულე და გინდ – 100%-ით, ის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს არ ემსახურება! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი წერს, რითაც ის პრემიერ-მინისტრის განცხადებას და პარტია „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის „ფეისბუქ“ გვერდ „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც გოგოლაშვილი განმარტავს, […]

ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების შემდეგ უკრაინის სამმა ატომურმა ელექტროსადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეამცირა – IAEA

უკრაინის სამმა ატომურმა ელექტროსადგურმა ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ახალი დარტყმების შემდეგ ელექტროენერგიის წარმოება შეამცირა. ამის შესახებ „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა. უკრაინის მოქმედ ატომურ ელექტროსადგურებზე სულ ცხრა რეაქტორს აქვს შემცირებული სიმძლავრე. ასევე, ქსელიდან გაითიშა რივნეს ატომური ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი. ამავდროულად, ატომური ელექტროსადგურები განაგრძობდნენ გარე ელექტროენერგიის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ხმელნიცკის ატომურმა […]

“აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი” – ილიაუნი

აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას. მივიჩნევთ, რომ აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

თსუ-ის სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან

თბილისში სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს – თსუ-ის სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით მიდიან. თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს. გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და […]

“ემზადებოდნენ და დავასწარით, მადლობა შსს–ს” – კობახიძე ჟურნალისტების დაზიანებასაც მომიტინგეებს აბრალებს

არაკონსტიტუციურად შეკრებილი პარლამენტის მიერ დანიშნულმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები ძალადობისთვის დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, მათ ამ შემთხვევაშიც დავასწარით და დასაგროვებელი რესურსი აქაც წინასწარ გავანიავებინეთ. მომიტინგეების ძალადობის შედეგად, დაშავდა 32 პოლიციელი, საიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამწუხაროა, რომ ასევე ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანებაც, მათ შორის ჟურნალისტების დაზიანებაც, […]

ირაკლი კობახიძე – ქვეყანა, მათ შორის ხელისუფლება გამუდმებული შანტაჟის ქვეშ არის, ამას კავშირი აქვს კონკრეტულ ინტერესებთან – უკრაინაში ომის დასრულებამდე გაგრძელდება ეს ღირსების შემლახველი მიდგომა

ქვეყანა, მათ შორის ხელისუფლება გამუდმებული შანტაჟის ქვეშ არის, ამას კავშირი აქვს კონკრეტულ ინტერესებთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, „ყველა შემთხვევაში გაგრძელდება არასწორი, ღირსების შემლახველი მიდგომა, რასაც კონკრეტული ბიუროკრატები და კონკრეტული პოლიტიკოსები ევროკავშირში ავლენენ“. „რეალურად, ყველა ვხედავთ, თუ რა ვითარებაა დღეს გარშემო. ჯერ კიდევ გრძელდება ის პროცესები, […]

პრემიერი – მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე

მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს – მინდა, ყველას შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა. „მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის […]

პრემიერი – საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული, საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ

საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. „საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნური ინსტრუმენტებით […]

ირაკლი კობახიძე – მომიტინგეების ძალადობის შედეგად, დაშავდა 32 პოლიციელი, საიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც უკიდურესად სამწუხაროა

საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და 2012 წლიდან, ამ ქვეყანაში ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თუმცა, სამწუხაროდ, გუშინდელი პროტესტი ძალიან მალე გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობრივი დაჯგუფებები აქტიურობდნენ, რომლებიც სამართალდამცავებს მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. „აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები […]

პრემიერი – სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ევროკავშირის ელჩი ჩაერთო – თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, ამგვარ ფაქტებზე, როგორც მის, ისე სხვა ელჩების მიმართ, დიპლომატიური რეაგირება გვექნება

სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი – თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი, რომელიც არჩევნებამდე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული […]