პოლონეთის 1,8 მილიონი მოქალაქე საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი გახდა – პოლონეთის საელჩო გამოეხმაურა ხატს სტალინის გამოსახულებით

პოლონეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, განთავსებული ხატის გამო – წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახულია ასევე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი. საელჩომ გამოაქვეყნა მონაცემები სტალინის მმართველობის დროს საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი პოლონეთის მოქალაქეების შესახებ. „პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ – 1,8 მილიონი. აქედან 150 […]

ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მაჰმუდ აბასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაში მიიღო. გუშინ, თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინის ადმინისტრაციამ და მისმა ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა თავიანთი მმართველობა უნდა გააუმჯობესონ. ბლინკენმა აღნიშნა, რომ მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას […]

გია ვოლსკი – ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა – ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა!

ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა – ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოლიგარქიაა, როცა გაქვს ფინანსური რესურსი, გარკვეული მოქმედებების ან პროცესების მობილიზებას ახდენ, რაც ქვეყანას აზიანებს და მართავ ისე, რომ შენი სიტყვაა მთავარი, საბოლოო და გადამწყვეტი. ვოლსკის თქმით, […]

პროკურატურამ ვარკეთილში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს ბრალი წარუდგინა

ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს, გიორგი კავლელაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები […]

პოლონეთის ყოფილმა შს მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო

პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო. „როგორც პოლიტპატიმარმა, პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა დავიწყე“, – ნათქვამია კამინსკის განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტისას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დააკავეს. მარიუშ კამინსკის დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტესტა.

ფარავნის უღელტეხილი – ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილი – ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავანის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ოსიმენის აგენტი ჯუღელზე: ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს და სხვების საქმეს პატივი სცეს

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინტერვიუს ვიქტორ ოსიმენის აგენტი, რობერტო კალენდაც გამოეხმაურა. კალენდას თქმით, ჯუღელის სიტყვები ცუდი, ზედაპირული და მიუღებელია. “ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს და სხვების საქმეს პატივი სცეს. არ არის სწორი სხვა ფეხბურთელების მომავალზე საუბარი. ეს გაუგებრობას, პრობლემებსა და არასწორ ვარაუდებს ქმნის. მამუკა ჯუღელის სიტყვები ცუდი, ზედაპირული და მიუღებელია. ეს სიტყვები ჩემს ფეხბურთელს, […]

“რაც ხდება კვარას თავს ორმაგად სამწუხაროა” – თორნიკე შარაშენიძე

ანალიტიკოსი, თორნიკე შარაშენიძე: რაც ხდება კვარას თავს ორმაგად სამწუხაროა. სამწუხაროა მისთვის და სამწუხაროა ქართული ფეხბურთისათვის რომელიც სულ ორი წლის წინ თითქმის ჩამკვდარი იყო. კვარამ ქართული ფეხბურთში იმედი დააბრუნა, – შემოაბრუნა გულშემატკივარი, ქართული ფეხბურთით დააინტერესა ევროპა და კარგი მაგალითი მისცა დამწყებ მოთამაშეებს. “დაბალი ხელფასი აქვს,” “პასს არ აძლევენ” და ა.შ. არანაირი გამართლება არ არის. გასაგებია რომ […]

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 206-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 206-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაახლოებით 50 ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იში-კავას პრეფექტურის მთავრობის განცხადებით, 26 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. შეგახსენებთ, იაპონიაში პირველ იანვარს რამდენიმე მიწისძვრა მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

ოსტინის დიაგნოზი პრეზიდენტ ბაიდენს და საზოგადოებას ერთ დღეს აცნობეს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადებიდან მეხუთე დღეს, პენტაგონმა დაასახელა მინისტრის დიაგნოზი – წინამდებარე ჯირკვლის, პროსტატის კიბო. 9 იანვარს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო-სამედიცინო ცენტრის ექიმების განცხადება, რომ ლოიდ ოსტინს დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოუვლინეს და 22 დეკემბერს გაუკეთეს ოპერაცია, რომელმაც გართულებების გარეშე ჩაიარა და მეორე დილით სახლში […]