ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული რვა ადამიანიდან კიდევ ერთი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული რვა ადამიანიდან კიდევ ერთი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. საერთო ჯამში წინასწარი დაკავების იზოლატორში ექვსი ადამიანი რჩება. სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ოთხი ბათუმის და ორი კი, ოზურგეთის იზოლატორშია გადაყვანილი. მათივე თქმით, საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს განახლდება.

საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირს მომიტინგეებისგან დაკავებების ფონზე ათავისუფლებენ – დაშავდა რამდენიმე პირი

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლება დაიწყეს. საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო – “რუსთაველიდან” და “თავისუფლების მოედნიდან” ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს. პარალელურად მიმდინარეობს დაკავებებიც. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომელთაც ადგილზე უწევენ პირველად დახმარებას სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები. როგორც ადგილიდან “ინტერპრესნიუსის” რეპორტიორი იუწყება, აქციის მონაწილეებს აღენიშნებოდათ დაზიანებები თავისა და სახის არეში. ზოგიერთი აქციის მონაწილის გადაყვანა საკაცით […]

“ამგვარი რამ თბილისის ქუჩებს 9 აპრილის შემდეგ არ უნახავს” – ზურა ვარიაშვილი

“პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი: დამსჯელი რაზმები თარეშობენ საქართველოს დედაქალაქში. ამგვარი რამ თბილისის ქუჩებს 9 აპრილის შემდეგ არ უნახავს.

სპეცრაზმი რუსთაველის თეატრში შევარდა

რუსთაველის თეატრის შენობაში ათობით სპეცრაზმელი შევარდა. როგორც ჩანს, მათ ნახეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თეატრის შენობისთვის თავი ჰქონდეთ ადამიანებს შეფარებული. სპეცრაზმი ასე დასდევს მთელი ღამის მანძილზე ადამიანებს. მოქალაქეები წერდნენ, რომ მათ ეკლესიაში შეუვარდნენ და იქედანაც გამოათრიეს. თეატრის შენობიდან ისმის ქალის ყვირილის და ტირილის ხმა – სად შემოდიხართ, თავი ვინ გგონიათ, ხალხო, არ მისცეთ ამ […]

+18 – სასტიკი კადრები რუსთაველიდან

პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე, უმძიმეს კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს სპეციალური დანიშნულების რაზმები მშვიდობიანი დემონსტრანტებს როგორ ექცევიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის ერთი მონაწილე ჯგუფურად სცემეს, მიწაზე დააგდეს და შემდეგ დააკავეს, ხოლო მეორე მონაწილეს სასტიკად გაუსწორდნენ, წიხლებით შედგნენ, წაქცეულიც გამეტებით სცემეს და გონებადაკარგილი ქუჩაში დაგდებული დატოვეს. ადგილზე მყოფებს წაქცეული გარდაცვლილიც კი ეგონათ, ისმის კივილის ხმა, ითხოვენ […]

დემონსტრანტთა დაკავების პარალელურად, რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დემონსტრანტთა დარჩენილი ნაწილის დარბევისა და მათი ნაწილის ძალადობრივად დაკავების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. გამოჩნდნენ ავტობუსებიც.ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დემონსტრანტები, – რომლებიც პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა პარლამენტის წინა ტერიტორიიდან განდევნეს, – „მარიოტთან“ იყვნენ გამაგრებულები და ბარიკადები ჰქონდათ აღმართული. გამთენიისას, 06:15 საათისთვის, „მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის თანამშრომლებმა დემონსტრანტების დარბევა და დაკავება გააგრძელეს. რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, […]

რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური იწყებს მუშაობას

რუსთაველის გამზირზე “თბილსერვისის” თანამშრომლები ტერიტორიის დასუფთავებას იწყებენ. საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლეს. ამჟამად მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ამასთან, სამართალდამცველებმა რუსთაველის თეატრიდან გამოიყვანა მომიტინგეთა ის ნაწილი, რომელიც მანამდე შენობას აფარებდა თავს. ტერიტორიიდან გაყვანილია წყლის ჭავლის მანქანები, სპეცაღჭურვილობა და სპეცდანიშნულების რაზმები. გამთენიისას, საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო – “რუსთაველიდან” და “თავისუფლების მოედნიდან” ერთდროულად დაიძრნენ და […]

დილის 6:15 საათიდან დარბევა და დაკავებები გაგრძელდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „მარიოტთან“ მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის თანამშრომლებმა გამთენიისას, 06:15 საათისთვის დემონსტრანტების დარბევა და დაკავება გააგრძელეს. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დემონსტრანტები, – რომლებიც პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა პარლამენტის წინა ტერიტორიიდან განდევნეს, – „მარიოტთან“ იყვნენ გამაგრებულები და ბარიკადები ჰქონდათ აღმართული. წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი რჩებოდა. გამთენიისას ბესიკის ქუჩიდან პოლიციელთა დამატებითი რაზმი ჩამოვიდა, რის […]

საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირს მომიტინგეებისგან ათავისუფლებენ – დაშავდა რამდენიმე პირი

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლება დაიწყეს. საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო – “რუსთაველიდან” და “თავისუფლების მოედნიდან” ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს. პარალელურად მიმდინარეობს დაკავებებიც. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომელთაც ადგილზე უწევენ პირველად დახმარებას სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები. როგორც ადგილიდან “ინტერპრესნიუსის” რეპორტიორი იუწყება, აქციის მონაწილეებს აღენიშნებოდათ დაზიანებები თავისა და სახის არეში. ზოგიერთი აქციის მონაწილის გადაყვანა საკაცით […]

ცემა და დაკავებები – სასტიკი დარბევა – “ხალხს გასაქცევი გზა არ დაუტოვეს”

ამ წუთებში, კიდევ ერთი დარბევა დაიწყო რუსთაველზე სპეცრაზმმა, 30 ნოემბრის ღამით, მერამდენედ არბევენ ხალხს, სცემენ და აკავებენ, უკვე დათვლაც შეუძლებელია. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ყველა ქუჩაზე სპეცრაზმელები არიან გამაგრებულნი და გასაქცევ გზას ხალხს არ უტოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით, სწორედ ასე უნდა მოქცეულიყვნენ. მოქალაქეებს პირდაპირ, ახლო მანძილიდან ასხამენ წიწაკის სპრეის. მოქალაქეები ხელებაწეულნი დგანან. […]