„ეს არაფერში აღარ ჯდება! გასკდა გული!“ – „ქართველი ჰალკი“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა

„ეს არაფერში აღარ ჯდება! გასკდა გული!“ — წერს სოციალურ ქსელში „ქართველი ჰალკი“ და აზიარებს ვიდეოს, სადაც სპეცრაზმელები ძირს დაგდებულ მოქალაქეს წიხლებს ურტყამენ. მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროების ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა.
ყველა ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს განსხვავებას წინა ხელისუფლების დროინდელ 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებსა და დღევანდელ სადამსჯელო ოპერაციებს შორის არის უსარგებლო იდიოტი – მიხეილ სააკაშვილი

ყველა ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს განსხვავებას წინა ხელისუფლების დროინდელ 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებსა და დღევანდელ სადამსჯელო ოპერაციებს შორის არის უსარგებლო იდიოტი – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. სააკაშვილი ყველას, ვინც განსხვავებას ვერ ხედავს წინა ხელისუფლების დროინდელ 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებსა […]
“საქართველოს მხარეს დგომა, თუ ნაცების მხარეს დგომაა, მართლა ვაი, ამ ხელისუფლებას” – ირმა სოხაძე

“საქართველოს მხარეს დგომა, თუ ნაცების მხარეს დგომაა, მართლა ვაი, ამ ხელისუფლებას” – ირმა სოხაძე მუსიკოსი, ირმა სოხაძე, ტვ პირველთან, ამბობს: ორი ღამეა ვუყურებ და ვტირი. ცუდი სიზმარი და ცუდი ზღაპარი მგონია და მგონია, ეს არ არის რეალობა. დამერწმუნეთ, მე უფრო ცუდ დღეში ვარ, ვიდრე თითოეული თქვენგანი, რადგან ყველაფერთან ერთად დიდი იმედგაცრუება მივიღე. თქვენ თითქოს თავიდანვე […]
ყველა ნაცემია, მანქანებში სხედან, რიგებია – ადვოკატები ჰყვებიან, რა ხდება იზოლატორებში

დილიდან რიგებია წინასწარი დაკავების იზოლატორებში. რიგში დგანან ადვოკატებიც და დაკავებულებიც. გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად შსს სასამართლოს სხდომების ჩანიშვნის შუამდგომლობით მიმართავს. პროცესებზე წაყვანილი დემონსტრანტების ადგილს სხვა დაკავებულები იკავებენ. რა ხდება იზოლატორებში? – რადიო თავისუფლებას ადვოკატები უყვებიან. „სტანდარტულად ნაცემია ყველა“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ვიქტორ კვიტატიანი, მან ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში 4 პირი 30 ნოემბერს, დილის […]
“რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი” – ზაზა ფაჩულიას “სთორი” ინსტაგრამზე

კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. “რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება. ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას! საქართველო იყო არის და იქნება ევროპის განუყუფელი ნაწილი ❤️.” – წერს ზაზა ფაჩულია. ნახეთ:
ექიმი კახა ეცადაშვილი ნაცემია და გადაყვანილია იზოლატორში – ექიმი გიორგი პაპიაშვილი

ექიმი გიორგი პაპიაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მის კოლეგა, ექიმ, კახა ეცადაშვილზე, საუბრობს და ამბობს, რომ ეცადაშვილი არის ნაცემი და იზოლატორშია გადაყვანილი. “ჩემი უახლოესი მეგობარი, კოლეგა, კახა ეცადაშვილი ნაცემია და გადაყვანილია იზოლატორში. ის მშვიდობიან აქციაზე იდგა და საქართველოს ჰიმნს მღეროდა თავის მეუღლესთან ერთად, რა დროსაც ეცნენ, იძალადეს მასზე და გაიტაცეს. ადამიანი რომელიც არის ექიმი და […]
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის 140-ზე მეტი თანამშრომელი გაემიჯნა

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის 140-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება. საჯარო განცხადება ღიაა და სებ-ის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, შეუერთდეს. “კომერსანტი” საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების საჯარო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი […]
აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის სრულიად ეთანხმება ყველას იმ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ქართველი ფეხბურთელების იმ განცხადებების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან. „აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი, საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. თუკი […]
სასამართლოში დაიწყო 28-29 ნოემბერს დაკავებულთა საქმეების განხილვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვა დაიწყო. საქმეები მორიგე მოსამართლეებს: კობა ჩაგუნავასა და ზვიად ცეკვავას დაეწერათ. პოლიციამ დაკავებულების სასამართლოში მიყვანა დაახლოებით 14:00 საათისთვის დაიწყო. მათ ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები იცავენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დღეს 29 დაკავებულის საქმე განიხილება. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ […]
სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები და ამ ყველაფერს შესაბამისი მოკვლევა დასჭირდება – კახა კალაძე

არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ნაცმაიდანი“ მოეწყოს საქართველოში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას. კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით შეუძლიათ, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების შეურაცხყოფა, ქვების, ბოთლებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა. „ცხადია, თუ საიდან იმართება ეს ყველაფერი. ეს არის გარე ძალებისგან მართული პროცესები, რომელსაც შიდა რადიკალური დაჯგუფებები ახორციელებენ. გუშინ და […]