გიორგი ჩაკვეტაძე – ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან – საქართველოს მომავალი არის ევროპა!

ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან – ქართველებო, თქვენს გვერდით ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა. „ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან. უნდა შეწყდეს ძალადობა! საქართველოს მომავალი არის ევროპა!ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 28-30 ნოემბრის აქციებზე პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 28-30 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეო კადრების საფუძველზე, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების […]
ანალენა ბერბოკი – საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს – ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მოუსმენს თუ არა თავისი ქვეყნის ხმას

საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მოუსმენს თუ არა თავისი ქვეყნის ხმას“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
აქციაზე დააკავეს მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცველთა მიერ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი. დაკავებულთა შორისაა მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი. ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ.
მშვიდობას და სტაბილურობას ვერავინ შეარყევს და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველო ჯიუტად განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით – პრემიერი

მშვიდობას და სტაბილურობას ვერავინ შეარყევს და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველო ჯიუტად განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით – პრემიერი საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მოუწოდა უცხოელ სუბიექტებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება, რაც ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს. […]
არავის მივცემთ საშუალებას, ისეთი ფორმალობა, როგორიც მოლაპარაკებების გახსნის საკითხია, საზოგადოების გახლეჩის, ქვეყნის არევისა და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობისთვის გამოიყენოს, საქმე შანტაჟის ნაცვლად – კობახიძე ევროკავშირს

არავის მივცემთ საშუალებას, ისეთი ფორმალობა, როგორიც მოლაპარაკებების გახსნის საკითხია, საზოგადოების გახლეჩის, ქვეყნის არევისა და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობისთვის გამოიყენოს, საქმე შანტაჟის ნაცვლად – კობახიძე ევროკავშირს ევროკავშირის ელჩი, რომელიც გუშინ ამტკიცებდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა, დღეს ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს შეუჩერებია. ამგვარი სიცრუე და ორპირობა, რომელსაც ქართული საზოგადოება მთელი ამ 3 წლის განმავლობაში აკვირდება, არყევს […]
აქციის ძალადობრივი დაშლის გამო კობახიძე შსს-ს კვლავ მადლობას უხდის

ქართული ოცნების მთავრობის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დაშლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოძალადე პოლიციელებსა და შს მინისტრს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგის დასაწყისში მან კვლავ ანტიდასავლური, პროპაგანდისტული განცხადებები გააკეთა. კობახიძე მშვიდობიან აქციებთან დაკავშირებით კვლავ დეზინფორმაციას ავრცელებს და ევროპელ პოლიტიკოსებს პოლარიზაციის გაღვივებაში ადანაშაულებს. იგი გუშინდელ მშვიდობიან აქციას “ძალადობრივს” უწოდებს და პასუხისმგებლობას […]
ბუდუ ზივზივაძე: „შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება“

ფეხბურთელი ძალადობას გმობს და წერს, რომ პოზიცია არასოდეს შეუცვლია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. „ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა. საქართველოს ადგილი ევროპაშია“, – ბუდუ ზივზივაძის ინსტაგრამ-სთორი […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ ჩვენ ომის ცხელი ეტაპის შეჩერება გვსურს, მაშინ უკრაინის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ნატო-ს ქოლგის ქვეშ უნდა მივიღოთ

თუ ჩვენ ომის ცხელი ეტაპის შეჩერება გვსურს, მაშინ უკრაინის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ნატო-ს ქოლგის ქვეშ უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. „თუ ჩვენ ომის ცხელი ეტაპის შეჩერება გვსურს, მაშინ უკრაინის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ნატო-ს ქოლგის ქვეშ უნდა მივიღოთ. ეს სწრაფად უნდა გავაკეთოთ. შემდეგ კი, უკრაინის (ოკუპირებულ) […]
პაატა დავითაია – პროცესი, რომელზეც პასუხისმგებლობა სრულად „ქართულ ოცნებას“ აკისრია უკიდურესად ამწვავებს სახიფათო დაპირისპირებას საზოგადოებაში – ჩაკეტვის და იზოლაციის პოლიტიკა უმძიმეს კრიზისამდე მიგვიყვანს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესი, სასტიკი ძალადობრივი ანგარიშსწორება მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე, აჩვენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები გასული არიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი ქმედებები კვალიფიცირდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულები, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამ დანაშაულებს სჩადიან ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირებაც, იმის გამო, რომ მათ არ აქვთ განმასხვავებელი […]