ლარი მკვეთრად გაუფასურდა

29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 3.76 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7794 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.41 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9348 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 ნოემბერს ამოქმედდება.
“ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები…” – მოსამართლეების ნაწილის პროტესტი

საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს: ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და […]
უკრაინის საგარეო: ვგმობთ თბილისში ძალის გამოყენებას მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ

უკრაინა მკაცრად გმობს ძალის გამოყენებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და თავი შეიკავოს ძალადობისა და პროვოკაციებისგან. საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არაერთი დარღვევის შედეგია. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, […]
„ჟურნალისტებზე თავდასხმა ომშიც დაუშვებელია! მიკროფონიან და კამერიან ადამიანების დასისხლიანება კატასტროფააა!“ – გიორგი გასვიანი

მსახიობი, ტვ „იმედის“ თანამშრომელი, გიორგი გასვიანი: „ჟურნალისტებზე თავდასხმა ომშიც დაუშვებელია! მიკროფონიან და კამერიან ადამიანების დასისხლიანება კატასტროფააა! თუ პოლიციელების მიმართ ძალადობა დაუშვებელია, და 32 პოლიციელია ნაცემი და ეს დაუშვებელია, ჟურნალისტებს რატომ ასისხლიანებს ნიღბიანი, რომელსაც ხალხი უხდის ხელფასს?! კოშმარი იყო“
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7794 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7418 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0376 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9348 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8907 ლარს შეადგენდა. […]
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ძალადობას გმობენ და ემიჯმებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის. განცხადებას რამდენიმე მოსამართლე აწერს ხელს. „ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, […]
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი რუსთაველის გამზირზე დაკავებული ერთ-ერთი პირის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი, ქეთი წიწუაშვილი რუსთაველის გამზირზე დაკავებული ერთ-ერთი პირის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლისა და დაკავებულის მონახულების შემდეგ ადვოკატმა აღნიშნა, მას დაზიანებები ვიზუალურად აღენიშნება. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულმა მას უთხრა, რომ დაზიანებები სპეცრაზმის თანამშრომლებმა მიაყენეს. მას თვალზე სისხლჩაქცევები აქვს და ცხვირი გატეხილი აქვს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაკავებულს სამედიცინო დიაგნოსტირება ესაჭიროება. […]
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
პავილიონისი: თუ დღეს ბრძოლის გეშინიათ, ეს ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული იქნება

ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო ბრძოლაა. თუ დღეს დაიცავთ თქვენს თავისუფლებასა და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენთ თქვენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში. თუ დღეს ბრძოლის გეშინიათ, ეს ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და ძალიან რუსული წარსულის დასაწყისი იქნება.