ომბუდსმენის აპარატი – საგანგაშოა, რომ აქციაზე დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე

საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატმა, ამ დროისთვის, 28-30 ნოემბერს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული/დაშავებული 125 პირი მოინახულა. „81 მათგანის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკვე მიეწოდა. გვსურს, […]
ხაშურში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს – აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ოფისს კვერცხები ესროლეს და „ქართული ოცნების“ დროშა ჩამოხსნეს

ხაშურის ქუჩებში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქცია-მსვლელობის მონაწილეები ქალაქის ქუჩებში ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით გადაადგილდებოდნენ. მათი განცხადებით, ისინი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. დემონსტრანტები იმყოფებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც, სადაც სიმბოლურად თეთრი ფურცლები დატოვეს, სადაც შავი წერტილებია გამოსახული. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. ასევე აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ ქართული ოცნების ოფისთანაც, რომელსაც კვერცხები ესროლეს […]
კახა კალაძე – ყველაფერი დალაგდება, გადაიტვირთება და ჩვენს პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობა გვექნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებას ოფიციალურად გადაიბარებს, საერთაშორისო ურთიერთობები დალაგდება. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. „იცით, რომ ამ ადამიანებს რეალურად რამდენიმე კვირა აქვთ დარჩენილი, ტრამპის ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარებამდე. თუ არ ვცდები, იანვარშია ინაუგურაცია დაგეგმილი. […]
გამორიცხულია BRICS-მა დოლარი სხვა ვალუტით ჩაანაცვლოს – ტრამპი 100% ტარიფებით იმუქრება

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი BRICS-ის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს 100%-იანი ტარიფებით ემუქრება, თუ ისინი ამერიკულ დოლარზე უარს იტყვიან, ან მის „ჩაჩოჩებას“ შეეცდებიან. ის აცხადებს, რომ „შანსი არ არის, BRICS-მა საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ დოლარი“ სხვა ვალუტით ჩაანაცვლოს“. „იდეა იმის, შესახებ, რომ Brics-ის ქვეყნები ცდილობენ დოლარს ჩამოშორდნენ, მანამ სანამ ჩვენ გვერდიდან ვდგავართ და ამ პროცესს მხოლოდ […]
შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან – პრემიერი აქციაზე რუსების დაკავებას განმარტავს

“ძალიან საინტერესო დეტალია, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული, რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. […]
“ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ამას არსად ახსენებს ნაც-პარტიული მედია, იმიტომ რომ, ვითომ გაყალბებული არჩევნების მოტივით აწყობილი კამპანიის ერთადერთი ხელმოსაჭიდი, თავზე ემხობათ და მოსწრებაზე არიან, იქნებ რევოლუცია მოასწრონ

“ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ამას არსად ახსენებს ნაც-პარტიული მედია, იმიტომ რომ, ვითომ გაყალბებული არჩევნების მოტივით აწყობილი კამპანიის ერთადერთი ხელმოსაჭიდი, თავზე ემხობათ და მოსწრებაზე არიან, იქნებ რევოლუცია მოასწრონ ამასობაში, “ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განცხადება გამოაქვეყნა და საპარლამენტო არჩევნები აღიარა. რა ხდება ახლა, არ იმჩნევს “აგენტოკრატია” და მათი პატრონები, აკი აქამდე “ეუთოს” პასუხს ელოდებოდნენ? […]
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ქართველი ხალხი ჩვენთვის იმედია – რუსული იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირისთვის იმედია. „ქართველი ხალხი ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, იმედია. რუსული იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს!“- წერს მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, ეტაპობრივად გაიმართება. საქმეს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რის შედეგადაც 8 პირი დააკავეს, ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.
მარგუს ცაჰკნა – ძალის გამოყენება მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ პროტესტის უფლებით, დემოკრატიის პრინციპების დარღვევაა

ისევ ძალიან შემაშფოთებელი სურათი მოდის საქართველოდან, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ძალის გამოყენება მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ პროტესტის გამოხატვის უფლებით, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევა. ასეთ ქმედებებს შდეგები უნდა ჰქონდეს“, – წერს ცაჰკნა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა.
ოზურგეთში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ოზურგეთში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი თავდაპირველად თეატრის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით „საქართველო, საქართველო“ და მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. როგორც ისინი აცხადებენ, ერთობით აუცილებლად დაამარცხებენ რუსულ რეჟიმს. „ცხადია, ჩვენ ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, მიტაცებულ ხელისუფლებას, ვაპროტესტებთ ამ მავნებლების და კუნთიანი „ზონდერების“ […]