„გაიღვიძე საქართველო“ – ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„გაიღვიძე საქართველო“ – ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას და თბილისში წუხელ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ლეტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. შეკრებილები კოლეგებს მოუწოდებენ, პროტესტი გამოხატონ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. „გუშინ, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოცხადდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, […]
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე

უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე – როგორც ეს, ისე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მოსკოვის სასარგებლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემჭიდროების დასტურია – ტყუილად არ არის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ კრემლის მხრიდან უკვე მიიღო საჯარო შექება საკუთარი ხალხის ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის,- ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში, […]
GIPA-ს უნივერსიტეტი დროებით სასწავლო პროცესს აჩერებს

GIPA-ს უნივერსიტეტი დროებით სასწავლო პროცესს აჩერებს. როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, GIPA მხარს უჭერს ქართველი ერის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. „GIPA, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების იდეის ერთგული უნივერსიტეტი დღიდან დაარსებისა, მხარს უჭერს ქართველი ერის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. უნივერსიტეტი დროებით აჩერებს სასწავლო პროცესს!“, – ნათქვამია განცხადებაში.
მაია სანდუ – ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს

ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს, – ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მოლდოვა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. „მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – წერს სანდუ.
ახალი პრემიუმ ხაზი „კერხერისგან“ და „შავი პარასკევის“ ფასდაკლება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

საწმენდი ტექნოლოგიების ნომერ პირველმა მწარმოებელმა, გერმანულმა ბრენდმა „კერხერმა“ მომხმარებლებს ახალი, პრემიუმ მიმართულება Signature Line წარუდგინა. ეს გახლავთ გამორჩეული ხაზი საყოფაცხოვრებო აპარატებში, რომელიც წარმოდგენილია ბრენდის დამფუძნებლის, ალფრედ კერხერის ხელმოწერით. ამ ეტაპზე ახალი მიმართულება აერთიანებს 6 ტიპის აპარატს. ესენია: მინის საწმენდი, ორთქლის საწმენდი, ქიმ.წმენდის აპარატი, მტვერსასრუტი, იატაკის საწმენდი და ჰაერის საწმენდი აპარატი. თითოეულ პროდუქტზე თავად ალფრედ კერხერის […]
ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
EU-ში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს — ჩეხეთში საქართველოს ელჩი „ოცნების“ გადაწყვეტილებების შემდეგ

საქართველოს ელჩი ჩეხეთში, თეა მაისურაძე, ამბობს, რომ საქართველოსთვის, განსაკუთრებით რუსული ოკუპაციის ფონზე, ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა მეორე დღეს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაცია 4 წლით შეაჩერა, გასაპროტესტებლად გამოსული მოქალაქეები კი პოლიციას და სპეცრაზმს ძალადობრივად დაარბევინა. „მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები ძალისხმევას არ ვიშურებდით ევროკავშირსა და […]
“გმირები ხართ” – გრეგოროვა საქართველოს მოქალაქეებს

ევროპარლამენტის წევრი ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ”ქართული ოცნების“ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა არჩევნების შემდეგ, რომელსაც ამ კვირაში ევროპარლამენტში ხმა მივეცით, როგორც არალეგიტიმურს, ხალხი მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში – პრეზიდენტის ჩათვლით, რომელიც ძალადობას შეეწინააღმდეგა და პოლიციას ესაუბრა. აქ ის მათ მოუწოდებს საქართველოს და არა რუსეთის მიმართ ერთგულებისკენ. გმირები ხართ“,- წერს ჩეხი […]
“ვემსახურებით საქართველოს” – “თავდაცვის” 41 თანამშრომელი ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება

საგარეო საქმეთა სამინისტროს სამინისტროს თანამშრომლებიც შემდეგ ერთობლივ განცხადებას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელიც ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების ერთგულნი რჩებიან. “ჩვენი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, უმთავრესი მოვალეობა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი […]
თავდაცვის სამინისტროს 40 თანამშრომელი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება

საგარეო საქმეთა სამინისტროს სამინისტროს თანამშრომლებიც შემდეგ ერთობლივ განცხადებას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელიც ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების ერთგულნი რჩებიან. “ჩვენი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, უმთავრესი მოვალეობა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი […]