„ეგენი თავის პატრონს არ მიაჩნია არაფრად და ჩვენ რა პონტში ვეხვეწებით აზრზე მოსვლას?“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი: „ერთი თხოვნა მაქვს, შეეშვით ქოცების შეგონებებს და დამუნათებებს. მათი უმრავლესობა სისხლის გუბეებშიც გაივლის, ოღონდ ბანკომატამდე მივიდეს და ხელფასი გამოიტანოს. ეგენი თავის პატრონს არ მიაჩნია არაფრად და ჩვენ რა პონტში ვეხვეწებით აზრზე მოსვლას? პროფილებიდან, გვერდებიდან და ჯგუფებიდან წაშლა და დაბლოკვა დამჰაჰავებელი წვრილფეხა ქოცებიდან დაწყებული, უფრო მაღალი რანგის ქოცებით დამთავრებული ყველას.“
„განცხადება რომ 2028 წლამდე ევროასოცირება ჩერდება, სინამდვილეში ნიშნავს…“ – ლევან ალაფიშვილი

პარტია საარჩევნო კამპანიისას იღებს ვალდებულებებს, რაც კენჭისყრით ფორმდება ამომრჩეველი მხარს უჭერს იმ დაპირებებს რომლებსაც პარტია კამპანიისას საჯაროდ გასცემს და შესრულების ვალდებულებებს იღებს 2024 წელს არჩეული პარლამენტის და მთავრობის ვადა 2028 წელს იწურება 2024 წელს არჩეული პარლამენტი და მთავრობა 2029 ან 2030 წლის პოლიტიკურ დაპირებებს ვერ გასცემს (თუ გასცემს იტყუება, პირველ რიგში საკუთარ მხარდამჭერებს თვლის ყეყეჩებად), […]
გაუმართლებელია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება – თსუ-ს პროფესორთა ნაწილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ეხმაურება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. ისინი “ოცნებას” მოუწოდებენ, გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ და დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია. “ჩვენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მიგვაჩნია, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული, უალტერნატივო გზაა. ამ გზის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია […]
კობახიძის თქმით, მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, მოსმენილის გააზრების პრობლემა აქვთ
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მათ, ვინც პროტესტი გამოხატა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამო, გააზრების პრობლემა აქვთ. ასე უპასუხა მან კითხვას მოქმედი თუ ყოფილი ელჩებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს 130-ზე მეტი თანამშრომლის ერთობლივი განცხადების შესახებ, რომლითაც ისინი “ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. “ზოგადად, ჩვენ, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და, მით უმეტეს, საჯარო მოსამსახურეს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. […]
3x3FALL2024-ის პირველი ტურნირი Scooby-ს გამარჯვებით დასრულდა

3×3 საკალათბურთო სეზონი საშემოდგომო სერიებით სრულდება. ეს გახლავთ 3 ტურნირისგან შემდგარი საკალათბურთო ფესტივალი სახელწოდებით 3x3FALL2024, რომლის შემადგენელი პირველი ტურნირი 28 ნოემბერს, თბილისის ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა. აღნიშნულ ტურნირში ასაკობრივი ცენზი არ იყო დაწესებული და მონაწილეობა ნებისმიერ იმ მსურველს შეეძლო, რომელიც სარეგისტრაციო პირობებს აკმაყოფილებდა. ტურნირში 14 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 5 ჯგუფში განაწილდნენ. ჯგუფის გამარჯვებული გუნდებიდან […]
„არ იცით რა დღეში აღმოჩნდება თქვენი სფეროები ცოტა ხანში?“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „დიპ. კორპუსში მიმდინარე პროცესი გასაგებია და კარგია.
“მოლდოვა დგას პრეზიდენტის და ქართველი ხალხის გვერდით – სანდუ

ქართველები ევროპელები არიან. საქართველოს მომავალი ევროპაშია და არავის აქვს უფლება, ეს მათ წაართვას. მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობით დგას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის მათ ბრძოლაში.
„უპირობოდ უნდა იყვნენ დათხოვნილნი სამსახურებიდან და 10 წლის ვადით აეკრძალოთ, საგანმანათებლო ორგანიზაციებში მუშაობის უფლება!!!!!!“ – თემო გვალია

მსახიობი თემო გვალია: „ყველა სახელმწიფო, საგანმანათებლო დაწესებულების თანამშრომელი, ყველა სკოლის დირექტორი, ყველა მასწავლებელი, რომლებიც მოსწალეებს მოუწოდებდნენ სასწავლო პროცესის ჩაშლისკენ და აქციებზე გასვლისკენ, უპირობოდ უნდა იყვნენ დათხოვნილნი სამსახურებიდან და 10 წლის ვადით აეკრძალოთ, საგანმანათებლო ორგანიზაციებში მუშაობის უფლება!!!!!!“
ლარი მკვეთრად გაუფასურდა

29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 3.76 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7794 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.41 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9348 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 ნოემბერს ამოქმედდება.
უკრაინის საგარეო: ვგმობთ თბილისში ძალის გამოყენებას მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ

უკრაინა მკაცრად გმობს ძალის გამოყენებას თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და თავი შეიკავოს ძალადობისა და პროვოკაციებისგან. საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არაერთი დარღვევის შედეგია. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, […]