საზოგადოების ნაწილი მიეჩვია წაუკითხავად გაპროტესტებას – დიმიტრი ხუნდაძე

ამ პროტესტს არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო პროცესებს, ვნახავთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზეა, მიეჩვია წაუკითხავად გაპროტესტებას , – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას. მისი თქმით, აქციამ „ვერ ჩაიარა ისე, რომ ზიანი არ დამდგარიყო“. „მინდა ჩემი გულწრფელი წუხილი გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ აქციამ, სამწუხაროდ, ვერ […]

აუცილებლად უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთის მარიონეტებს, ივანიშვილსა და მის ამფსონებს – კონგრესმენი უილსონი

კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში პრო-ევროპული დემონსტრაციების პარალელურად, აცხადებს, რომ აუცილებელია, აშშ-მა სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. „აუცილებლად უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთის არალეგიტიმურ მარიონეტებს, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან და მათ სუვერენიტეტს ართმევენ. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ამფსონებს“, – წერს უილსონი პლატფორმა X-ზე. ჯო უილსონი არის რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე […]

“გონებას ვკარგავდი… ბიჭმა გამიკეთა აირწინაღი… ზურგით გამომიყვანეს” – წერილი სოციალური ქსელიდან

მადლიერების გამოხატვაა ეს პოსტი! სხვანაირად ვერ მოვისვენებ, იქნებ როგორმე თქვენამდე მოვიდეს ჩემი ხმა. დღეს საოცარმა ადამიანებმა გადამარჩინეს, უკან ვიხევდით როცა გაზი გაუშვეს და არანაირი თავდაცვის საშუალება არ მქონდა. ჩავისუნთქე თუ არა მაშინვე ცუდად გავხდი, ვერაფერს ვხედავდი ნორმალურად და მეგონა ვიხრჩობოდი, ეს შეგრძნება ისეთი რეალური იყო რომ ვკიოდი უჰაერობისგან და პანიკისგან. მოულოდნელიც იყო და თან ხალხის […]

“ვყვიროდი, მოკვდნენ მემგონი გამაყვანინეთ–თქო და შენი ძალით პატრიოტი დედამ***ყანო და უარესად მირტყეს” – ლევან კობახიძე

ყველაზე მძიმე შეგრძნებებიდან არის უსუსურობის შეგრძნება. როცა იცი რა უნდა გააკეთო მარა უბრალოდ არ შეგიძლია. სპეცრაზმმა ალყაში მოგვაქცია, როცა მაქსიმალურ სიმჭიდროვეს მივაღწიეთ წიწაკა დაგვასხეს ზემოდან. ატყდა ჭყლეტა ვიღაც ორი გოგო მოყვა ჩემს ქვემოთ და ზემოდან სამი ფენა ხალხი დამაწვა. იცით რა ძნელია უყურებდე თვალებში ადამიანს, რომელიც განწირული გთხოვს შველას და შენ უბრალოდ გარყევა არ შეგიძლია? […]

“ჯანდაცვის სამინისტრო იმ ხალხის არ არის, რუსთაველზე რომ ასისხლიანებენ?” – ბუწაშვილი

ჯანდაცვის სამინისტრო იმ ხალხის სამინისტრო არ არის, რუსთაველზე რომ ასისხლიანებენ? ეს დღეები სულ 9 აპრილის კადრები მიდგება თვალწინ და მახსენდება საბჭოთა საქართველოს საბჭოთა ჯანდაცვის მინისტრი, მენაღარიშვილი, გულგახეთქილი ძალიან ხშირად რომ აწვდიდა მოსახლეობას განახლებულ ინფორმაციას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით. ახლა სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე რუტინული წარმატებებით ტკბობის მეტს ვერაფერს ნახავთ. სულაც რომ მართლა კრიმინალები დათარეშობდნენ რუსთაველზე, ჩვენი […]

60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია – საია

29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია, – ამის შესახებ ახალ;გაზრდა იურისტთა ასოციაციის, საიას, თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.. როგორც ქურდოვანიძის პოსტში ვკითხულობთ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაკავებულებს სწრაფად შეხვდეს ადვოკატი. “ყოველწუთიერად შემოდის ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ცხელ ხაზზე. 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია. ადვოკატები ცდილობენ მათი ადგილსამყოფლის დაზუსტებას. ხშირად ეს […]

“ჩემს თვალწინ გოგომ და ბიჭმა გონება დაკარგეს… ჯოჯოხეთი თუ არ გინახავთ, ეს იყო” – ნათია გაბრავა

ალყაში მოგვაქციეს, ორივე მხრიდან გვაწვებოდნენ და ვერ გადავაადგილდებოდით, ერთმანეთზე ვიჭყლიტებოდით, ფეხზე ვერ ვიდექით. ხალხი ეხვეწებოდა, ცუდად ვართ და ნუღა გვაწვებით, გასაქცევი მოგვეცითო- ამათმა ზემოდან წიწაკის სპრეი დაგვიმატეს, თმით გვათრიეს, პანჩურები გვირტყეს, ძირს დაგდებულები თავს თუ წევდნენ სახეში ურტყამდნენ წიხლებს. ბოლოს რომ ვეღარ ვსუნთქვადი, ყელ-ხახა, თვალები, ტუჩები, ცხვირი მეწვოდა და წინ გზასაც ვერ ვხედავდი, ვთხოვე, აღარ […]