გიორგი ვაშაძე – აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, რაც არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ერთად დგომით უნდა გავიტანოთ გამარჯვება ბოლომდე – არცერთი წამი არ უნდა დავიხიოთ უკან!

აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ ერთად დგომით უნდა გავიტანოთ ეს გამარჯვება ბოლომდე, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ხალხის ერთიანობაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული.ვაშაძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, სულ მალე პოლიციაში სერიული ჩამოშლა იქნება. “[აშშ-სთან] სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ეს არის უმძიმესი […]
ანჯეი დუდა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოავლინოს ახალი არჩევნების დანიშვნის მზაობა

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს, სალომე ზურაბიშვილსა და ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტებმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. „მიმდინარე დემონსტრაციების უპრეცედენტო მასშტაბები, ისევე როგორც საქართველოს ადმინისტრაციის მრავალი წარმომადგენლის საჯარო პროტესტი არის მტკიცებულება ქართველ ხალხში ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი ღრმა იმედგაცრუებისა და შეშფოთების შესახებ. გარდა ამისა, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე […]
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს და ცეცხლი წაუკიდეს

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს და ცეცხლი წაუკიდეს. ბიძინა ივანიშვილის ფიტულის დაწვას აქციაზე მყოფი სხვა მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ. ამასთან, ამ წუთებში, აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის წინ აღმართულ ჯებირზე პროტესტის ნიშნად ხელებს აბრახუნებენ.
კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთი კორეა არის, გააღრმაოს რუსეთთან სამხედრო ურთიერთობები

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოაცხადა რუსეთთან კავშირების გაფართოების განზრახვა ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის ჩათვლით. ამის შესახებ 30 ნოემბერს იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA და მოჰყავს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელოუსოვის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დეტალები. კიმმა თავის განცხადებაში, რომელიც მოჰყავს KCNA-ს, ახსენა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელსაც მან მოაწერა ხელი […]
ყვარელი, ხაშური, გორი, ახალციხე, რუსთავი – თბილისის გარდა ათამდე ქალაქში იმართება აქციები

საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერი და მთავრობის საწინააღმდეგო აქციები თბილისის გარდა 30 ნოემბერს გაიმართა ათამდე ქალაქში. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია მეორე დღეა იმართება. პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და რამდენიმე წუთით გადაკეტეს გზები. აქციის მონაწილეებმა თბილისში მიმდინარე აქციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიტანილ მონიტორზე უყურებენ. 30 ნოემბერს კახეთის სამ ქალაქში შეიკრიბნენ მოქალაქეები. „საქართველო […]
ალტა: ვდგავართ თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარეს

ტექნიკის კომპანია ალტა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ისინი აღნიშნავენ, რომ ძალადობას გმობენ და ევროპული მომავლის მხარეს დგანან. “საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული არჩევანია! ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარეს”, -წერია განცხადებაში.
უარი ძალადობას, წინ ევროპისკენ! – ორბი ჯგუფი

ორბი ჯგუფი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს. “ორბი ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს: უარი ძალადობას, წინ ევროპისკენ, საქართველო გაიმარჯვებს!”, – წერია განცხადებაში.
მასობრივი პროტესტები გადაიქცა მასობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობად – პრეზიდენტი

„დღეს მასობრივი პროტესტები გადაიქცა მასობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობად“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ x “-ზე წერს. „დღეს მასობრივი პროტესტები გადაიქცა მასობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობად: საჯარო სამსახური, ეროვნული ბანკი, სამინისტროები, დიპლომატიური კორპუსი, დიდი კორპორაციები, კულტურული ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, საჯარო ტელევიზიები“ – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი – სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

“მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ არის მიჩნეული ლეგიტიმურად წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების მიერ”, – ამის შესახებ “სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება” აცხადებს. გაერთიანების წევრები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასაც გმობენ. “სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ევროინტეგრაცია საქართველოს […]
გადადგა ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე

გადადგა ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე. „გადავდექი ლიეტუვაში საქართველოს ელჩის თანამდებობდიდან. პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემეტანა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რომელიც თან ერთვის ევროატლანტიკურ გზას! საქართველო ევროპაა“, – წერს იგი.