ხვიჩა კვარაცხელია – მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი – შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს – დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა!

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი – მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და მათზე მაღლა არავინ დგას. „მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე […]
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას 29-30 ნოემბერს დაკავებულ პირებს ქალაქის მთავარ სამმართველოში სახალხო დამცველი ხვდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას 29-30 ნოემბერს დაკავებულ პირებს ქალაქის მთავარ სამმართველოში სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ხვდება. მას შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. დაკავებული და დაშავებული პირები ადვოკატებმა უკვე მოინახულეს. როგორც უფლებადამცველი მარიამ მაღრაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორივე პირი უკიდურესად ნაცემია, ისინი კლინიკაში ჰყავდათ მოთავსებული, რის შემდეგაც, სამმართველოში გადმოიყვანეს. ადვოკატის თქმით, „დაკავებულებს სპეცრაზმელები და […]
“შეიძლება, რაღაც არ ვიცით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარიშხალი გველოდება ეკონომიკაში” – ინტერვიუ

გზების მშენებლობის სფეროში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის – „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელის და გენერალური დირექტორის, ბიზნესმენ პაატა ტრაპაიძის აზრით, მმართველი პარტიის იძულება, დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე, მხოლოდ ქართველი ხალხის ძალისხმევით უკვე შეუძლებელია. ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას, რომელიც შეეხებოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის საკითხი […]
საია საპროტესტო აქციაზე დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ამ დროისთვის 90-მდე პირის დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია – ამ დრომდე ადვოკატები ცდილობენ დაკავებულების ადგილსამყოფლის დადგენას და მათ მონახულებას,- ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. მათი ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ისინი სამართალდამცველებს მანქანებსა და ავტობუსებში ჰყავდათ, რა დროსაც პოლიცია ადვოკატებს არ აძლევდა მათი ნახვის შესაძლებლობას. „გასული ღამის განმავლობაში, უწყვეტად შემოდიოდა სამართლებრივი დახმარების ქსელის […]
გიგი წერეთელი – ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს არ დაკარგავს და რუსეთის ნაწილი არასდროს გახდება – საზოგადოების პასუხი მკაფიოა

ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს არ დაკარგავს და რუსეთის ნაწილი არასდროს გახდება. საზოგადოების პასუხი მკაფიოა,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, არჩევნების მიტაცება, დასავლეთთან დაპირისპირება, ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისი, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, რასაც მისი თქმითვე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაც […]
რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილია

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განუცხადეს. რის საფუძველზე დააკავეს ბახუტაშვილი და აქვს თუ არა რაიმე დაზიანება, ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების […]
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გაემიჯნა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლებიც ნაწილიც გაემიჯნა. ამასთან დაკავშირებით, სააგენტოს თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც ხელს ამ დრომდე 25 თანამშრომელი აწერს. მათი განმარტებით, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაწყვეტა ან დროებითი შეჩერებაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას იქონიებს საქართველოში ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების დონის უწყვეტ შენარჩუნებაზე. „სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ქვემორე ხელმომწერ თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ […]
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასოციაცია გმობს და ემიჯნება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის 78–ე მუხლთან. „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია გმობს და ემიჯნება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის 78–ე მუხლთან. ასევე გმობს ძალადობას, რომელიც არღვევს გამოხატვის და შეკრების ფუნდამენტურ უფლებებს“,- […]
ლეოპოლდო ლოპესი – ის, რაც საქართველოში ხდება ვენესუელის ტრაგედიას ჰგავს, სად არის დასავლელი ლიდერების მოქმედება? – არ დაუშვათ, რომ საქართველო ვენესუელის გზას გაჰყვეს

ის, რაც საქართველოში ხდება ვენესუელის ტრაგედიას ჰგავს, სად არის დასავლელი ლიდერების მოქმედება? – ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციისა და პარტია „სახალხო ნების“ ლიდერი, ლეოპოლდო ლოპესი სოციალურ ქსელში წერს. „ის, რაც საქართველოში ხდება ვენესუელის ტრაგედიას ჰგავს: არჩევნების მასობრივად მოპარვა და ძალაუფლების ანტიკონსტიტუციურად ხელში ჩაგდება. ხალხის ცეცხლი და დემოკრატიული სული პროტესტის ნიშნად, თავისუფლებისა და სამართლიანობის მოთხოვნით, ქუჩებს კიდევ […]
„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის 500-ზე მეტი თანამშრომელიც გაემიჯნა

„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებიც ემიჯნებიან. შესაბამის განცხადებას ხელს 500-ზე მეტი თანამშრომელი აწერს. ისინი აცხადებენ, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება მათთვის „მეტად მტკივნეულია“. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ საქართველოს […]