კადიროვთან დაახლოებული სპორტსმენი, ხაბიბ ნურმაგომედოვი სავარაუდოდ თბილისშია

ხაბიბ ნურმაგომედოვი, რამზან კადიროვთან დაახლოებული დაღესტნელი სპორტსმენი სავარაუდოდ თბილისშია.
MMA მებრძოლთან გადაღებულ ფოტოს Citrus რესტორანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აღნიშნული რესტორანი პარლამენტის შენობასთან ახლოს მდებარეობს
„ჩვენი რესტორნის სტუმარი, UFC ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი“ – წერია ფოტოს აღწერაში, რომელიც დღეს 29 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე გამოაქვეყნადდა.
რამდენიმე თვის წინ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირაკლი კობახიძესთან, კახა კალაძესთან და ბიძინა ივანიშვილის ვაჟთან, ცოტნე ივანიშვილთან, გერმანიაში შეხვედრის კადრები გაავრცელა. UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ამერიკაში იბრძოდა,საქართველოს ხელისუფლების ლიდერების გვერდით საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს გამოჩნდა.
MMA -ის მებრძოლი ნურმაგომედოვი პუტინის აქტიური მხარდამჭერია

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…