ჰელსინკის კომისია ქართულ ოცნებაზე: ეს დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია

აშშ-ს ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა არალეგიტიმურია. ამასთან, კომისია გმობს მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას და ამბობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას. ჰელსინკის კომისია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს იმ პირების დასჯისკენ მოუწოდებს, რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და არჩევანის თავისუფლებას ზღუდავენ, აშშ-ს ახლანდელ და მომავალ ადმინისტრაციებს კი მოუწოდებს, რომ […]
“მტკივნეულია, ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი” – გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

საქართველოს ნაკრებისა და “ლევანტეს” ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. “საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას. მტკივნეულია ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი “ინსტაგრამზე”.
თბილისში, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული – შსს

თბილისში, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული – შსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების […]
კოფი: “შოკისმომგვრლი იყო ჟურნალისტებზე ამ სასტიკი თავდასხმების ხილვა”

“ბევრს, ვინც ბოლო არჩევნებზე ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, სჯეროდა, რომ ამ პარტიას კვლავ სურდა საქართველოს ევროკავშირში შეყვანა. ახლა ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი აღარ არის, საკუთარი მხარდამჭერების მოტყუება, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ” – ამბობს “ჰადსონის ინსტიტუტის” მკვლევარი.
სამართალდამცველებმა ჭანტურიას ქუჩაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს – სამი პირი პოლიციამ ავტომობილიდან ძალის გამოყენებით აიყვანა

საპოლიციო ძალების მხრიდან აქციის მონაწილეების დაკავება გრძელდება. კრიმინალურმა პოლიციამ ჭანტურიას ქუჩაზე სამი ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს დააკავა, როცა ისინი ავტომობილში ჩასხდნენ. კერძოდ, როგორც თვითმხილველმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, სამივე დაკავებული მეგობრებთან ერთად ჭანტურიას ქუჩაზე იდგა და სახლში დაბრუნებას გეგმავდა. სწორედ მაშინ, როდესაც ისინი ავტომობილში ჩასხდნენ, კრიმინალური პოლიციის რამდენიმე წარმომადგენელი ერთდროულად მიუახლოვდა მანქანას, ავტომობილში მყოფების წინააღმდეგ ე.წ. […]
შსს-მ აქციის დარბევისას 107 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 29-30 ნოემბრის აქციის დარბევისას 107 ადამიანი დააკავეს. მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია და ე.წ. რობოკოპები მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ. გამთენიისას სპეცრაზმმა აქცია ძალის გამოყენებით, სასტიკად დაშალა. სპეცრაზმმა ალყაში მოაქციეს მოქალაქეები. დაკავებების პარალელურად ვრცელდებოდა აქციის მონაწილეების ცემის ვიდეოები. “მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით […]
ანა დოლიძე – სისხლიანი ავტორიტარიზმია ჩვენ წინაშე – თუ არ გავწმინდეთ და დავსაჯეთ ერთხელ მაინც ეს სისტემა ყოველთვის იმუშავებს ხალხის წინააღმდეგ

ჩვენს წინაშე სისხლიანი ავტორიტარიზმია – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ეს სისტემა ერთხელ მაინც თუ არ გაიწმინდა და დაისაჯა ყოველთვის იმუშავებს ხალხის წინააღმდეგ.“ „არასოდეს არავის ხელისუფლებაში არ ქონია ნება გამოეკვლია და გამოეძია ის სისასტიკე და მისი მიზეზები, რის გამოც სპეცრაზმი თავისი ნებით უსწორდება ხოლმე მშვიდობიან ხალხს. […]
“ბიძინამ პოლიციელები მასობრივად დააავადა იდენტობის დისოციატიური აშლილობით” – ხუხაშვილი

ბიძინამ პოლიციელები მასობრივად დააავადა იდენტობის დისოციატიური აშლილობით… ამ საზარელი დილით პოლიციის მაღალჩინოსანი ამბობს: “რუსეთი მტერია!”…და თან ცეცხლითა და მახვილით ემსახურება მტრის ინტერესს…
შსს – თბილისში, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. მთელი […]
საზოგადოების ნაწილი მიეჩვია წაუკითხავად გაპროტესტებას – დიმიტრი ხუნდაძე

ამ პროტესტს არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო პროცესებს, ვნახავთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზეა, მიეჩვია წაუკითხავად გაპროტესტებას , – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას. მისი თქმით, აქციამ „ვერ ჩაიარა ისე, რომ ზიანი არ დამდგარიყო“. „მინდა ჩემი გულწრფელი წუხილი გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ აქციამ, სამწუხაროდ, ვერ […]