ტვინის შერყევა აქვს, ცხვირიც გაუტეხეს – რა (არ)იციან ძმები მაისაშვილების მშობლებმა შვილებზე

ძმები მაისაშვილების მშობლები დიღმის იზოლატორთან გამთენიას მივიდნენ. მათი ერთი შვილი დაკავებულია, ერთი ნაცემი. დაზუსტებით ამ დრომდე არ იციან, სად გადაიყვანეს დაკავებული 24 წლის გიორგი მაისაშვილი, 23 წლის ზვიადის ცემის კადრები კი რადიო თავისუფლებასთან საუბრამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახეს. „ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებითა და ულვაშით შვილი და დაგდებულს რომ შავებში ჩაცმული პოლიციელი სახეში წიხლს ურტყამს, […]

„ყველა ავტორიტარი სპორტს აწვება. ჩინეთი ამის საუკეთესო მაგალითია“ – ნიკა გვარამია

პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: „ეროვნული მოძრაობის წიაღში ვარ გაზრდილი და ქართველი სპორტსმენის სისტემასთან ბრძოლის მასიური კი არა, არც ერთი მაგალითი არ მახსენდება. (თუ ვინმე გამომრჩა, აქვე ბოდიშს ვიხდი). კი წავიდა ყველაფერი წინ და კი გამოჩდნენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები, სანიმუშო მოქალაქეობრივი და პატრიოტული პოზიციებით, მაგრამ განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა და მოსალოდნელიც […]

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სპექტაკლები გადადებულია – ოპერისა და ბალეტის თეატრი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ოპერისა და ბალეტის თეატრმა სპექტაკლები გადადო. ამის შესახებ ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გაცნობებთ რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1 დეკემბერის სპექტაკლები “დაისი” გადადებულია ბილეთების მფლობელების საყურადღებოდ – განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას დავაანონსებთ უახლოეს პერიოდში,” – ნათქვამია განცხადებაში.

,, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს” – ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია ინსტაგრამზე წერს: “მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა. მტკივა […]

„ოპონენტთაგან ყველაზე ახლობელსაც კი გადავეყარე მოწამლული ნისლის ქვეშ! ვარსკვლავებივით ანათებდნენ ეს ადამიანები! დიახ! არ ვაჭარბებ!“ – ლორთქიფანიძე

ლევან ლორქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს: „რაც უფრო ბნელა, მით უფრო უკეთ ჩანან ვარსკვლავები. გუშინ 3 საათამდე დემონსტრაციაზე ვიდექით… ჯერ ერთი, ჩემი ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები იყვნენ ბლომად! არაერთი ადამიანი, ვინც მიყვარს, მეიმედება, ჩემი ცხოვრების ნაწილად მიმაჩნია რუსთაველის პროსპექტზე იდგა. ქაშუეთსა და გალერეას შორის ერთი წრე იყო შეკრებილი, ვაკვირდებოდი ამ წრეში ჩამდგარ ქალებს და ერთ […]

ხვიჩა კვარაცხელია: დაუშვებელია ევროპული გზიდან გადახვევა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. კვარაცხელია წერს, რომ ევროპული გზიდან გადახვევა დაუშვებელია. „მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ […]

,,ეს რამდენი მოღალატე, მდაბიო და ჯუჯა ინტელექტის მატარებელი გვყოლია!“ – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკონა: ,,ეს რამდენი მოღალატე, მდაბიო და ჯუჯა ინტელექტის მატარებელი გვყოლია! სულ “ძაღლის გულის” პერსონაჟები მახსსნდება. ტყავის ქურთუკები აკლიათ და მზად არიან ყველა გაიმეტონ! ფაშისტებივით ყვითელი ვარსკვლავები დაგაკრან და დაგხვრიტონ განსხვავებული აზრის გამო… ისევე, როგორც ფსევდო პანდემიის დროს, იმ კოშმარული საგანგებო მდგომარეობის და ორგანიზმში შხამის შეშვების გაპროტესტების გამო გაბულინგონ . გამუნათონ, რომ “შენს გამო […]

„ბევრი ჩემი “მეგობარი” იმდენად დააჩაჩანაკა ამ რეჟიმმა, რომ ჩემი ცემის კადრების ეთერში გაშვებაც კი ვერ გაბედეს“ – როგავა

აქციაზე დაშავებული „ფორმულას“ ჟურნალისიტი, გურამ როგავა სოციალურ ქსელში წერს: „რა მაგარია, რომ არ ვიღლებით, ან რა უფლება გვაქვს?! როგორც კომპიუტერულ თამაშში, მეც მეორე სიცოცხლე მომეცა და ამ მეორე სიცოცხლესაც იმისთვის გამოვიყენებ, რომ ბოლოში Game Over-ის ნაცვლად “მისია შესრულებულია” დაეწეროს. გუშინ ერთერთმა ადამიანმა, რომელიც ამ ხელისუფლების მომხრეა (პრობლემები რომ არ შევუქმნა, არ ვასახელებ ვინაობას), ფოტოები გამომიგზავნა […]

„ხელისუფლებამ ხალხის ხმების მიტაცებით არჩევნების გაყალბება არ იკმარა და ქვეყანაში საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო“ – წალენჯიხის მერია

წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს: „ბოლო პერიოდში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ქმედებები სცდება ქვეყნის კონსტიტუციურ ფარგლებს და აშკარა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციას. ხელისუფლებამ ხალხის ხმების მიტაცებით არჩევნების გაყალბება არ იკმარა და ქვეყანაში საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო – საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ შეტანილი სარჩელის მოუხედავად შეიკრიბა პარლამენტში, ერთპიროვნულად ერთპარტიულ სხდომაზე მთავრობას ნდობა […]

ხვიჩა კვარაცხელია – მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი – შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს – დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა!

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი – მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და მათზე მაღლა არავინ დგას. „მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე […]