თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ არის – დაკავებულების უმეტესობა ამ დრომდე საპოლიციო მანქანებში ჰყავთ – ადვოკატი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 28 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება. მათ ნაწილ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და ქალაქის სამმართველოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ. ყველა მათგანს 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ხვალ გამთენიას ეწურებათ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წუხელ მიმდინარე აქციაზე 100-ზე მეტი პირი დააკავეს, იზოლატორებში ადგილი არ არის, რის გამოც, სავარაუდოდ, […]

ბუდუ და ხვიჩა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ფეხბურთელი განცხადებას ზივზივაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს, იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა: საქართველოს ადგილი ევროპაშია”, – წერს […]

დუმილი, რომელსაც ახლა ადამიანი პირში ჩაიგუბებს, იქცევა შხამად – გიორგი კეკელიძე

“დუმილი, რომელსაც ახლა ადამიანი პირში ჩაიგუბებს, იქცევა შხამად და ხვალ მასვე მოწამლავს. ჩემი თანაგრძნობა ყველა დაშავებულს. ჩემი თანადგომა ყველას, ვინც გულწრფელად იბრძვის უკეთესი ქვეყნისთვის” – წერს მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში. მისივე შეფასებით, “დუმილი – ოქროა. მაგრამ არის დრო, როცა ოქრო იქცევა ვერცხლად და ვერცხლი იქცევა ოცდაათად”.

კოსოვოში მომხდარი აფეთქების შემდეგ უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

კოსოვოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელმაც ქვეყნის ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება შეაფერხა, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. კოსოვოს ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და მომხდარში ბრალი მეზობელ სერბეთს დასდო. აფეთქებასთან კავშირს უსაფუძვლოს უწოდებს სერბეთის ხელისუფლება. მათი თქმით, ოფიციალურმა პრიშტინამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. აფეთქება კოსოვოს ქალაქ ზუბინ პოტოკში ადგილობრივი დროით 19:00-ზე მოხდა.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა – „ქართული ოცნება“ გავიდა საკონსტიტუციო ჩარჩოდან – მიუღებელია ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განაცხადების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე უარს აცხადებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. აღნიშნულის საფუძველზე, ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ გავიდა საკონსტიტუციო ჩარჩოდან და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ვგმობთ აღნიშნულ პოზიციას და ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ […]

ბუდუ ზივზივაძე – ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება – ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა – საქართველოს ადგილი ევროპაშია

ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. „ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება,რაც დღეს საქართველოში ხდება. […]

თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაიგეგმა

დღეს, თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაიგეგმა. აქციის მონაწილეები 17:00 საათზე საქართველოს „პირველი არხის“ შენობასთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით – „ხალხის ტელევიზიაა“, ხოლო 19:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას – „ჩემი შვილია, ხელი გაუშვი“. პროტესტის მონაწილეები მივლენ პარლამენტთანაც, თუმცა რომელ საათზე დაიწყებენ მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი […]

“სახიფათო ვითარება” – ანალიტიკოსები რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციაზე საუბრობენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მომავალი მრჩეველი, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ უოლცი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი, ისევე როგორც მომავალი ადმინისტრაცია, ღრმად შეშფოთებულია რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის გამო და ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა სურს. ,,ნაბიჯი გადადგა ჩრდილოეთმა კორეამ… გადავდგით ჩვენც. რუსეთმა რეაგირება მოახდინა, ჩართულია ირანი. ჩართვაზე ფიქრობს სამხრეთი კორეაც. ჩვენმა მოკავშირეება გააფართოვეს მათი რაკეტების გამოყენების არეალიც. ასე რომ, ჩვენ […]

რესტორანი “კაკლები” პროტესტის ნიშნად დაიხურა

არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. რესტორანი დაკეტილია. საქართველოს მომავალი ევროპაშია, – ამის შესახებ რესტორანი კაკლები სოციალურ ქსელში მუიმართვას ავრცელებს. ცნობისთვის, ეს ის რესტორანია, სადაც “ქართული ოცნების” წევრები ახალი, მეთერთმეტე მოწვევის, პარლამენტის შეკრება “იზეიმეს”, ქუჩაში მიმდინბარე აქციების პარალელურად. “ქართული ოცნების” კაკლებში გამართული წვეულების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა უხვად გავრცელდა სოციალუერ ქსელში. ერთ-ერთ […]

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიამ “ფეისბუქპოსტი” გაავრცელა: “მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას […]