აქცია ფოთში – პორტამდე მისასვლელი გზა დაკეტილია

ფოთში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა ფოთის პორტამდე მისასვლელი, ერთ – ერთი გზა – გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მონაკვეთი გადაკეტეს. დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირთან „ინტეგრაცია შეაფერხა და ამით, დაუპირისპირდა“ ქართველი ხალხის ისტორიულ მონაპოვარს. შეგახსენებთ, მეოთხე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. […]
საზმაუსთან 4 პოლიტიკური კოალიციის ლიდერებისთვისა და პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობას ითხოვენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ პირველმა არხმა საკუთარი ეთერი 4 პოლიტიკური კოალიციის ლიდერებსა და პრეზიდენტს დაუთმოს. როგორც ტელეწამყვანმა სოფო ხუნწარიამ აქციაზე თქვა, ასევე, ერთ-ერთი მოთხოვნაა ხალხისთვის უწყვეტი ეთერი. “პოლიტიკოსებისაგან გამიჯვნის დრო არაა, ჩვენ მათ უნდა მივეხმაროთ, მათ გვერდზე უნდა ვიდგეთ. შესაბამისად, მოვითხოვოთ, რომ მოვიდნენ აქ პოლიტიკური ლიდერებიც, მოვუთხოვოთ მათთვის ეთერი. პარალელურად მოვითხოვოთ […]
ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. მათივე განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში აქციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს. “ხედავთ, საქართველოს ყველა კუთხეში გამოსული არიან მოქალაქეები და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, ჩვენი ერთად ყოფნა გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ძალიან ცოტა დრო დარჩა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, ისინი ვერ წავლენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, ვალდებული იქნებიან, […]
კალასი და კოსი: EU-ში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი წუხს ირაკლის კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. ამის შესახებ კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. “აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება აღნიშნავს გადახვევას საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკიდან და ქართველი […]
მოლდოველებს და ქართველებს აქვთ ერთი და იგივე მისწრაფება – მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ცოტა ხნის წინ ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე მოლდოვას სოლიდარობა ქართველ ხალხის მიმართ და ჩემი პირადი აღფრთოვანება დემოკრატიისა და ევროპული გზის დასაცავად მათი გამბედაობის გამო“, – წერს მოლდოვას პრეზიდენტი. მისი თქმით, მოლდოველებს და ქართველებს აქვთ ერთი და […]
აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ ევროკავშირს ესმის მათი ხმა! – გახარია პარტნიორებს

მამაცი ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ქუჩებში იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რომლისაც სჯერათ და უძლებენ რეჟიმის ძალადობრივ დარბევას – ამის შესახებ “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია. „ეს ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის – თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსებისთვის. თუმცა გრძნობენ, რომ მათ ბრძოლას დუმილით ხვდებიან. ამ ახალგაზრდებისთვის ევროკავშირი მხოლოდ იდეა არ არის. ეს მათი ხსნაა – უკეთესი, თავისუფალი და დემოკრატიული […]
შალვა პაპუაშვილი – ჰა, ბურთი და მოედანი ევროკავშირისთვის, უნდათ ახლა გახსნან მოლაპარაკებები, უნდათ მოგვიანებით – ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ, რაც არ უნდა ხდებოდეს

ჰა, ბურთი და მოედანი ევროკავშირისთვის, უნდათ ახლა გახსნან მოლაპარაკებები, უნდათ მოგვიანებით გახსნან. ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ, რაც არ უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩვენ კანონებს, რეგულაციებს, სტანდარტებს იმისთვის კი არ ვაკეთებთ ევროკავშირს რომ მოვაწონოთ თავი, პირველ რიგში, ამას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. „ჩვენ დავდეთ […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას – ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია

ვწუხვართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სადაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას აზიარებს. „ევროკავშირის […]
პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ, სადაც აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პარლამენტთან განთავსებულ ჯებირს უბრახუნებენ და სტვენით, შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო, საქართველოს გაუმარჯოს!”. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, ბანერები. აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი – შალვა პაპუაშვილი

ბოლო სამი დღის განმავლობაში საზოგადოება აკვირდება, რომ რუსთაველის გამზირზე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეკრებისთანავე იწყებს ვანდალიზმს, ქონების დაზიანებას და პოლიციელებზე ფიზიკურ ძალადობას, ქვების და ასაფეთქებლების დამიზნებით სროლით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. მისივე თქმით, წუხანდელი თავდასხმის შედეგად პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი. “სამი დღეა საზოგადოება აკვირდება თბილისში, რუსთაველის […]