დადგა დრო, საჯაროდ გამოხატოთ პოზიცია – სებ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე საჯარო მოხელეებს მიმართავს

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გაგუა საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, საკუთარი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირონ. “საჯარო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში, ძალიან ბევრ საჯარო მოხელესთან ერთად მიმუშავია ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროექტებზე. აქვე, ყველას მადლობა თანამშრომლობისათვის. შეუძლებელია, საჯარო სექტორში მოღვაწეობდე და არ გქონდეს გათვითცნობიერებული, […]

„უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს“ – მამუკა ხაზარაძე

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ასახელებს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ოპოზიციამ უნდა გადადგას. მისი შეფასებით, „უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს“. “ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს! რუსული სპეცოპერაციით მიტაცებული არჩევნები, ევროკავშირზე უარის თქმა, მოქალაქეების და განსაკუთრებით სამართლიანი პროტესტის არაადამიანური სისასტიკით დარბევა, ქვეყანას მიაქანებს […]

სახალხო დამცველმა აქციებზე დაკავებული პირები მოინახულა

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების ნაწილი საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა უკვე მოინახულა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ინახულა […]

გიორგი ვაშაძე – ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი – მივმართავ ოპოზიციურ ლიდერებს, დავდგეთ ერთად საქართველოსთვის

ივანიშვილმაც, კობახიძემაც და მოძალადე პოლიციამაც უნდა იცოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, წაქცეულ ბავშვებსა და ქალებზე ანგარიშსწორება დაუსჯელი არ დარჩება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ძალადობას ერთიანობა უნდა დაუპირისპირდეს და ოპოზიციური პარტიებსა და მათ წევრებს ერთად დგომისკენ მოუწოდებს. „ივანიშვილმაც, კობახიძემაც და მოძალადე პოლიციამაც უნდა იცოდეს, რომ […]

გიორგი გახარია – მთელი სამართალდამცავი სისტემა ნიღაბში უნდა იყოს? პოლიციელები ან საქართველოს მოქალაქეები არიან? – ამ ხალხს ინდულგენცია ვინ აჩუქა, კანონმა თუ გაყალბებული არჩევნებით არჩეულმა პრემიერმა?!

როგორც ყოველთვის, ყველაფერი დაჰბრალდა და ცდილობენ დააბრალონ მშვიდობიან ახალგაზრდებს და მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამდნენ თავის აზრს. ითქვა, რომ მომიტინგეებმა სისტემური წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს, მაშინ როდესაც ნიღბიანი სამართალდამცავები, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, სრული თავისუფლება და ინდულგენცია ჰქონდათ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომლებიც არაპროვოცირებულად იქცეოდნენ, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, შსს-ს თანამშრომლებს, რომლებიც აქციის […]

ლევან იოსელიანი – გახარია არის მატყუარა!

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო გიორგი გახარიას მატყუარას უწოდებს. ამის შესახებ იოსელიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა და გიორგი გახარიას ის განცხადება გააზიარა, სადაც აქციებზე დაკავებულ თანაგუნდელებთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს. „გახარია არის მატყუარა!“- წერს იოსელიანი. რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას, მან ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა, სადაც სახალხო დამცველს, […]

“ეს არის რაღაც სიმხეცე”, “შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ” – ომბუდსმენი პოლიციელების ძალადობაზე

სახალხო დამცველი სიმხეცეს უწოდებს სპეცრაზმელთა ძალადობას მომიტინგეების მიმართ, რომელთა ნაწილიც ლევან იოსელიანმა დიღმის იზოლატორში მოინახულა და აცხადებს, რომ 13 დაკავებულიდან 11 ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე იყო. „ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი […]

ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება აჭარის ტელევიზიის შენობასთან

„დაუთმონ პირდაპირი ეთერი პოლიტიკურ სუბიექტებს. აჭარის ტელევიზია არ ასახავს რეალობას“, – გვითხრა აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა ციალა ქათამიძემ. აქციაზე მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აგრძელებენ უწყვეტ საპროტესტო აქციას ბათუმში და დღეს 18:00 საათზე ევროპის მოედანზე განაგრძობენ პროტესტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ლადო ტატიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტელევიზია უწყვეტ […]

გახარია: ჩვენი გუნდის ათეულობით წარმომადგენელია დაკავებული, ზოგს ჯერ კიდევ ვერ ვპოულობთ

პარტია გახარია – საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ საპროტესტო აქციაზე დაზარალებულ ადამიანებს თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის ათეულობით წარმომადგენელი უკანონოდ დაკავებული. მისივე თქმით, ზოგს ჯერ კიდევ ვერ პოულობენ. ამასთან, გახარიამ სახალხო დამცველზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს სამარცხვინო სახალხო დამცველი ჰყავს, რომელიც არაფერს აკეთებს. “ჩვენი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი უკანონო თავდასხმების შედეგად უკანონოდ არის […]

„თუ ისე დავზარალდებით და დავსახიჩრდებით, რომ გადაადგილება ვერ მოვახერხოთ, ალბათ ესენი უფრო ბედნიერები იქნებიან…“ – ინგა გრიგოლია

„რა თქმა უნდა, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მათ უნდათ რომ ჩვენ გავქრეთ, უბრალოდ აღარ ვარსებობდეთ და სადაც წაიწევიან, ყველა ჟურნალისტს და ოპერატორს როგორ მდგომარეობაში აგდებენ ხომ ხედავთ,“ – ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. გრიგოლია აქციაზე მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აქციის გაშუქების დროს დაშავებულ […]