რამდენიმე ბიზნეს ასოციაცია – კატეგორიულად არ ვეთანხმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს!

კატეგორიულად არ ვეთანხმებით “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს! – აღნიშნულ განცხადებას ბიზნეს ასოციაციები ავრცელებს. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება დიდ რისკს ქმნის, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვას ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა, რაც რეგიონში ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად წარმოიშვა. “გუშინდელი გადაწყვეტილება ძირს უთხრის მთელი საზოგადოების მიერ ათწეულების […]

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებული ერთ-ერთი პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკაში გადაჰყავთ

28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ერთ-ერთი პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკაში გადაჰყავთ. როგორც მისმა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, დაკავებულს სახის ძვლები გატეხილი აქვს, ასევე დაზიანებები აქვს თვალ-ბუდისა და სხეულის სხვადასხვა არეში. ადვოკატის თქმით, ის თავდაპირველად კავკასიის მედიცინის ცენტრში ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა, იზოლატორში მაინც მოიყვანეს. ქობესაშვილის განმარტებითვე, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი […]

ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, სასწავლო პროცესს დროებით სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიც აჩერებს

ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს. „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესს წყვეტს საქართველოს უნივერსიტეტი და […]

ირაკლი კობახიძე – შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდეს მოსმენილის გააზრების უნარი, მაგრამ მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს – როცა იცი, რა ითქვა და სიცრუით პასუხობ, ეს მეტყველებს მის რეალურ განზრახვაზე – ის საკუთარ სკამს ვერ ელევა

შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდეს მოსმენილის გააზრების უნარი, მაგრამ მინიმუმ მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს მოსმენილის და წაკითხულის გააზრების უნარი – როდესაც იცი, რა ითქვა და სიცრუით პასუხობ ამ ყველაფერს, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მეტყველებს სალომე ზურაბიშვილის რეალურ განზრახვაზე, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პრეზიდენტი გუშინ […]

გიორგი ჩაკვეტაძე – ხვალვე გაგვიხსენით მოლაპარაკებები და მიგვიღეთ, მაგრამ ამ საკითხისა და დაფინანსების შანტაჟისთვის გამოყენებას არ დავუშვებთ – გვაქვს მიზანი, 2030-სთვის საქართველო ყველაზე მეტად იყოს მზად ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრობისთვის

საქართველო ევროპაა, ევროპა ჩვენი არჩევანია და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა, მონურ დამოკიდებულებას არ მიიღებს. მჯერა, ჩვენი სამშობლო ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში, – წერს „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება. ჩაკვეტაძის თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო […]

ირაკლი კობახიძე – პროტესტს საფუძველი არ აქვს – ყველამ ზუსტად უნდა გაიაზროს, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ვის რაში სჭირდება მუდმივი შანტაჟი და საზოგადოების გახლეჩა?!

ამ პროტესტს საფუძველი არ აქვს – ყველამ ზუსტად უნდა გაიაზროს, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ვის რაში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მუდმივი შანტაჟი? საზოგადოების გახლეჩა? – თუ ამას გაიზიარებენ გუშინდელი შეკრების მონაწილეები, დღეს არავინ აღარ გააპროტესტებს ჩვენს გუშინდელ ბრიფინგს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „უსამართლობას და შანტაჟს რეაგირება სჭირდება“. „საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა […]

მამუკა მდინარაძე ევროკავშირზე – დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს – თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!

ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი! – წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა […]

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები ეცემა

29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის ჯგუფისა“ და „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციების ფასები ეცემა. უფრო კონკრეტულად, ბირჟაზე Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 5.21%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 4.755 გირვანქა სტერლინგს უტოლდება. რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, TBC Bank Group PLC-ის აქციების ღირებულება 6.37%-ით არის შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ ერთი აქციის ფასი […]

“ფორმულას” განცხადება აქციის ძალადობრივ დაშლასა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე

28-29 ნოემბერს თბილისში გამართულ მშვიდობიან სახალხო დემონსტრაციას ივანიშვილის რეჟიმმა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისასტიკით უპასუხა. საპოლიციო შენაერთების განლაგება, მათი სტრატეგია და ქცევა ცხადს ხდის მათთვის მიცემულ დავალებას, ყოფილიყვნენ სასტიკები და პერსონალურად დაესაჯათ აქციის აქტიური მონაწილეები, დაენერგათ შიში. საპოლიციო შენაერთები კი განსაკუთრებით სასტიკები იყვნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რადგან სწორედ ეს ადამიანები ამხელენ ყველაზე ცხადად […]

“თუ [ელჩების] ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში რეაგირება აუცილებლად გვექნება” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც გუშინ, 28 ნოემბერს გააკეთა განცხადება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის ელჩი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და შეეცადა საზოგადოების იმაში დარწმუნებას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ რეალური პერსპექტივაა. კობახიძემ ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ელოდება აქ აკრედიტებული დიპლომატების ქცევის […]