დანია და საფრანგეთი საქართველოში საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლას გმობს

საქართველოში არსებულ ვითარებას და საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის ფაქტს საფრანგეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. “საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების შესახებ ცნობებით და მოვუწოდებთ პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.” – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი […]
საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო – შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით – სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს

საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, – ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით და ჩვენი მოწოდება მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების პატივისცემაა. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, […]
საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირს მომიტინგეებისგან დაკავებების ფონზე ათავისუფლებენ – არიან დაშავებულები

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლება დაიწყეს. საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო – “რუსთაველიდან” და “თავისუფლების მოედნიდან” ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს. პარალელურად მიმდინარეობს დაკავებებიც. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომელთაც ადგილზე უწევენ პირველად დახმარებას სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები. როგორც ადგილიდან “ინტერპრესნიუსის” რეპორტიორი იუწყება, აქციის მონაწილეებს აღენიშნებოდათ დაზიანებები თავისა და სახის არეში. ზოგიერთი აქციის მონაწილის გადაყვანა საკაცით […]
ღამით აქციაზე 107 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით დაკავებულია 107 ადამიანი. შსს ამბობს, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და დაშავდა 10 პოლიციელი. „მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ […]
“ნაპოლი” კარგი შედეგით, ლუკაკუსა და კვარაცხელიას ბომბარდირობით, თუმცა… – როცა ხვიჩასა და საბას დუელი შედგა

“ნაპოლიმ” რთული მეტოქეები მაქსიმალური წარმატებით დაძლია და იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურს კვლავ ლიდერის რანგში შეხვდა. ეგაა, ცხრილში სერიოზული სიმჭიდროვეა. “ლაციო” (შინ. იქამდე თასზე სტუმრობა), “უდინეზე” (სტუმრად), “ჯენოა” (ს), “ვენეცია” (შ. მე-18 ტური) – ესაა მატჩები, რომლებსაც ნეაპოლებები წლის ბოლომდე ჩაატარებენ, მანამდე კი “სტადიო ოლიმპიკო დი ტორინოზე” (28 177 მაყურებელი) “ტორინოს” ესტუმრებიან – კვირას, 1-ელ დეკემბერს, […]
ევროპა გაიღვიძე! – საქართველოს პრეზიდენტი

ევროპა გაიღვიძე! -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, თბილისის ქუჩებში ევროპულ იდეალებს სასტიკად ანადგურებენ. „სწორედ ევროპა და ევროპული იდეალებია, რომლებსაც ეს რუსი მარიონეტები თბილისის ქუჩებში მიზანმიმართულად და სასტიკად ანადგურებენ. ევროპა გაიღვიძე!“, – ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტში.
სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს მიმართავს მოუწოდებს მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია საქართველოში „რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ“. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა დუმილი აღარ შეიძლება. „ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით ! დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, […]
“ევროპისთვის დასჯილი თაობა!” – ფერმერთა ასოციაციის დირექტორი მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

“ევროპისთვის დასჯილი თაობა!” – ასე ეხმიანება ფერმერთა ასოციაციის დირექტორი ნინო ზამბახიძე რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში. როგორც მის პოსტში ვკითხულობთ, “ვისაც წარსული არ ახსოვს მომავალი არ აქვს!” “მტერს არ დაასისხლიანებ ასე ალბათ შეგეცოდება ! რას უკეთებენ ახალგაზრდებს როგორ იმეტებენ!” – წერს ზამბახიძე. მისივე შეფასებით, ქართულმა ოცნებამ რუსთაველზე რუსთა-ველი მოაწყო. “რად ღირს ეს ყველაფერი რად? […]
ბალტიის ზღვაში ერთმანეთის მიყოლებით დაზიანებული ორი წყალქვეშა კაბელის საქმეზე გამოძიება გრძელდება

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შვედეთის ხელისუფლებამ ჩინური სატვირთო გემის შვედეთის წყლებში დაბრუნება მოითხოვა, რათა გაამარტივოს გამოძიების პროცესი, რომელიც ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანებას უკავშირდება. ფიქრობენ, რომ წყალქვეშა კაბელები დააზიანა ჩინურმა გემმა, რომელიც ახლა შვედეთსა და დანიას შორის, საერთაშორისო წყლებში, დაცურავს. შვედეთმა, ფინეთმა და გერმანიამ გასულ კვირას დაიწყეს გამოძიება და შესაძლო დივერსიაზეც წამოჭრეს კითხვები. „არსებობს ვარაუდი, […]
“17 წლის შვილი გამომგლიჯეს, დააგდეს, ცემეს” – მამა მთელი ღამე ეძებდა შვილს

აქციიდან ვბრუნდებოდი მე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ჩემი ძმისშვილები, უცებ გამომგლიჯეს ხელიდან შვილი, 17 წლის ბიჭი დააგდეს და 7–8 კაცი ურტყამდა ჩემს თვალწინ, რომ ჩავეხუტე, ჩემი შვილია–მეთქი, მეტად ურტყეს. მე ხელი არ მომკიდეს და ჩემი შვილი წაიყვანეს, ეს ნაძირლები.