საზმაუსთან შეკრებილი ხალხი პარლამენტის მიმართულებით დაიძრა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პრეზიდენტს ეთერს დაუთმობს, ტელევიზიის წინ შეკრებილმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდეს და რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა.
საზმაუსთან შეკრებილ ადამიანებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, თუმცა, ტელევიზიამ მხოლოდ ერთი, პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობა შეასრულა.
ცნობისთვის, გუშინ ვასილ მაღლაფერიძე აცხადებდა, რომ ტელევიზიის შენობა ხალხისთვის 24/7–ზე ღიაა.
აქციის მონაწილეები გაჩერებას არ აპირებენ. ისინი აცხადებენ, რომ ყოველდღე, 15:00 საათზე, პირველი არხის შენობასთან შეკრიბებიან და ვასილ მაღლაფერიძის და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის საგარეო უწყება – 2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა