დაკავებულია მეუფე დიმიტრის შვილიშვილი და პატრიარქის შვილთაშვილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციებზე დაკავებულს შორისაა მეუფე დიმიტრის შვილიშვილი და პატრიარქის შვილთაშვილი. “ჩემი შვილების ახლო მეგობარს, ილია ოხანაშვილს ეძებდნენ რამდენიმე საათი. როგორც გავარკვიეთ დაკავებულია. სხვათაშორის, მეუფე დიმიტრის შვილიშვილი და პატრიარქის შვილთაშვილია” – წერს ეკა კვესიტაძე.
“მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრსა და თითოეულ პოლიციელს” – ირაკლი კობახიძის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა მინისტრსა და თითოეულ პოლიციელს: “მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრსა და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, […]
„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის 500-ზე მეტი თანამშრომელიც გაემიჯნა

„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებიც ემიჯნებიან. შესაბამის განცხადებას ხელს 500-ზე მეტი თანამშრომელი აწერს. ისინი აცხადებენ, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება მათთვის „მეტად მტკივნეულია“. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ საქართველოს […]
,,ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება“ – ბუდუ ზივზივაძე

ბუდუ ზივზივაძე ინსტაგრამზე წერს: ,,ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს, იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა: საქართველოს ადგილი ევროპაშია”
„კარგად ვიქნებით ორივე“ – მარიამ გაფრინდაშვილი გურამ როგავასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

რუსთაველის გამზირზე გუშინ მიმდინარე აქციის დროს დაშავებული ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში „ფორმულას“ ჟურნალისტთან, გურამ როგავასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ფოტო სამედიცინო დაწესებულებაშია გადაღებული: „კარგად ვიქნებით ორივე“ – წერს მარიამ გაფრინდაშვილი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 28-30 ნოემბრის აქციებზე პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 28-30 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეო კადრების საფუძველზე, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების […]
ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებთ უცხოელ სუბიექტებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება, რაც ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს

საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მოუწოდა უცხოელ სუბიექტებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება, რაც ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს. „შემაშფოთებელია, რომ დღემდე არ მოგვისმენია არცერთი უცხოელი სუბიექტის მოწოდება პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვასთან დაკავშირებით. მეტიც, ზოგიერთი უცხოელი სუბიექტი […]
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა აირჩია

ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა აირჩია, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენერგარდი სოციალურ ქსელში წერს. „აღმაშფოთებელი ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში. საქართველოს მთავრობამ სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას პატივი უნდა სცეს. ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო; „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა აირჩია. შვედეთი […]
გიორგი ჩაკვეტაძე – ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან – საქართველოს მომავალი არის ევროპა!

ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან – ქართველებო, თქვენს გვერდით ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა. „ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან. უნდა შეწყდეს ძალადობა! საქართველოს მომავალი არის ევროპა!ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა […]
ირაკლი კობახიძე – გუშინდელ ძალადობრივ მიტინგს არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკურ პროტესტთან – მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ ცნობილ ანგარიშში იყო დაანონსებული

გუშინდელ ძალადობრივ მიტინგს არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკურ პროტესტთან. მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს „მაკკეინის ინსტიტუტის” ცნობილ ანგარიშში იყო დაანონსებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები არ უნდა შეჰგუებოდნენ არჩევნებში დამარცხებას და სახელმწიფოსთვის ძალადობა უნდა დაეპირისპირებინათ. „ამ მხრივ, პირველი ნაბიჯი იყო დემოკრატიული […]