გახარია ოცნების გადაწყვეტილებაზე: გუშინდელი დღე უახლეს ისტორიაში შავ ლაქად დარჩება

გახარია საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას შეფასებით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესების ღალატია. ეს განცხადება მან ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ გუშინდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში შავ ლაქად დარჩება. გიორგი გახარიას თქმით, ევროპული განვითარების გზაზე ორი მიზანია – ახალი არჩევნების ჩანიშვნა და კონკრეტული უწყებების ადმინისტრაციების ცვლილება. ამასთან, ის ამბობს, რომ […]

„მრავალეროვანი საქართველო“ – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ და გადახედოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ

„მრავალეროვანი საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ და გადახედოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, – ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, საერთო სამოქალაქო მოძრაობა კატეგორიულად გმობს ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. „მრავალეროვანი საქართველო“ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 […]

„საქსტატი“ – 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.0% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. „2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: […]

„საქსტატი“ – 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 458.6 ათასით განისაზღვრა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 458.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 759.4 ათასი ერთეული შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 3.8 პროცენტით, ხოლო […]

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის ოთხი წლით გადავადება მძიმე გადაწყვეტილებაა – მტკიცედ საქართველო!

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის განცხადებით, “ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის ოთხი წლით გადავადება მძიმე გადაწყვეტილებაა”. როგორც ასათიანი “ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ევროპის პარლამენტის რეზოლუციის პასუხად, რაც არ უნდა უსამართლო და მიკერძოებული იყოს იგი, ევროკავშირის აღმასრულებელ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის დაპაუზება, ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებულ პოლიტიკად უფრო აღიქმება და გამართლებული არ არის. „ვისაც ინტეგრაციულ საკითხებთან რაიმე შეხება ჰქონია და ევროპულ […]

პროფკავშირები დაბალანაზღაურებად სექტორში მინიმალური ხელფასის შემოღებას ითხოვს

პროფკავშირები დაბალანაზღაურებად სექტორში მინიმალური ხელფასის შემოღებას ითხოვს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დაბალანაზღაურებად სექტორებში მინიმალური ხელფასის განსაზღვრის ინიციატივის განხილვას წლის ბოლოს განაახლებს. გაერთიანება დეკემბერში სამმხრივი კომისიის შეხვედრის ჩანიშვნას გეგმავს. დასაქმებულთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ კიდევ 2020 წელს მოამზადა. მაშინ ორგანიზაციის გეგმის მიხედვით, მინიმალური ხელფასის რეგულირება შრომის კოდექსით უნდა მომხდარიყო, თუმცა პარლამენტმა ეს ინიციატივა არ მიიღო. […]

„არათუ მოვადუნებთ ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ, პირიქით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში“ – ირაკლი კობახიძე

„არათუ მოვადუნებთ ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ, პირიქით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში“ – ირაკლი კობახიძე საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას, არათუ მოვადუნებთ ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ, პირიქით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც […]

ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ეროვნული ვალუტა დილიდან სტაბილურად უფასურდება

ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ეროვნული ვალუტა დილიდან სტაბილურად უფასურდება Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:20 საათისთვის ერთი დოლარი 2.8000 ლარად ივაჭრება.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები ეცემა

29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის ჯგუფისა“ და „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციების ფასები ეცემა. უფრო კონკრეტულად, ბირჟაზე Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 5.21%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 4.755 გირვანქა სტერლინგს უტოლდება. რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, TBC Bank Group PLC-ის აქციების ღირებულება 6.37%-ით არის შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ ერთი აქციის ფასი […]

ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, სასწავლო პროცესს დროებით სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიც აჩერებს

ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს. „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესს წყვეტს საქართველოს უნივერსიტეტი და […]