სალომე ზურაბიშვილი – მმართველ პარტიას აწუხებს, რომ პროტესტი კონსტიტუციურ ჩარჩოებშია – სამაგიეროდ, მმართველი პარტია ყველა ნაბიჯზე კონსტიტუციის გარეთ გადადის

ის, რაც ყველაზე უფრო აწუხებს მმართველ პარტიას ისაა, რომ ეს პროტესტი და ყველაფერი დანარჩენი, კონსტიტუციურ ჩარჩოებშია – სამაგიეროდ, მმართველი პარტია ყველა ნაბიჯზე კონსტიტუციის გარეთ გადადის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს, მათ შორის „ევროპული მომავლის შენელების თაობაზე ბოლო გადაწყვეტილებით“. „ჩვენ, საზოგადოება, თავის სამოქალაქო წამოწყებებით, ქუჩის პროტესტი […]

საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს

საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს. “საქართველოს პირველი არხი მზადაა, დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ ეთერი”, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში. აქციის მონაწილეები, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილები, პრეზიდენტს მოუწოდებენ, მივიდეს ტელევიზიაში. პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობა პირველ არხთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს, აქციის მონაწილეები კი პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრიან

სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, თავად აქციის მონაწილეები კი პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრის. როგორც “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პოლიცია წყლის ჭავლს, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად, პარლამენტის წინ, ორივე მხრიდან იყენებს და პარლამენტის წინა პერიმეტრს ამ გზით ასუფთავებს. დემონსტრანტები სკანდირებენ: “მონებო, მონებო”. ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან, აქციის […]

პრეზიდენტი – პრემიერის განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია

პრემიერის დღევანდელი განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ არ ელოდებოდა საზოგადოებისგან იმგვარ რეაქციას, როგორიცაა და „დაბნეულები არიან“. „არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას, არა მხოლოდ ქუჩის პროტესტს, რომელსაც, ალბათ, ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ […]

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, წინა ხაზზე სპეცრაზმი განლაგდა

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, წინა ხაზზე სპეცრაზმი განლაგდა. აქციის მონაწილეები მათი მისამართით სხვადასხვა საგნებს ისვრიან. ისინი ასევე, სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ. პარლამენტის წინ კი პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად, ისევ წყლის ჭავლს იყენებს.

პრეზიდენტი – მზად ვარ, სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს

მე მინდა აქვე გამოვაცხადო ის, რაც არმომხდარი უკვე ძალიან დიდი ხანია, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიშვებდნენ – მე მზად ვარ, რომ სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს სწორი იქნება, რადგან პრეზიდენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთად უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მის ინფორმირებას. „მადლობელი უნდა ვიყოთ […]

ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა – სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტი ზურაბიშვილის თქმით, “ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ”. “მოვიწვიე ქარტიის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის იმის დასტური, […]

“ვეღარ ვსუნთქავ, ვეღარც ვლაპარაკობ, მაგრამ ვმოძრაობ და ვდგავარ, ხარებას “შნირებო” – ნადიმ ხმალაძე

ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში იბრძოდა და იქ მოიწამლა ზარინით, დღეს კი თბილისში გამართული აქციების მონაწილეა, წერს: უკვე 60 ის ვარ, ზარინით მოწამლული უკრაინაში .ბევრ ახალგაზრდას მათი ტოლი ვგონივარ ისე მექცევიან, მიხარია. ისე მეც ვერ გავიზარდე და მეც მათხელა მგონია თავი. ჯალათო ქოცებო, არაქართველებო, ვეღარ ვსუნთქავ თქვენი გაზის გამო, ვეღარც ვლაპარაკობ , მაგრამ ვმოძრაობ და ვდგავარ, […]

“სამოქალაქო პროტესტს არ სჭირდება პოლიტიკური ჩარევა, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე ამბობს: “ეს არის კიდევ ერთი დასტური რომ ამ ქვეყნაში ნამდვილად შედგა ერთობა, აქაც შედგა ამ სასახლეში ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საითკენ მივდივართ და საითკენ არ მივდივართ და ეს თანხმობა არის პირველ რიგში იმის ირგვლივ, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი […]

აქცია სულ რაღაც 40 წუთია დაიწყო… უკვე 2 პირი დავაკავეთ – სირაძე დემონსტრანტებს აფრთხილებს

თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე ამბობს, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებისთანავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ორი პირი დააკავეს. მიზეზი, სირაძის განმარტებით, „უკანონო მოქმედებები” გახდა, რაც „პარლამენტის წინ, შესასვლელთან სხვადასხვა საგნების სროლაში, რკინის ჯებირის დამტვრევაში, ასევე, საკანონმდებლო ორგანოს შუშების ჩამტვრევასა და ოთახებში ცეცხლის წაკიდებაში გამოიხატა“. „ სულ რაღაც 40 წუთია, მაქსიმუმ ერთი საათია, რაც დაიწყო და უკვე […]