„დუმილი – ოქროა, მაგრამ არის დრო, როცა ოქრო იქცევა ვერცხლად და ვერცხლი იქცევა ოცდაათად“ – გიორგი კეკელიძე

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მწერალი, გიორგი კეკელიძე ეხმაურება. როგორც კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, ახლა დუმილის დრო არ არის. „დუმილი – ოქროა. მაგრამ არის დრო, როცა ოქრო იქცევა ვერცხლად და ვერცხლი იქცევა ოცდაათად“ – წერს კეკელიძე.
აქციაზე დაშავებულმა მარიამ გაფრინდაშვილმა კლინიკა დატოვა

აქციაზე დაშავებულმა მარიამ გაფრინდაშვილმა კლინიკა დატოვა. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს მძიმედ დაშავდა “ტვ პირველის” ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი.
“ევროკავშირის პრობლემაა უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა” – კობახიძე ევროკავშირის წინააღმდეგ

“ევროკავშირის სტრუქტურებში მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა. ევროპარლამენტის რეზოლუციები გაიხსენეთ, 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, ეს არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო. 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს სამწუხაროდ, განსხვავებული ვითარებაა. იმედი მაქვს, უკრაინაში ომის […]
„სირცხვილია!“ – გიორგი მამარდაშვილი

„სირცხვილია!“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი წერს. მამარდაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამენ სპეცრაზმელები წაქცეულ მოქალაქეს.
საგამოძიებო: აქციებზე პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამატების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 28-30 ნოემბერს აქციებზე პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ უფლებამოსილების გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მათი მტკიცებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. “სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეო კადრების საფუძველზე, […]
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გზის გადაკეტვის ორგანიზებისთვის სასამართლოში დაიბარეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია გზის გადაკეტვის ორგანიზებისთვის სასამართლოში დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „გზის გადაკეტვის ორგანიზებისთვის დამიბარეს სასამართლოში. საცოდაობა“,- წერს ნიკა გვარამია.
ომბუდსმენი – ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთებით – ეს არის სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს

ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელმაც ქალაქის […]
„სოლიდარობა კოლეგებს, არა ძალადობას“ – ამ მოწოდებით ბათუმში ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„სოლიდარობა კოლეგებს, არა ძალადობას“ – ამ მოწოდებით ბათუმში ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი არ უნდა ეშლებოდეთ. „არა ძალადობას, სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ასეთი სახის ძალადობა არცერთ აქციას არ მახსენდება რუსთაველზე ჟურნალისტების მიმართ. ბევრჯერ გამიშუქებია პირადად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია, თუმცა ის აგრესია, რაც ბოლო დღეებია მედიის წარმომადგენლების მიმართ ხორციელდება ყველა […]
ირაკლი კობახიძე – სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, გუშინ პოლიციას არც ერთი რეზინის ტყვია არ გამოუყენებია – რომ არ ყოფილიყო სისტემური ძალადობა, არ იქნებოდა არაფერი

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, გუშინ პოლიციას არც ერთი რეზინის ტყვია არ გამოუყენებია – ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას. რომ არ ყოფილიყო ეს სისტემური ძალადობა, არ იქნებოდა არაფერი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სპეცრაზმელების მიერ წაქცეული ადამიანის ცემის კონკრეტულ ფაქტს კობახიძე უფლებამოსილების გადაჭარბებად აფასებს და აცხადებს, რომ სამწუხარო ინციდენტები […]
ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულებული გვექნება – 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად

რამდენიმე თვე იქნება რთული, კიდევ უფრო რთული, ვიდრე იყო წინა პერიოდები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვიღაც-ვიღაცები ჩქარობენ, ჩქარობენ ვიდრე შედგება ამერიკის შეერთებული შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია, ჩქარობენ ვიდრე დასრულდება ომი უკრაინაში, ამას დასჭირდება რამდენიმე თვე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც მოხდება საბოლოოდ ცვლილებები, […]