პოლიცია წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს „მერიოტთან“

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ გააგრძელდა საპროტესტო დემონსტრაციის დარბევა.
შსს-ის თანამშრომლებმა 02:35 საათისთვის დაიწყეს წყლის ჭავლის გამოყენებით „მერიოტის“ მოპირდაპირე მხარეს აღმართული ბარიკადების დაშლა; ასევე, აქციის მონაწილეების დაშლა.
სპეცრაზმელები იყენებენ ცრემლსადენ გაზსაც.
ძალის გამოყენებით აკავებენ აქციის მონაწილეებს.
სპეცრაზმმა და სპეციალურმა ტექნიკა რამდენიმე მეტრით წინ წაიწია. ისინი რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებას ცდილობენ.
პარლამენტთან აქციის დაშლა პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დაიწყო და სპეც.საშუალებები გამოიყენა.
ამის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე ღამის 02:35 საათისთვის ათასობით ადამიანი რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს