სალომე ზურაბიშვილი – ევროპა გაიღვიძე!

ევროპა გაიღვიძე! -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, თბილისის ქუჩებში ევროპულ იდეალებს სასტიკად ანადგურებენ. „სწორედ ევროპა და ევროპული იდეალებია, რომლებსაც ეს რუსი მარიონეტები თბილისის ქუჩებში მიზანმიმართულად და სასტიკად ანადგურებენ. ევროპა გაიღვიძე!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

“ახალი შაბათის შოუს” მსახიობი, ონისე ცხადაძე სცემეს

ტვ პირველის ინფორმაციით, 30 ნოემბრის ღამით, თბილისში, საპროტესტო აქციაზე მყოფი “ახალი შაბათის შოუს” მსახიობი, ონისე ცხადაძე სცემეს. უცნობია, რამდენი ადამიანი წუხელ ღამით ნაცემი. შსს–ს ცნობით დაკავებულია 107 პირი.

პრეზიდენტი – ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს მოგმართავთ! გამოფხიზლდით! – დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს მიმართავს მოუწოდებს მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია საქართველოში „რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ“. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ახლა დუმილი აღარ შეიძლება. „ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით ! დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, […]

რა ცვლილებები ამოქმედდება საქართველოში დეკემბრიდან?

2024 წლის დეკემბრიდან საქართველოში გარკვეული ცვლილებები ამოქმედდება. 1-ლი დეკემბრიდან იცვლება ეროვნული პარკების სამუშაო საათები 1-ლი დეკემბრიდან, საქართველოს ეროვნულ პარკებში სამუშაო საათები იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად კი, 1-ლი დეკემბრიდან: · პრომეთეს მღვიმეში, სათაფლიაში, ნავენახევის მღვიმესა და ოკაცეს კანიონში სამუშაო საათები 10-დან 17 საათამდე განისაზღვრა. · რაც შეეხება მარტვილის კანიონს, აქ […]

ზურაბიშვილი: ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! გამოფხიზლდით!

ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით! დროა, გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება! ევროპა კარგია მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა არ გამოვა! ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად […]

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა – შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო – მოვუწოდებთ საქართველოს დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულოს

საქართველო თავისი ევროპული ღირებულებების ერთგული უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივი კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი. „საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, სადაც მთავრობამ, საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს რეფორმების განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების […]

ჯო უილსონი – არალეგიტიმური რუსი მარიონეტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან, სანქციები უნდა დავაწესოთ

არალეგიტიმური რუსი მარიონეტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან, სანქციები უნდა დავაწესოთ, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ არალეგიტიმური რუსი მარიონეტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან და მათ სუვერენიტეტს უარყოფენ, სანქციები უნდა დავაწესოთ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. მოხარული ვარ, რომ ამის […]

“ხარება, შე არაკაცო, შე ტარაკანა, ეს როგორ ჩაიდინე? ახლა შეუსრულე?” – თარგამაძე

ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე, სპეცრაზმის მიერ, მარიამ გაფრინდაშვილზე თავდასხმის და ცემის ფაქტს ეხმაურება და წერს: ხარება, შე არაკაცო, არამზადა, შე ტარაკანო. ეს როგორ ჩაიდინე? ადრე არ ეტანებოდი თითქოს, ახლა გაქსუვდი და წამალი? ფუ. რომ უღიმოდი ამ გოგოს, ამდროს გულში ჩაიდე და ეხლა შეუსრულე? თან სხვისი ხელით შე ტურა? და ამის მერე კიდე კაცობაზე გაქვს პრეტენზია? […]

“დავკარგე მეგობარი” – აქციის დროს დაკარგულ ვადიმ ბაშაკინს ეძებენ

რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს ვადიმ ბაშაკინი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ვადიმ ბაშაკინი დარბევამდე 5 წუთით ადრე ოპერასთან იმყოფებოდა და მთაწმინდისკენ მიტროფანე ლაღიძეს ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა. “დავკარგე მეგობარი, დავიშალეთ ოპერის თეატრთან, დარბევამდე 5 წუთით ადრე. დაიძრა მთაწმინდისკენ მიტროფანე ლაღიძეს ქუჩის მიმართულებით ფეხით. ტელეფონი ჩართული ჰქონდა, ახლა გათიშულია, მჭირდება დახმარება. […]

107 დაკავებული და დასუფთავების სამსახური რუსთაველზე, საიდანაც ხალხი გაყარეს

ათობით ნაცემი ადამიანის შემდეგ, არაერთი დარბევის შემდეგ, შსს აცხადებს, რომ დაკავებულია 107 პირი. მას შემდეგ რაც რუსთაველიდ ადამიანები ძალის გამოყენებით, ცემით, დაკავებებით გაყარეს, რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური მუშაობს.