„ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები“ – პრეზიდენტი

ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები “ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, მედიაზე […]
რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ – სამართალდამცველები აკავებენ დემონსტრანტებს

რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გაუშვეს. დემონსტრანტების მისამართით პერიოდულად ისროდნენ გაზის კაფსულებსაც, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ადგილზე ვითარება დაძაბული რჩება.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 8 პირიდან ერთი, არასრულწლოვანი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული რვა პირიდან ერთი არასრულწლოვანი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შვიდ დაკავებულთა შორის ქალებიც არიან, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. აქციის მონაწილეები კი გორგილაძის ქუჩაზე მსვლელობას აწყობენ და აჭარის მთავრობის სახლისკენ მიემართებიან.ისმის შეძახილები: “გამოდი, საქართველო”. აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე რვა პირია დაკავებული

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა რვა პირი დააკავეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებულები. აქციის მონაწილეების ნაწილი გრიბოედოვის ქუჩაზე, წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ, სადაც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები და სპეცრაზმის თანამშრომლები რჩებიან.
დიმიტრი ხუნდაძე – საზოგადოების ნაწილი, რომელიც რუსთაველზეა, მიეჩვია წაუკითხავად გაპროტესტებას – მათ სურთ სისხლი, რათა უფრო დაიძაბოს ვითარება

ამ პროტესტს არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო პროცესებს, ვნახავთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზეა, მიეჩვია წაუკითხავად გაპროტესტებას , – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქცია შეაფასა. დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ აქციამ „ვერ ჩაიარა ისე, რომ ზიანი არ დამდგარიყო“. „მინდა ჩემი გულწრფელი წუხილი გამოვხატო იმასთან […]
სპეცრაზმმა განაახლა აქტიური დარბევა – გაუშვეს წყლის ჭავლი

ღამის 2 საათსა და 39 წუთზე სპეცრაზმმა განაახლა რუსთაველის გამზირზე მყოფი მომიტინგეების აქტიური დარბევა. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლსა და სხვა სპეცსაშუალებებს.
(ვიდეო) – სპეცრაზმი გაუსწორდა ჟურნალისტ აკა ზარქუას

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს პოლიციამ იძალადა RealPolitika-ს ჟურნალისტ აკა ზარქუაზეც. გავრცელდა ძალადობის ამსახველი კადრები, რომელიც შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაშია გადაღებული. “ჟურნალისტი ვარ, რატომ მირტყამთ?! რა წესი დავარღვიე?!” – მიმართავდა ჟურნალისტი პოლიციელებს, რომლებიც მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ. მოგვიანებით პოლიციელები კვალვ მიუახლოვდნენ ჟურნალისტს და უთხრეს: “ვერ გაიგე, რომ უნდა წახვიდე?!” შემდეგ კი კვლავ გაუსწორდნენ ფიზიკურად. […]
“29 ნოემბრის ღამეს გვქონდა მთელი თაიგული კანონსაწინააღმდეგო ქმედებისა პოლიციელების მხრიდან”

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეს ინტერპრესნიუსთან ამბობს: როცა მოვისმინე კობახიძის განცხადება, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ზუსტად მაშინ მქონდა ინტერვიუ და ინტერვიუში ვთქვი – ამას, მაღალი ალბათობით მოჰყვება დიდი საპროტესტო ტალღა და რეაქცია. ეს პროტესტი არ იყო მთლად სპონტანური, არ მოჰყოლია მხოლოდ ამ განცხადებას. მაგრამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იყო ორგანიზებული აქცია. ამ პროტესტის დროს რა ითქმოდა და […]
კიდევ ერთი ნოემბერი, უკვე ივანიშვილის შესრულებით – გახარია

„2024 წლის 30 ნოემბერი – კიდევ ერთი ნოემბერი უკვე ივანიშვილის შესრულებით. კიდევ ერთი დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“, – ასე აფასებს ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიციის მიერს პრო-ევროპული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევას. „რეჟიმმა თვითგადარჩენისთვის არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადა. ახალგაზრდებზე, რომლებსაც მხოლოდ თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრება სურთ. მოძალადე რეჟიმს საქართველომ ერთხელ უკვე უთხრა […]
პოლიცია წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს „მერიოტთან“

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ გააგრძელდა საპროტესტო დემონსტრაციის დარბევა. შსს-ის თანამშრომლებმა 02:35 საათისთვის დაიწყეს წყლის ჭავლის გამოყენებით „მერიოტის“ მოპირდაპირე მხარეს აღმართული ბარიკადების დაშლა; ასევე, აქციის მონაწილეების დაშლა. სპეცრაზმელები იყენებენ ცრემლსადენ გაზსაც. ძალის გამოყენებით აკავებენ აქციის მონაწილეებს. სპეცრაზმმა და სპეციალურმა ტექნიკა რამდენიმე მეტრით წინ წაიწია. ისინი რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებას ცდილობენ. პარლამენტთან […]