ბოლნისში ავტოავარიის შედეგად არასრულწლოვანების დაღუპვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, “მერსედესის” და “ოპელის” მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა […]
ლიტვამ უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ქვეყანამ უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს ოდენობის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამასთან, ნაუსედამ აღნიშნა, რომ ლიტვა ასევე აყალიბებს “ნაღმების გაწმენდის კოალიციას”, რათა უკრაინას ამ საკითხში სხვა მოკავშირეებთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე მხარი დაუჭიროს. ლიტვის პრეზიდენტის თქმითვე, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიამ ჩქარი ტემპით უნდა განაგრძოს მუშაობა და ადეკვატურად […]
ენტონი ბლინკენი – წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოყვება

წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას “შედეგები მოყვება”. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბაჰრეინში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა. “არ დავწერ და წინასწარ არ განვიხილავ რამეს, რაც შეიძლება მოხდეს. ნათელი გავხადეთ, სხვა 20-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ნათლად ვამბობდით, რომ თუ ეს გაგრძელდება, როგორც გუშინ მოხდა, ამას შედეგები მოჰყვება”, – განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რეგიონული […]
პროკურატურამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ,,მერსედესის” და ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის […]
შენგელიამ ევროლიგის კლუბების მენეჯერთა გამოკითხვაში იმარჯვა

თორნიკე შენგელია რომ კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, ეს დადასტურებული ფაქტია. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ვირტუს ბოლონიას” ფორვარდი მიმდინარე სეზონში ევროლიგასა და სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. თორნიკე გარკვეული პერიოდის მანძილზე ევროლიგაში სარგებლიანობის ინდექსით ლიდერობდა, ახლა კი მისი ეს მაჩვენებელი 20.4-ს უტოლდება და მცირედით ჩამორჩება 1-2 ადგილებზე მყოფ მაიკ ჯეიმსისა (21.6) და შეინ ლარკინის (21.6) მონაგარს. ევროლიგის […]
პაკისტანში თალიბების დაჯგუფება პოლიციას თავს დაესხა

ხუთი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 10 იანვარს ავღანეთის მოსაზღვრე პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მედიას განუცხადეს, რომ პროვინციის ქალაქ ბანუში პაკისტანელი თალიბების თავდასხმის შედეგად, ორი პოლიციელი დაიღუპა. ორი სამართალდამცავი, რომელიც გასროლით მოკლეს, პოლიციისა და არმიის ერთობლივი პატრულირების ფარგლებში მოქმედებდა და იქამდე მომხდარ თავდასხმაში დამნაშავეებს ეძებდა. პარალელურად, უცნობმა თავდამსხმელებმა […]
პოლონეთის ყოფილმა მინისტრმა ციხეში შიმშილობა დაიწყო

პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ მან, როგორც „პოლიტპატიმარმა“ შიმშილობა დაიწყო. ის პოლიციამ გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში დააკავა. ყოფილ მინისტრს ბრალად ძალაუფლების გადამეტება ედება. მინისტრის დაკავება, პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პოლიტიკის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ის ცდილობს თავისი წინამორბედი “ეროვნული კანონისა და სამართლიანობის” პარტიის მიდგომები შეცვალოს და პასუხი აგებინოს ყველა პოლიტიკოსს, ვინც ძალაუფლებაში […]
დავოსის ფორუმის წინ მსოფლიო ეკონომიკის მთავარი გლობალური რისკები დასახელდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ტრადიციულად შვეიცარიის ქალაქ დავოსში იმართება, სტარტს რამდენიმე დღეში, 14 იანვარს აიღებს და 19 იანვრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესისა თუ ტექნოლოგიების სფეროს ლიდერები იღებენ. ფორუმს როგორც წესი, ესწრებიან წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი გაერთიანებები. ანალიტიკოსების შეფასებით, შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს ურთულეს გეოპოლიტიკურ ფონზე გაიმართება. […]
გერმანიაში რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიაში, რკინიგზის თანამშრომლები სამი დღით გაიფიცნენ. ამან ქვეყნის მასშტაბით მგზავრობასთან დაკავშირებული ქაოსი შექმნა. გაფიცვებმა, რომლისკენაც მატარებლის მემანქანეების გაერთიანებამ მის წევრებს მოუწოდა, ოთხშაბათიდან პარასკევის საღამომდე გაგრძელდება. ამან ეროვნული სარკინიგზო ოპერატორი “დოიცე ბან” (Deutsche Bahn) აიძულა, რომ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების განრიგით იმოქმედოს. “ამჟამად მხოლოდ ყოველი მეხუთე საქალაქთაშორისო ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა სრულდება, რეგიონებს შორის მიმოსვლა კი “მასობრივად შემცირდა”, […]
გერმანიაში იძიებენ გაზსადენზე განხორციელებულ დივერსიას

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქვეყნის ჩრდილოეთში გამავალი გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით. თავდაპირველი ეჭვით, საქმე გვაქვს პოლიტიკურად მოტივირებულ დივერსიასთან. ტრასა გერმანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნაწილს შეადგენს. ჟურნალ Der Spiegel-ის ინფორმაციით, ზიანით გამოწვეული ზარალი მილიონ-ნახევარ ევროს შეადგენს. ვინ ჩაიდინა დივერსია, უცნობია. ბოროტმოქმედებს ამის თაობაზე არავითარი განცხადება არ გაუკეთებიათ. მშენებარე გაზსადენი ETL 180 ქალაქ ბრიუნსბიუტელში შიდა ენერგეტიკულ ქსელთან […]