„ბიზნესებისთვის წყლისა და გაზის გაზრდილი ტარიფები პროდუქციას გააძვირებს“ – მიხეილ ჭელიძე

„წყლის ტარიფის ზრდა გამოიწვევს 2 რამეს. ერთი ის, რომ იმ კომპანიების პროდუქტების თვითღირებულება გაიზრდება, რომლებიც წყალს დიდი მოცულობით იყენებენ, მაგალითად სასმელების კომპანიები, რომლებიც წყალს ჭარბად იყენებენ ან კომპანიები, რომლებიც წყალს ასხამენ და ყიდიან, მათ პროდუქტს უფრო ძვირად გაყიდიან. მეორე კი არის ის, რომ თუ კომპანია საწარმოს გახსნას ამ სამ რეგიონში აპირებს, სადაც ტარიფი გაიზარდა, შესაძლოა […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 იანვარს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით 0, +5°; მაღალ მთაში ღამით -9, -4°, დღისით -5, 0°. აღმოსავლეთ საქართველოში – […]

შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა

ირ­ლან­დი­ე­ლი მომ­ღერ­ლის ში­ნე­ად ო’კო­ნო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ლონ­დო­ნის სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ და­ა­სა­ხე­ლა. უწყე­ბის ცნო­ბით, მომ­ღე­რა­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. 2023 წლის 27 ივ­ლისს ო კო­ნო­რი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ლონ­დონ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში. ად­გი­ლობ­რივ­მა სა­სა­მარ­თლომ მა­შინ­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბო­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნე­ად ო’კო­ნო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სიმ­სივ­ნე გახ­და.

ქმრის მიერ მოკლულ ქალს თვეების შვილი დარჩა – “ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი… ამბობენ, ქმარმა დანით მძინარე მდგომარეობაში დაჭრაო”

თბი­ლის­ში ფე­მი­ცი­დის მო­რი­გი ფაქ­ტი მოხ­და. ვარ­კე­თილ­ში ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა. კაც­მა მე­უღ­ლეს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა. სას­ტი­კად ნა­ცე­მი და დაჭ­რი­ლი ქალი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვა­დაც მი­ი­ყე­ნა. ის ახლა კლი­ნი­კა­შია, მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. გარ­დაც­ვლი­ლი ქალი 27 წე­ლის ქე­თე­ვან ედი­ბე­რი­ძეა. […]

“ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ” – ოსიმენმა ჯუღელს უპასუხა

“ნაპოლის” ცენტრფორვარდი ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ჯუღელმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნიგერიელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებდა. ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ. შენი მსჯელობის უნარის გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო”, – დაწერა ოსიმენმა საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. „ყურადღება! სარაკეტო საფრთხე მთელ უკრაინაში! სავასლეიკას აეროდრომიდან (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი) MiG-31K აფრინდა. საჰაერო თავდასხმის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ!“ – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში. უკრაინის ხელისუფლებამ სარაკეტო დარტყმის საშიშროების გამო მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.

„უკვე გავეცით ლიცენზია „მესტიაჭალა ჰესზე“ და ველოდებით მომართვას „ხობი ჰესის“ ლიცენზიისთვის“ – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „კომერსანტის“ საახალწლო ეთერში საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოში 2023 წელს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურმა ჭარბი ენერგიის გაყიდვიდან სოლიდური შემოსავალი მიიღო. „მექანიზმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ისე იქნა დალაგებული რომ სიჭარბის შემთხვევაში წყალი ქვეყანაში არ დაღვრილა […]

რუსეთის მტკიცებით, სარატოვის ოლქში უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინული დრონი გაანადგურა. უწყება ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსის მახლობლად არის სამხედრო აეროდრომი, საიდანაც თვითმფრინავები რეგულარულად დაფრინავენ უკრაინაზე საჰაერო იერიშის მისატანად. 5 დეკემბერს ენგელსისა და დიაგილევოს საჰაერო ბაზებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საბჭოთა წარმოების რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინა დაესხა თავს. ამასთან, […]

ბითაძის 16 წუთი – “ორლანდო” “მინესოტასთან” დამარცხდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “მინესოტა ტიმბერვულსს” უმასპინძლა და 92:113 დამარცხდა. “ორლანდოს” რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 16:33 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “მინესოტას” ლიდერი კარლ ენტონი თაუნსი გახდა, დომინიკელმა კალათბურთელმა 28 ქულა, 6 მოხსნა […]