აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე 8 პირია დაკავებული

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა რვა პირი დააკავეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებულები. აქციის მონაწილეების ნაწილი გრიბოედოვის ქუჩაზე, წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ, სადაც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები და სპეცრაზმის თანამშრომლები რჩებიან.
დაუშვებელია ჟურნალისტის მიმართ, რომელიც აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, გამოყენებული იქნას რაიმე ტიპის ძალა – სახალხო დამცველი

გურამ როგავა და მარიამ გაფრინდაშვილი აღმოჩნდნენ სპეციალური რაზმის წარმომადგენლების თავდასხმის შედეგად დაზარალებულები, რაც ძალიან შემაშფოთებელია – ჟურნალისტებს არ უნდა შეეშალოთ ხელი, დაუშვებელია, რომ მათი პროფესიული საქმიანობა იყოს რისკის ქვეშ დაყენებული , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მან ისაუბრა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან და მიტინგის დაშლის ღონიძიებებთან დაკავშირებით და […]
ლევან იოსელიანი – დაუშვებელია ჟურნალისტის მიმართ, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, გამოყენებულ იქნას რაიმე ტიპის ძალა, ეს არის დანაშაული – პირდაპირ ეთერში აკავებენ მოქალაქეებს, ჩემი წარმომადგენლები წასულები არიან იზოლატორებში

გურამ როგავა და მარიამ გაფრინდაშვილი აღმოჩნდნენ სპეციალური რაზმის წარმომადგენლების თავდასხმის შედეგად დაზარალებულები, რაც ძალიან შემაშფოთებელია – ჟურნალისტებს არ უნდა შეეშალოთ ხელი, დაუშვებელია, რომ მათი პროფესიული საქმიანობა იყოს რისკის ქვეშ დაყენებული , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მან ისაუბრა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან და მიტინგის დაშლის ღონიძიებებთან დაკავშირებით და […]
“მალიორკამ” მამარდაშვილის “ვალენსიას” თამაში შემოუტრიალა

ლა ლიგის მეთხუთმეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „მალიორკასთან“ 1:2 დამარცხდა. სტუმართა გუნდის მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.3, whoscored 6.0, flashscore 6.0. „ვალენსიას“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით მეთვრამეტე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს, თასზე გასვლაზე ქვედალიგურ „ეხეასთან“ ჩაატარებს. მალიორკა – ვალენსია 2:1 გოლები: 0:1 რიოხა (32, პენ), 1:1 ლარინი […]
რუსთაველზე დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისის მერიოტის“ მოპირდაპირე მხარეს დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ. პოლიციის მიერ აქციის დარბევისა და წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, გამზირზე ათასობით დემონსტრანტი რჩება. მარტიოტთან ახლა რამდენიმე კარავია აღმართული, მათ გვერდით მიიტანეს ნაგვის ურნები, ქუჩის სკამები და სხვა ნივთები. თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია აქციის დაშლას განაგრძობს. მოქალაქეები ცდილობენ მიმდებარე ქუჩებს შეაფარონ თავი, შემდეგ კი […]
,,თუ დაგაკავეს, ან დაკავებულებს ვერ პოულობთ, დაგვირეკეთ!” – ბაია პატარაია ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

უფლებადამცველი ბაია პატარაია დაკავებულთა დასახმარებლად ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს: ,,577 07 05 63 დაიმახსოვრეთ ეს ნომერი და დარეკეთ ჩვენ ცხელ ხაზზე, არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები ეხმარებიან ყველა დაკავებულს! თუ დაკავებულს ვერ პოულობთ, მაგ შემთხვევაშიც დაგვირეკეთ.”
“მირტყეს სანამ არ მობეზრდათ” – პოლიციამ იძალადა RealPolitika-ს ჟურნალისტზეც

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს პოლიციამ იძალადა RealPolitika-ს ჟურნალისტ აკა ზარქუაზეც. ძალადობის ამსახველი კადრები, რომელიც შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაშია გადაღებული, მედიაგამოცემამ გაავრცელა. „ჟურნალისტი ვარ, რატომ მირტყამთ?! რა წესი დავარღვიე?!“ – მიმართავდა ჟურნალისტი პოლიციელებს, რომლებიც მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ. მოგვიანებით პოლიციელები კვალვ მიუახლოვდნენ ჟურნალისტს და უთხრეს: „ვერ გაიგე, რომ უნდა წახვიდე?!“ შემდეგ კი კვლავ გაუსწორდნენ […]
“ეს რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე შექმნილ ვითარებას X-ზე ეხმაურება და წერს: „ისევ მომსწრენი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“
,, 7 ნოემბერი და 26 მაისი გამახსენდა. ეს გასცდა ყველანაირ ფარგლებს!” – გიორგი გაბედავა

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი გაბედავა: ,,ეხლა ვუყრებ დარბევის კადრებს და დაჭერილ ტიპს 6 სპეცრაზმელი ურტყამს, დაგდებულს წიხლებს ურტყამენ. 7 ნოემბერი და 26 მაისი გამახსენდა. ეს გასცდა ყველანაირ ფარგლებს! აქციის მონაწილეებო მოგიწოდებთ ვისაც მოლოტოვით და ქვით ნახავთ აახვევინეთ მაქედან, პროვოკატორები მოიშორეთ!“
პარლამენტის ადვოკატი ბექა ბასილაია დააკავეს

ფოტო – IPN არსებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ადვოკატი ბექა ბასილაია დააკავეს. ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე ვითარება კვლავ დაძაბულია.