გახარია: რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადა

რეჟიმმა თვითგადარჩენისთვის არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადა. ახალგაზრდებზე, რომლებსაც მხოლოდ თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრება სურთ. მოძალადე რეჟიმს საქართველომ ერთხელ უკვე უთხრა – არა!

ნიკა გვარამია – ეს საერთო ბრძოლაა, აქ არავინაა პოლიტიკოსი, ან შეიძლება ითქვას, ყველა პოლიტიკოსია – ვიბრძვით მთავარი უფლებისთვის, ქვეყანა წავიყვანოთ იქ, სადაც ვთვლით, რომ უნდა წავიდეს და არა იქ, სადაც “ქართული ოცნება” თვლის

ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა, პოლიტიკოსების და მოქალაქეების კი არა, საქართველოს მოქალაქეებისა და პატრიოტების, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამიას თქმით, საპროტესტო აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავა. “უფრო მეტი ხალხი გამოვა. ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა, პოლიტიკოსების და მოქალაქეების კი არა, საქართველოს მოქალაქეებისა და პატრიოტების. აქ არავინაა პოლიტიკოსი ან შეიძლება ითქვას, […]

საია – შსს კვლავ დემონსტრაციული ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას – წყლის ჭავლში სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერებებია გარეული – წესების დარღვევითა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია

წესების დარღვევითა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანამშრომლის, საბა ბრაჭველის, წინააღმდეგ და აღნიშნული საშუალებით დამიზნებით, სახის არეში, თვალთან ახლოს დაზიანება მიაყენეს, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს განცხადებას, რითაც რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. განცხადებაში საია აღნიშნავს, რომ საპოლიცო ძალები დღესაც ძალის დემონსტრაციისთვის მიზანმიმართულად უსწორდებიან […]

გიორგი ქოჩორაშვილი – მტკივნეულია ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი – საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას

მტკივნეულია ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფოტოს აზიარებს. „საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას. მტკივნეულია ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი “ინსტაგრამზე”.

„მტკივნეულია ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი“ – გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი, ეხმაურება რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს. „საქართველო იმსახურებს ერთიანობასა და სამართლიანობას. მტკივნეულია ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ“, – წერს იგი „სთორიში“.

ადამიანი, თუკი მას გულწრფელი პროტესტი აქვს, დამერწმუნეთ, ე.წ. რკინის ნივთების და ჩაქუჩების სახლიდან წამოღებას ფიზიკურად ვერ მოასწრებს

„ჩვენ ვხედავთ ადამიანებს ჩაქუჩებით, ცულებით და მეტალის სამუშაო იარაღებით, რომლითაც ლეწავენ და ამტვრევენ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს არის ორგანიზებული. ეს ადამიანები ახლა დგებიან წინა პლანზე იმისთვის, რომ მოხდეს მაქსიმალური დაპირისპირება პოლიციასთან, რათა ამ ყველაფერმა გამოიწვიოს მსხვერპლი,” – ასე აფასებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეებს და […]

“სამოქალაქო ომის ზღვარზე მიყავთ ამ ქოცგარეწრებს საქმე” – ფოფხაძე

რას ერჩოდნენ ეს მთხლეები მარიამ გაფრინდაშვილს რატომ ცემეს ასე გამეტებით საქართველოს მთავრობა გისმენთ. ნადირობენ მოქალაქეებზე ეს დედა@@@@@@ სამოქალაქო ომის ზღვარზე მიყავთ ამ ქოცგარეწრებს საქმე.

“პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მისდევს, ფიზიკურად უსწორდება , იყენებს სპეციალურ საშუალებებს, წესის დარღვევით” – საია

შსს თბილისსა და ბათუმში კვლავ დემონსტრაციული ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას. ამ დროისთვის (00:57) რუსთაველის გამზირზეც პოლიცია ძალადობრივად, წყლის ჭავლის და გაზის გამოყენებით შლის მშვიდობიან აქციას. პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მისდევს, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება მათ, იყენებს სპეციალურ საშუალებებს მათ წინააღმდეგ უსაფუძვლოდ და გამოყენების წესის დარღვევით. 23:03 საათიდან ჩიტაძის ქუჩაზე გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის […]