ჟურნალისტებმა ბელარუსში უკრაინელების საფილტრაციო ბანაკი აღმოაჩინეს

2022 წლის გაზაფხულზე რუსმა სამხედროებმა მოაწყვეს საფილტრაციო ბანაკი ბელარუსის ქალაქ ნაროვლიაში, სადაც უკრაინელი პატიმრები აწამეს. ამ დასკვნას შეიცავს რადიო თავისუფლების პროგრამა “სქემების” უკრაინული სამსახურის პროექტის მიერ ბელარუსის საგამოძიებო ცენტრთან და რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარებული გამოძიება. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ნაროვლიაში ფილტრაციის ბანაკის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინეს სატელიტური სურათების ანალიზის, პატიმრებთან გადაღებული პროპაგანდისტული ვიდეოების, ყოფილი პატიმრების […]

“სასწავლო პროცესი შეჩერებულია” – საბაუნი

ზოგჯერ პატარა არჩევანი შეიძლება გზის მთელ მიმართულებას ცვლიდეს. არჩევანი განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენს სვლას, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც ამ გზაზე ჩვენი თანამოაზრეები გახდებიან. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

მოლაპარაკების გახსნის საკითხი პრაქტიკული თვალსაზრისით არ იძლევა არაფერს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ, 4 წლის თავზე ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული

მოლაპარაკების გახსნის საკითხი პრაქტიკული თვალსაზრისით არ იძლევა არაფერს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ, 4 წლის თავზე ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას, არათუ მოვადუნებთ ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ, პირიქით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში, – […]

თუ უნდათ მოლაპარაკების გახსნა – დადონ მაგიდაზე, დღესვე მოვაწერ ხელს – პრემიერი ევროკავშირში გაწევრიანებაზე

მოლაპარაკებების გახსნით შანტაჟი უნდა დასრულდეს, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს შეეძლო, ბრიფინგზე ეთქვა, რომ უარს ამბობს ოთხი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების გახსნაზე, თუმცა ეს არ უთქვამს. „ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრივ დღის წესრიგიდან ვხსნით ამ […]

დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!

დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი! ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის […]

,,კატეგორიულად არ ვეთანხმებით ქართული ოცნების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას”- ბიზნეს ასოციაციების ერთობლივი განცხადება

ბიზნეს ასოციაციების ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. ,,კომერსანტი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ,,კატეგორიულად არ ვეთანხმებით ქართული ოცნების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ქმნის დიდ რისკს, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვას ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა, რაც რეგიონში ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად წარმოიშვა. გუშინდელი გადაწყვეტილება ძირს უთხრის […]

13 ბიზნესასოციაცია “ოცნების” გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება – განცხადება

13 ბიზნესასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ბიზნესასოციაციები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭო, ICC Georgia, EBA Georgia, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, გერმანული ბიზნეს ასოციაცია, აშშ-ის სავაჭრო პალატა, საქართველოს […]

“პირველი ხელისუფლებაა, რომელიც მომავალს ანგრევს” – გამზარდია

ყველაფერი რომ ვაპატიო ხელისუფლებას, იმას ვერ ვაპატიებ, ამდენი წლის მანძილზე ძლივს რომ გაჩნდა თაობა, რომელსაც ხელისუფლებასთან ომი არ სჭირდებოდა და ამ თაობასაც დაუპირისპირდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული რომ არ წყდება დაპირისპირებების ჯაჭვი და იმავე გზას რომ გადის დღევანდელი ახალგაზრდობა, რასაც ბოლო სამი თაობა. არც ერთი ხელისუფლება არ გვყოლია კარგი, ისინი იყვნენ ცუდები რომლებიც ცუდად აშენებდნენ აწმყოს […]

მარკეტა გრეგოროვა – ხალხი მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში, საქართველოს პრეზიდენტის ჩათვლით, რომელიც ძალადობას შეეწინააღმდეგა – გმირები ხართ

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა არჩევნების შემდეგ, რომელსაც ამ კვირაში ევროპარლამენტში ხმა მივეცით, როგორც არალეგიტიმურს, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტის წევრი ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. „ხალხი მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში – პრეზიდენტის ჩათვლით, რომელიც ძალადობას შეეწინააღმდეგა და პოლიციას ესაუბრა. აქ ის მათ მოუწოდებს საქართველოს და არა რუსეთის მიმართ ერთგულებისკენ. გმირები ხართ“,- წერს ჩეხი […]

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველების მიმართ „მასშტაბური ძალადობა იყო“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველების მიმართ მასშტაბური ძალადობა იყო. პრემიერს ჟურნალისტებმა გასული წლის აქციებთან დაკავშირებით ჰკითხეს, არიან თუ სამართალდამცველები პასუხისგებაში მიცემული, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ გამოძიება გრძელდება. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ძალადობა რადიკალური ოპოზიციის ხელწერაა. „ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება არის დაწყებული არაერთ საქმეზე, ასევე არაერთ შემთხვევაში პასუხისგებაში მიეცნენ. რაც შეეხება მარტის […]