ჩეხეთში საქართველოს ელჩი – ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს

ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დასავლელ მეგობრებთან ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებას. „მრავალი წლის განმავლობაში, […]
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – მიგვაჩნია, რომ ქვეყანას რეალურ ზიანს პოლიციაზე თავდასხმა, ქუჩის არეულობები და რევოლუციისკენ მოწოდებები მოუტანს და არა ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების 2028 წლამდე გადაწევა

განსაკუთრებით გაუგებარია პროტესტის მიზეზი, როდესაც დიდი ხანია ცნობილია ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, რომ 2030 წლამდე გაფართოება არ იგეგმება. საზოგადოებას შევახსენებთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებას, სადაც ის მკაფიოდ ამბობს, რომ ევროკავშირიც და კანდიდატი ქვეყნებიც უნდა მოემზადონ 2030 წლისთვის, როდესაც დადგება გაფართოების მომენტი,- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, კანდიდატ […]
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – მოლაპარაკების გახსნის ეტაპი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ვხედავთ მცდელობას, რომ ამ მოცემულობაზე საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია ჩვენი ქვეყნის მხრიდან უარის თქმად წარმოჩინდეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნების დღიდან, ერთ-ერთი მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან გათავისუფლება დავსახეთ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობამ არაჯანსაღი ფორმები შეიძინა. ევრობიუროკრატიამ ფასდაკარგულად გამოაცხადა იქამდე არსებული შეფასების ობიექტური კრიტერიუმები და დააწესა ევროპულ ღირებულებებთან, ასევე საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამო სავალდებულო პირობები, რომლებიც არაერთხელ აისახა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებში, […]
გიორგი გახარია – მივმართავ მოქალაქეებს, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ პროტესტი – მივმართავ დასავლელ პარტნიორებს, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს

მივმართავ და მოვითხოვ საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს – გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან არჩევნების მოპარვაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და იმ მოქალაქეებზე ძალადობაში, რომლებიც გუშინ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ […]
ხვალვე გაგვიხსენით მოლაპარაკებები და მიგვიღეთ, მაგრამ ამ საკითხისა და დაფინანსების შანტაჟისთვის გამოყენებას არ დავუშვებთ- გვაქვს მიზანი, 2030-სთვის საქართველო ყველაზე მეტად იყოს მზად ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრობისთვის

ხვალვე გაგვიხსენით მოლაპარაკებები და მიგვიღეთ, მაგრამ ამ საკითხისა და დაფინანსების შანტაჟისთვის გამოყენებას არ დავუშვებთ- გვაქვს მიზანი, 2030-სთვის საქართველო ყველაზე მეტად იყოს მზად ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრობისთვის „საქართველო ევროპაა, ევროპა ჩვენი არჩევანია და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა, მონურ დამოკიდებულებას არ მიიღებს. მჯერა, ჩვენი სამშობლო ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში“- წერს „ქართული ოცნების” ახალგაზრდული […]
“ივანიშვილი, როგორც იანუკოვიჩი მაშინ, მიჰყვება იგივე სქემას” – კულება

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში ეხმაურება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ თავის მცოცავ დათმობებს, ე.წ უკრაინული სცენარის თავიდან არიდებით ფუთავდა, გულისხმობდა რა, რუსეთის შეჭრას უკრაინაში. სამწუხაროდ, რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ, არის ზუსტად უკრაინული სცენარი, მაგრამ სხვა სახის. საქართველო 2024 წლის ნოემბერში ასახავს 2013 წლის უკრაინას. ივანიშვილი, როგორც იანუკოვიჩი მაშინ, […]
GDI: საპოლიციო ძალები მშვიდობიან მოსახლეობას უკანონოდ არბევდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), 28 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და წერს, რომ საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები უკანონოდ დაარბიეს. ორგანიზაციის შეფასებით, “გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, საპოლიციო ძალები ასრულებდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო დავალებებს და უკანონოდ არბევდნენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას.“ ორგანიზაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ უზურპატორის ერთადერთ დასაყრდენს რეპრესიული სისტემა წარმოადგენს, რომელიც საპოლიციო ფიზიკურ ძალაზე, […]
“ალტერბრიჯი დგას თავისი სტუდენტების და ევროპული მომავლის მხარეს!” – უნივერსიტეტის განცხადება

მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. ალტერბრიჯი იყო, არის და იქნება საქართველოს ევროპული განვითარების მხარდამჭერი! ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების მისიაა, შევუქმნათ ადამიანებს პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი, საუკეთესო შესაძლებლობები! ამიტომაც, ალტერბრიჯი დგას თავისი სტუდენტების და ევროპული მომავლის მხარეს! ჩვენ ვართ ხიდი ევროპისკენ.” – წერია განცხადებაში.
საია: ”ბოლომდე ვიდგებით ხალხის გვერდით”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს: საქართველოში მოქალაქეების 80%-ზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ნება – ეს კონსტიტუციით გარანტირებული არჩევანია! არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას. საია, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით მათი […]
“ბსუ–ის ლექტორებო, ერთად ვიბრძოლოთ, თორემ, ყველას მოგაკითხავთ აუდიტორიებში” – ბათუმში აქცია დაიგეგმა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მათე ცენტერაძე: ბსუ-ს ლექტორებო, თქვენ გახსოვთ 7 ნოემბერი, თქვენ გახსოვთ ,,სპეცრაზმის” მიერ ნაცემი სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში, თქვენ გახსოვთ სისტემის მსხვერპლი ორსული გოგონა, რომელსაც გამეტებით სცემეს. დღეს, ამის უფლება არავის არ უნდა მივცეთ. ამიტომ, მოუწოდეთ სტუდენტებს გამოვიდნენ გარეთ, გამოვიდნენ და თქვენთან ერთად იბრძოლონ. ჩაგვიტარეთ ღირსეული ლექცია ქუჩაში და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოსთვის. […]