“ოცნების” გადაწყვეტილება ნიშნავს უარს ევროკავშირთან ურთიერთობაზე – თემურ ჭყონია

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ ლოგიკური ახსნა არ აქვს. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ნიშნავს უარს ევროკავშირთან ურთიერთობაზე. თემურ ჭყონიას სურვილია, საქართველო დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე, ამიტომ მიესალმება და მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში. „მე მივდივარ [პროევროპულ] აქციაზე… არ მგონია, რომ ჩემს წასვლას დიდი […]

“იკვეთება წაკითხულისა და მოსმენილის გააზრების პრობლემა” – კობახიძე დიპლომატების პროტესტზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და დიპლომატებს, რომლებიც ქართული ოცნების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, წაკითხულისა და მოსმენილის გააზრების პრობლემა აქვთ. ამის შესახებ მან მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც აქციის ძალადობრივი ჩატარებიდან რამდენი საათში ჩაატარა. “აქაც აშკარად იკვეთება წაკითხულის გააზრებისა და მოსმენილის გააზრების პრობლემა. თუ ვინმეს აქვს ეს პრობლემა, ობიექტურად, მე პირადად მზად ვარ, […]

აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ კობახიძე შსს-სა და გომელაურს მადლობას უხდის

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გომელაურს მადლობას უხდის. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა. “მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა პოლიციელს, მინისტრს, რომლებმაც პროპორციული პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე”, – თქვა კობახიძემ. ასევე, კობახიძე ირწმუნება, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია “გასცდა მშვიდობიანი […]

პუბლიკას ჟურნალისტს, რომელიც აქციაზე დააკავეს და სცემეს, ოპერაცია ჩაუტარდა

საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებულ და ნაცემ პუბლიკის ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდა. მას სპეცრაზმელები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. “სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა, გამოცვივდნენ მოქალაქეების დასაკავებლად, მე გვერდით ვიყავი, მაგრამ მაინც უფრო უკან დახევას ვცდილობდი და ამ დროს წამავლეს ხელი. თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით […]

ჟურნალისტებმა ომში თითქმის 81 ათასი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს

რადიოსადგურ “ბიბისის“ რუსული სამსახურის და გამოცემა „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა მოხალისეთა გუნდთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომში დაახლოებით 80 973 რუსი სამხედროს დაღუპვა დაადასტურეს. ორი კვირის წინ, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის სამხედრო დანაკარგის რაოდენობა 78,329 იყო. დაღუპულთა ნახევარზე მეტი არ იყო დაკავშირებული რუსეთის არმიასთან, არამედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ მოაწერეს ხელი კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ბოლო […]

“ითარგმნოს და დავურიგოთ სტუდენტებს, პარტიებს, NG–ებს, მეზობლებს, მოყვრებს, დავალაგოთ სასტუმროს ნომრებში (როგორც ბიბლია იდო ერთ დროს ევროპულ სასტუმროებში)” – ბიძინა გიორგობიანი

“ითარგმნოს და დავურიგოთ სტუდენტებს, პარტიებს, NG–ებს, მეზობლებს, მოყვრებს, დავალაგოთ სასტუმროს ნომრებში (როგორც ბიბლია იდო ერთ დროს ევროპულ სასტუმროებში)” – ბიძინა გიორგობიანი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში, წერს: „რომელიმე ორგანიზაციამ ეგებ თარგმნოს EU გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ვადები და თანმიმდევრულობა. ითარგმნოს და დავურიგოთ სტუდენტებს, პარტიებს, NG ორგანიზაციებს, მეზობლებს, მოყვრებს. დავალაგოთ სასტუმროს ნომრებში (როგორც […]

“რეებს იგონებთ, რა ქიმიური საშუალებები, სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ” – კალაძე

“რეებს იგონებთ, რა ქიმიური საშუალებები, სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ” – კალაძე კახა კალაძე ფიქრობს, რომ გუშინდელი ძალადობით დარბეული აქცია დემოკრატიაა – თბილისის მერი ამბობს, რომ გომელაურის რაზმის წევრები გუშინ წესრიგს იცავდნენ. კალაძე პასუხისმგებლობას არ გრძნობს გუშინდელ ძალადობაზე, არც ნაცემ ჟურნალისტებზე, რომელთა ნაწილს ძვლები ჩამტვრეული აქვს და ზოგიერთს ოპერაციაც კი დასჭირდა. ცრუ პროპაგანდაა, რასაც თქვენ ახორციელებთ, ამიტომ […]

კობახიძე EU-ის ელჩს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და “დიპლომატიური რეაგირებით” იმუქრება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და “დიპლომატიური რეაგირებით” იმუქრება. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი ბატონი პაველ ჰერჩინსკი, თუმცა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო […]

პეტრას აუსტრევიჩუსი – „ქართულმა ოცნებამ“ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო – ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები

მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანი, – ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი შეფასებით, პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთთან სიახლოვესა და დიდ გაურკვევლობამდე მიჰყავს. „ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები“, – წერს ევროპარლამენტარი.

მოსკოვი თბილისში მყოფ რუსებს მოუწოდებს ,,თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს”

თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილება მოუწოდებს რუსებს, “დროებით მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს საქართველოს დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციების გამო”. ამის შესახებ მისიის განცხადებაშია ნათქვამი. “თბილისში მიმდინარე ქუჩის საპროტესტო აქტივობის მზარდ კონტექსტში, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს გირჩევთ, დაიცვათ უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა და, თუკი შესაძლებელია, თავი შეიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან, ასევე არ მიიღოთ მონაწილეობა პოლიტიკური ხასიათის […]