,,დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ პატიმრობიდან უწესიერესი და ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი ექიმი!!!” – ზაზა თელია

ექიმი ზაზა თელია: ,,დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ პატიმრობიდან უწესიერესი და ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი ექიმი ჩვენი კოლეგა კახა ეცადაშვილი, ასევე დაუყოვნებლივ დაისაჯოს უმკაცრესად ყველა ის პირუტყვი ვინც მასზე ხელი აწია და ტრავმები მიაყენა ყველა ზღვარი გადალახულია!!!!”
“ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით” – ბუდუს კომენტარი

საქართველოს ნაკრების ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს: “ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს, იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა საქართველოს ადგილი ევროპაშია!” — წერს ბუდუ ზივზივაძე.
გაათავისუფლეს ზვიად რატიანი

29 ნოემბრის აქციაზე დაკავებულმა პოეტმა ზვიად რატიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. მას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება (166-ე და 173-ე მუხლები), რაც როგორც ჯარიმას, ისე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. ზვიად რატიანის სასამართლო 2 დეკემბერს, 5:30 საათზე გაიმართება. მისი ადვოკატის ნესტან ლონდარიძის თქმით, რატიანის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს, თუმცა ამჟამად თავს კარგად გრძნობს. ზვიად […]
მარიამ გაფრინდაშვილი გაწერეს. ინგოროყვაში მკურნალობას სამი პირი აგრძელებს, ორი ჟურნალისტია

30 ნოემბერს გაწერეს კლინიკებიდან ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი და ტვ „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. ალექსანდრე ქეშელაშვილს წოლითი რეჟიმი აქვს. ის პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, რა დროსაც რეპორტიორი სპეციალური საშუალებებით დემონსტრანტების დაშლის ამსახველ ვიდეომასალას იღებდა. დაკავების შემდეგ ალექსანდრე ქეშელაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს. მარიამ გაფრინდაშვილი ინგოროყვას კლინიკაში, გუშინ 29 ნოემბერს […]
გუშინ, პრაქტიკულად, აქციაც კი არ გამართულა. როგორც კი შეგროვდნენ, მაშინვე დაიწყეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძე

იცით, რა მოუტანა თავის დროზე „მაიდანმა“ უკრაინას, 5 დღეში დაიწყო ომი, ქვეყანამ, საბოლოო ჯამში, დაკარგა ტერიტორიების 20 %, ჩამოიშალა უკრაინის ეკონომიკა, „მაიდნის“ სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა ძალადობრივი დაჯგუფების უკან, რომელიც მოქმედებდა გუშინ და გუშინწინ, დგანან რადიკალური ოპოზიციური ძალები. „რეალურად, […]
გვარამია: გზის გადაკეტვის ორგანიზებისთვის დამიბარეს სასამართლოში

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია გზის გადაკეტვის ორგანიზებისთვის სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ გვარამის ფეისბუქზე წერს. “გზის გადაკეტვის ორგანიზებისთვის დამიბარეს სასამართლოში. საცოდაობა” – წერს გვარამია.
ერთ მხარეს იყო ბრუტალური, თან სისტემური ძალადობა, მეორე მხარეს ცალკეული ინციდენტები, – ირაკლი კობახიძე

ერთ მხარეს იყო ბრუტალური, თან სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, მეორე მხარეს იყო ცალკეული ინციდენტები, ასევე უკიდურესად შემაშფოთებელი, ორივე მიმართულებით მიუღებელია ძალადობა, შესაბამისად, გამოძიებაც უნდა წარიმართოს ორივე მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალადობა შობს ძალადობას, ძალადობა წაახალისებს ძალადობას, შესაბამისად, ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში. […]
სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეო კადრების საფუძველზე, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. როგორც უწყება […]
ვინ არის ქალი, რომელიც სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო გახდა

საფრანგეთის სასამართლოში 11 კვირიანი მოსმენა დასრულდა. მოსამართლემ ჟიზელ პელიკოს საქმეზე განაჩენი უნდა გამოიტანოს. პროკურორებმა ჟიზელ პელიკოს ყოფილი ქმრისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს. ბრალდებულმა აღიარა, რომ ყოფილი მეუღლე ნარკოტიკებით გააბრუა, სექსუალურად იძალადა და სანამ ის უგონო მდგომარეობაში იყო, ათობით უცხო კაცმაც გააუპატიურა. მათმა ნაწილმაც აღიარა დანაშაულში მონაწილეობა. ბევრმა მათგანმა თქვა, რომ ისინი ნარკოტიკული თრობის ქვეშ […]
პრემიერი – ერთ მხარეს იყო ბრუტალური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან პოლიციელების წინააღმდეგ, მეორე მხარეს – უკიდურესად შემაშფოთებელი ცალკეული ინციდენტები – გამოძიება, მნიშვნელოვანია

გამოძიება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ჯერ ერთი პრევენციისთვის, მომიტინგეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ბრუტალურ ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ. სამწუხაროდ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი მხრიდან განხორციელებულ ჭარბ ძალადობრივ აქტებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ არაფერს ამბობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ბრუტალურად ძალადობდნენ, მომიტინგეების წარმომადგენლები, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, პოლიციელების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი […]