მარგუს ცაჰკნა – ძალის გამოყენება მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ პროტესტის უფლებით, დემოკრატიის პრინციპების დარღვევაა

ისევ ძალიან შემაშფოთებელი სურათი მოდის საქართველოდან, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ძალის გამოყენება მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ პროტესტის გამოხატვის უფლებით, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევა. ასეთ ქმედებებს შდეგები უნდა ჰქონდეს“, – წერს ცაჰკნა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი