“უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?” – გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება

ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი გამოეხმაურა. “ასეთი არაადამიანობა როგორ და რისი გულისთვის უნდა გაუკეთო “ქართველმა” ქართველს???! უღმერთოები ხართ ბიჭო??? ღმერთის არ გეშინიათ????? მაინც ვერავინ წაგვართმევს!!!”, – წერს ხარაიშვილი საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე.
ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებს და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს. მათი თქმით, ჟურნალისტის საქმიანობა ხელშეუხებელია და მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა. „სოლიდარობას ვუცხადებთ, კოლეგებს. მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ. ამიტომ გამოვედით დღეს, რომ დავგმოთ, რაც ორი დღის განმავლობაში განხორციელდა კოლეგების წინააღმდეგ”, – განაცხადეს ჟურნალისტებმა.
“გამოფხიზლდით!” – სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს, აქტიურად გამოხატონ პოზიცია. “დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკესი, დაუნდობელი, რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება!”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუკის პოსტში. საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს […]
დაუშვებელია ჟურნალისტის მიმართ, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, გამოყენებულ იქნას რაიმე ტიპის ძალა, ეს არის დანაშაული – იოსელიანი

გურამ როგავა და მარიამ გაფრინდაშვილი აღმოჩნდნენ სპეციალური რაზმის წარმომადგენლების თავდასხმის შედეგად დაზარალებულები, რაც ძალიან შემაშფოთებელია – ჟურნალისტებს არ უნდა შეეშალოთ ხელი, დაუშვებელია, რომ მათი პროფესიული საქმიანობა იყოს რისკის ქვეშ დაყენებული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მან ისაუბრა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან და მიტინგის დაშლის ღონიძიებებთან დაკავშირებით და განაცხადა, […]
ვტოვებ თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს – რატი თვალავაძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი რატი თვალავაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტოვებს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს. მიზეზი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაა. ის მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, საკუთარი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირონ. “მეგობრებო, ყველა ზღვარი გადალახულია, დამდგარია გადამწყვეტი მომენტი. ვტოვებ თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს, პატივს ვცემ აქ გატარებულ თითოეულ დღეს და ვაჟკაც ოფიცრებსა და სერჟანტებს, რომლებთანაც ურთიერთობა ყოველდღიურად მქონდა, ვაფასებ […]
მტკივნეულია ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი – საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას – ქოჩორაშვილი

მტკივნეულია ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფოტოს აზიარებს. „საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას. მტკივნეულია ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი “ინსტაგრამზე”.
“ჩვენი არჩევანია ევროპა” – რა? სად? როდის? მოთამაშეების განცხადება

რა? სად? როდის? მოთამაშეები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ, სადაც ხაზგასმულია, რომ ინტელექტუალები მესამედ აფიქსირებენ პოზიციას. “მესამედ ვაფიქსირებთ პოზიციას: “ჩვენ, “რა? სად? როდის?” მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც კონსტიტუციის 78-ე მუხლში. მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების […]
“პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” ექიმები ემიჯნებიან “ქართული ოცნების” პოლიტიკას

“პინეო სამედიცინო ეკოსისტემის”თანამშრომლები მომდინარე პროცესებს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ: “ჩვენ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი წლებია ვდგავართ ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ჩვენს მიერ გადარჩენილია უამრავი სიცოცხლე, რაშიც გვეხმარება ევროპული განათლება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ. ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ გამოცდილებას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტების დახმარებას უახლესი მეთოდებით და მათ […]
თავდაცვის ხარჯები პრიორიტეტად უნდა მივიჩნიოთ, ნატოს 2%-იან ვალდებულებაზე თანხის დამატება იქნება საჭირო – შვედეთის პრემიერ-მინისტრი

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტენსონმა 27-28 ნოემბერს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობის მეთაურებს ორდღიან სამიტზე უმასპინძლა. ეს 2017 წლის შემდეგ პირველი შეხვედრაა სკანდინავიურ და ბალტიისპირეთის მთავრობის მეთაურებს შორის. სამიტს პირველად ესწრება პოლონეთის მთავრობის მეთაური. სამიტის პირველ დღეს ქვეყნების ლიდერებმა ყურადღება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსა და ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს. დღის წესრიგის ნაწილი იყო უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერაც. […]
“რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი” – ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ვეტერანი კალათბურთელი და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს საკუთარ “ინსტაგრამზე” ეხმაურება. “რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება. ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას! საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი”, – წერს ზაზა ფაჩულია. არასოდეს არ ყოფილა არც ევროპა […]