“რაც ხდება კვარას თავს ორმაგად სამწუხაროა” – თორნიკე შარაშენიძე

ანალიტიკოსი, თორნიკე შარაშენიძე:
რაც ხდება კვარას თავს ორმაგად სამწუხაროა. სამწუხაროა მისთვის და სამწუხაროა ქართული ფეხბურთისათვის რომელიც სულ ორი წლის წინ თითქმის ჩამკვდარი იყო. კვარამ ქართული ფეხბურთში იმედი დააბრუნა, – შემოაბრუნა გულშემატკივარი, ქართული ფეხბურთით დააინტერესა ევროპა და კარგი მაგალითი მისცა დამწყებ მოთამაშეებს.
“დაბალი ხელფასი აქვს,” “პასს არ აძლევენ” და ა.შ. არანაირი გამართლება არ არის. გასაგებია რომ ამ პატარა ბიჭს მისდაუნებურად უზარმაზარი ტვირთი აქვს აკიდებული, მაგრამ ყველა დიდ მოთამაშეს უწევდა დიდი ტვირთის ტარება და პრობლემების გადალახვა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი