ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა, ევროსთან 0.03 თეთრით – 9 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.01 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.03 თეთრით. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6878 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9405 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი – 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.95 ლარად.
iPhone-ი 4 876 მეტრზე მყოფი თვითმფრინავიდან ვარდნას მცირე დაზიანებით გადაურჩა

4 876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის მიერ კორპუსის ნაწილის დაკარგვის შემდეგ ჰაერში სხვადასხვა ნივთი გაიტყორცნა. მათ შორის იყო iPhone-ი, რომელიც სიმაღლიდან ჩამოვარდნას უვნებლად გადაურჩა. მობილური ტელეფონი ვაშინგტონის მკვიდრმა, შონ ბეიტსმა 7 იანვარს, ინციდენტის მეორე დღეს, გზის პირას იპოვა. “ისევ ფრენის რეჟიმზე მყოფი და ნახევრად დატენილი” ტელეფონის ეკრანზე ბარგის ასაღებად საჭირო დოკუმენტი იყო […]
სიყვარულსა მალვა უნდა – სადიო მანე დაქორწინდა

“დეილი მეილის” ცნობით, “ალ ნასრის” 31 წლის სენეგალელი თავდამსხმელი სადიო მანე დაქორწინდა. მანემ ცოლად 18 წლის აიშა ტამბა მოიყვანა, რომელსაც ორი წელი ემიჯნურებოდა, მაგრამ ამას ფარულად აკეთებდა, რათა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო.
საუბარი გამართეს ზელენსკიმ და დუდამ – უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუბარი გამართა პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან. მათ განიხილეს შეიარაღების სფეროში უკრაინის საჭიროების თემა. ამის შესახებ იტყობინება ზელენსკის ოფისი. განცხადებაში არაფერია ნათქვამი უკრაინის და პოლონეთის საზღვარზე პოლონელი ფერმერებისა და სატვირთო მანქანების მძღოლების მიერ მოწყობილი ბლოკადაზე, რასაც უკრაინის ეკონომიკაში შეფერხებები მოჰყვა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დუდას ევროკავშირსა და ნატოში მისი ქვეყნის გაწევრიანებისკენ სწრაფვაში მხარდაჭერისთვის, […]
,, ეკლესიაში რამეზე საღებავის შესხმა არასწორი საქციელია” – გია ბარამიძე

,,ნაცმოძრაობის” წევრი, გია ბარამიძე: ,,სამებაში სტალინის ხატი ცხადია ქრისტიანობის შეურაცხმყოფელია და ვინც იქ ეს ხატი იქ დადო, მან ჩვენს ეკლესიას პროვოკაცია მოუწყო. ეკლესიაში რამეზე საღებავის შესხმა არასწორი საქციელია. ნათელია რომ საქართველოს მტრები – პუტინის რუსეთი, ეცდება ქრისტიანობა და ეკლესია ევროკავშირში გაწევრიანების იდეასა და მიზანს დააპირისპირონ. ამ მიზნით მრავალი ბინძური სხვა პროვოკაცია განხორციელდება, რუსეთი ეცდება ქართული […]
ივანიშვილის მესამედ მოსვლა არჩევნების წინ | ოლიგარქის რეალური მიზნები და გეგმები პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი პარტიულ სადავეებს საკუთარ ხელში იღებს. პოლიტიკაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ოლიგარქი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ მმართველ პარტიაში ქაოსი და შიდა დაპირისპირებაა. ახალი წესდებით, ივანიშვილს, ანუ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, იგივე მთავარ მრჩეველს, ერთპიროვნულად შეუძლია პრემიერმინისტრობის კანდიდატურის წარდგენა და პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევა. ეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი ფუნქციებია, რომლებიც პარტიის მეთაურს უნდა ჰქონდეს და სწორედ ამ […]
EU-ს კანდიდატის სტატუსი, 2024 წლის არჩევნები და ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში | გერმანიის ელჩის გზავნილები

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება, 2024 წლის არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნება და რუსეთთან დამოკიდებულება – ამ საკითხებზე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა ისაუბრა. დიპლომატი ხაზს უსვამს მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას და ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი პირობა, რომელსაც […]
შარლ მიშელი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს | შესაძლოა, პოსტი ვიქტორ ორბანმა დაიკავოს – გამოწვევა EU-ს

ევროპული გაერთიანების ლიდერები დიდი გამოწვევის წინაშე არიან. ევროპული საბჭოს მოქმედი პრეზიდენტის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება სრულად ცვლის ევროკავშირის დღის წესრიგს. შარლ მიშელი საბჭოს უმაღლეს თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვოს და ევროპარლამენტის მოახლოვებულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო პოსტი, შესაძლოა, რამდენიმე თვით პუტინის მოკავშირე ორბანმა გადაიბაროს. გაუთვალისწინებელი სცენარის თავიდან ასარიდებლად ევროპელ ლიდერებს დიდი არჩევანი […]
მსოფლიო კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

მსოფლიო კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან ასი წელი გავიდა. რეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი – კინოხელოვანი, რომელმაც, თავისი შექმნილი ფილმებით, საქართველოში, მეზობელ ქვეყნებსა და მსოფლიოში სახელი გაითქვა. მისი უსაზღვრო ფანტაზია ეკრანზე, დამახასიათებელი ფერი და გამორჩეული ამბის თხრობა დღემდე რჩება კინოშედევრად. პირველი ნამუშევარი “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები” იყო. 20-ზე მეტი ფილმის ავტორი საბჭოთა ხელისუფლების ცენზურას ყურადღების გარეშე არ დარჩენია. […]
ომის 685-ე დღე – უკრაინაში რუსეთი საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობს

ვითარება მძიმდება უკრაინაში – რუსეთი საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობს. დარტყმები ხორციელდება ხმელნიცკისა და ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. უკრაინის სამხედროების განცხადებით, რუსეთმა დიდი რაოდენობით ბალისტიკური იარაღი გამოიყენა. მშვიდობიან მოქალაქეებზე მიზანმიმართულ თავდასხმას პრეზიდენტი ზელენსკი ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოცემა “ელ პაისთან” ისაუბრა. კულებას თქმით, […]