მეთიუ მილერი: შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა

აშშ-მა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ამის შესახებ ნახევარი საათის წინ პლატფორმა X-ზე დაწერა მეთიუ მილერმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. გთავაზობთ მეთიუ მილერის პოსტს სრულად: “აშშ, ევროკავშირთან ერთად სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ვგმობთ ძალის გადაჭარბებით გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს – ევროკავშირი არის […]

ომბუდსმების აპარატი: ათეულობით მოქალაქის დაკავების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ 30 ნოემბრის დილის საათებში, აქციის დაშლის დროს, მშვიდობიან მომიტინგეთა მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ათეულობით მოქალაქის დაკავების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული კონკრეტული, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, „თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში […]

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს დავით ზალკალიანის გადადგომა

რადიო თავისუფლებას ორი წყარო საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ერთი საქართველოს საელჩოდან შეერთებულ შტატებში უდასტურებს ინფორმაციას შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ. ინფორმაცია დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ პირველად ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა – ფორმულას ინფორმაციით ზალკალიანის გარდა გადადგა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასრურებს. ზალკალიანის […]

არსებული ინფორმაციით, თანამდებობიდან აშშ-ში ელჩი დავით ზალკალიანიც გადადგა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანიც გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის „რადიო თავისუფლება“ და ტელეკომპანია „ფორმულა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. „რადიო თავისუფლებას ორი წყარო საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ერთი საქართველოს საელჩოდან შეერთებულ შტატებში უდასტურებს ინფორმაციას შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ“, – წერს […]

ზურაბ ჯაფარიძე – ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ, როდესაც ქვეყანა დგება ვენესუელას, ნიკარაგუას, რუსეთის, ირანის, “ჰამასის” და “ჰეზბოლას” გვერდით, გასაგებია, რომ აშშ ვეღარ გააგრძელებდა ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც ჰქონდა

როდესაც ქვეყანა დგება ვენესუელას, ნიკარაგუას, რუსეთის, ირანის, “ჰამასის” და “ჰეზბოლას” გვერდით, გასაგებია, რომ აშშ ვეღარ გააგრძელებდა ჩვენთან ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც ჰქონდა – როგორ კი მოვიგებთ ამ ბრძოლას, ყველაფერს სწრაფად დავიბრუნებთ , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას გამოეხმაურა. მისი თქმით, […]

პირველ არხთან საპროტესტო აქცია დასრულდა

პირველ არხთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან რამდენიმე საათის წინ მივიდნენ და არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი მოთხოვნები იყო, პირველ არხს თბილისში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებისთვის დაეთმო საეთერო დრო, რაც არხის მენეჯმენტმა დააკმაყოფილა. ასევე, მათი მოთხოვნაა, გადადგეს პირველი არხის ხელმძღვანელი პირები – თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე. აქციის მონაწილეების თქმით, პირველ არხს მთავრობა […]

ნიკა გვარამია – უზურპატორი ივანიშვილი დროზე უნდა წავიდეს – არავითარი ახალი მთავრობა, არავითარი არჩევნები შემდეგ შემოდგომაზე ადგილობრივთან ერთად

უზურპატორი ივანიშვილი დროზე უნდა წავიდეს – არავითარი ახალი მთავრობა, არავითარი არჩევნები შემდეგ შემოდგომაზე ადგილობრივთან ერთად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურება. მისი თქმით, უსწრაფესად უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები პრეზიდენტის პატრონაჟით და ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობით. „არავითარი ახალი მთავრობა, არავითარი არჩევნები შემდეგ […]

სახდეპი: ოცნების ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია პარტნიორობის ძირითადი პრინციპები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და სტრატეგიული პარტნიორობს შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქართული ოცნების სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები. “ქართული ოცნების გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის კონსტიტუციურ დაპირებას ევროკავშირსა და NATO-ში სრულ ინტეგრაციაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, ქართულმა ოცნებამ […]

თეგეტა ჰოლდინგი: მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა, დაიცავით კონსტიტუცია

თეგეტა ჰოლდინგის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა ქვეყნის მომავალს აზიანებს. ასევე, აღნიშნავენ, რომ მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. “თეგეტა ჰოლდინგში, უკვე თითქმის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესის განვითარება ქვეყნის განვითარების პერსპექტივიდან დავინახოთ. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა აზიანებს უპირველესად ქვეყნის მომავალს, საფრთხეს უქმნის განვითარებასა და იმ საერთო მიზნებს, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე […]

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ ის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „წარვადგენ ლიეტუვაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას. პატივი და პრივილეგია იყო ის, რომ ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემქონდა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რაც განუყოფელია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისგან. საქართველო […]