ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველების მიმართ „მასშტაბური ძალადობა იყო“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველების მიმართ მასშტაბური ძალადობა იყო. პრემიერს ჟურნალისტებმა გასული წლის აქციებთან დაკავშირებით ჰკითხეს, არიან თუ სამართალდამცველები პასუხისგებაში მიცემული, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ გამოძიება გრძელდება. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ძალადობა რადიკალური ოპოზიციის ხელწერაა. „ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება არის დაწყებული არაერთ საქმეზე, ასევე არაერთ შემთხვევაში პასუხისგებაში მიეცნენ. რაც შეეხება მარტის […]
სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს – იყავით ძლიერი და განაგრძეთ ბრძოლა თქვენი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის

იყავით ძლიერი და განაგრძეთ ბრძოლა თქვენი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის – თქვენი გამბედაობა შთააგონებს მსოფლიოს, – ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, საქართველო ევროპას ეკუთვნის. „ქართველ ხალხს უფლება აქვს აირჩიოს თავისი ბედი და ევროპული მომავალი. ჩვენი გული თქვენთანაა“, – აცხადებს სვეტლანა ტიხანოვსკაია.
პრემიერი – ხაზგასმით ვამბობთ, საუბარია, საბიუჯეტო გრანტებზე და დაფინანსების არცერთ სხვა კატეგორიაზე, მათ შორის სპეკულაციური და სიცრუის შემცველი განცხადებები კეთდებოდა „ერასმუსის“ პროგრამებთან დაკავშირებით

ხაზგასმით ვამბობთ, საუბარია, საბიუჯეტო გრანტებზე და დაფინანსების არცერთ სხვა კატეგორიაზე, მათ შორის სპეკულაციური და სიცრუის შემცველი განცხადებები კეთდებოდა „ერასმუსის“ პროგრამებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ახალგაზრდებში ამ სიცრუით რაღაც აჟიოტაჟი გამოეწვიათ. აქ, საუბარია, მხოლოდ საბიუჯეტო გრანტებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც განმარტა, თუ თუ რა თანხებზე ეუბნება საქართველოს მთავრობა ევროკავშირს უარს. ამასთან, ირაკლი კობახიძის […]
ევროკავშირის ელჩი უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ, თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას, პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება

ევროკავშირის ელჩი უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ, თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას, პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება ევროკავშირის ელჩი პირდაპირ, უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ […]
ჩემი მოწოდებაა ზოგადად ყველა სამართალდამცავის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს

ჩემი მოწოდებაა ზოგადად ყველა სამართალდამცავის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან სამწუხაროა, რომ შეკრების დაშლისას დაზიანდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები და ჟურნალისტები, რაც ორგანიზებული ძალადობის შედეგი იყო. „იყო სისტემური ძალადობა, წინასწარ ორგანიზებული, დაგეგმილი ძალადობა, იყო ძალადობრივი დაჯგუფებები და რა თქმა უნდა, […]
სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკებში აქციის დაშლისას დაშავებული 33 პირი გადაიყვანა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა 28-29 ნოემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 33 პირი გადაიყვანეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტრო აწვდის. დაშავებულთაგან 13 აქციის მონაწილეა, 4 – ჟურნალისტი, 16 შსს-ს თანამშრომელი. რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში ეუბნებიან, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულთა ნაწილმა უკვე დატოვა კლინიკები. ამ რიცხვში არ შედიან ის ადამიანები, […]
“თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება” – პლატინი მბაპეზე

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და უეფა-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ მადრიდის “რეალის” ვარსკვლავის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. პლატინის თქმით, თუ მისი თანამემამულე ძველებურ ფორმას აღიდგენს და ათამაშდება, მბაპე კიდევ უფრო დიდებული გახდება. “ჩემი აზრით, ის მოედანზე დაკარგულია. დიდებული ჩემპიონი კი ყოველ ჯერზე ფერფლისგან უნდა აღდგეს, თუ კილიანი წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება”, – განაცხადა პლატინიმ. შეგახსენებთ, […]
“ხერხემლის მალა მოტეხა რეჟიმის სადამსჯელო გვარდიამ – არ უნდა შევარჩინოთ” – გვარამია

ამ ქვეყნის გამორჩეულ ჟურნალისტს, უმაგრეს ადამიანს და, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემსავით წარმოშობით ზუგდიდელ ბიჭს, Guram Rogava Rogowski სახის ძვლების და თავის გატეხვის გარდა, ხერხემლის მალა მოტეხა რეჟიმის სადამსჯელო გვარდიამ. რამდენიმე სანტიმეტრით აცდა, თორემ ფუძის მოტეხილობა ექნებოდა. ამას რომ კრიტიკული მედია ქოცებს არ შეარჩენს (ზოგადად, მაგათზე დიდი მებრძოლი მე არ მეგულება ამ ქვეყანაში), ეგ კი ვიცი. […]
ბულგარეთში საქართველოს ელჩი გადადგა – “სოლიდარობა აქციას”

“ამ საჯარო მიმართვით, ვაცხადებ, რომ უკვე წარვადგინე ჩემი გადადგომის წერილი, როგორც საქართველოს ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური სამსახურის განმავლობაში (ორ ათწლეულზე მეტი) ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოს ევრო-ატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განვითარებაში და ვაშენებდი მყარ და სანდო სტრატეგიულ პარტნიორობებს ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან. ჩვენს დაუღალავ ძალისხმევას ძირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა […]
“ყველაფერს აქვს საზღვარი” – კობახიძის ახალი ბრალდება და მუქარა ევროკავშირის ელჩს

არაკონსტიტუციურად შეკრებილი პარლამენტის მიერ დანიშნულმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გუშინ გერმანიის ელჩზე თქვა, რომ პრაქტიკულად, არ ჰყავს გერმანიას საქართველოში ელჩი, დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა: „მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც. თუმცა, იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური […]