“სამი ძმა”: 2 დასახელების ბუშტის რეალიზაცია შეწყდა, დადასტურდა მათი მავნებლობა

სადღესასწაულო აქსესუარებისა და საკონდიტრო მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია “სამი ძმა” აცხადებს, რომ მათი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. მათივე თქმით, ლაბორატორიული კვლევებით პროდუქციის მავნებლობა დადასტურდა. “გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა… პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხეები, კერძოდ, ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (
ივანიშვილი სანქციების საფრთხის წინაშე | ევროპელი დეპუტატების პროგნოზი

ევროპელი პარტნიორებისთვის მოცემულობა არ იცვლება. დეოლიგარქიზცია საქართველოში ნიშნავს დებიძინიზაციას. ამ აქსიომას “მთავარ არხთან” ეთარში კვლავ იმეორებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველის პოლიტიკურ ველზე დარუნების მიზნებზე საუბრობს. ევროპელი დეპუტატი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით შეეცდება სანქციებისგან დაიცვას საკუთარი თავი და შეინარჩუნოს ძალაუფლება, გავლენა და ქონება.
ფემიციდი თბილისში | ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი ამ დრომდე რეანიმაციაშია

ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს პოლიცია სავარაუდოდ ხვალ დაკითხავს. რეანიმაციული განყოფილებიდან სწორედ ხვალ გადაიყვანენ პალატაში მამაკაცს, რომელმაც მძინარე ცოლს რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენა და შემდეგ თვითმკვლელობაც სცადა. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება. გამოძიება, პირველ რიგში, მკვლელობის მოტივის დადგენას ეცდება. სამართალდამცველებს წინასწარი ინფორმაცია უკვე აქვთ დაკავებულის მამისგან, რომელიც მკვლელობის ღამეს სახლში იმყოფებოდა. მოკლული ქეთევან ედიბერიძის […]
“შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს სურდეს საქართველოს პრეზიდენტობა… ამიტომ, დებიძინიზაციის ნაცვლად, შესაძლოა, ორმაგი ბიძინიზაცია მიიღოთ” | იუკნევიჩიენე

“შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს სურდეს საქართველოს პრეზიდენტობა… ამიტომ, დებიძინიზაციის ნაცვლად, შესაძლოა, ორმაგი ბიძინიზაცია მიიღოთ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” საუბრობს და ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება. პირველი, რაც ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ გავიფიქრე, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, იყო ის, რომ, შესაძლოა, მას სურდეს საქართველოს პრეზიდენტობა. ამიტომ საქართველოს დებიძინიზაციის ნაცვლად, შესაძლოა თქვენ მიიღოთ […]
თავდასხმა ახალგაზრდებზე და მორიგი რეგულაცია აქტივისტებისთვის | “ოცნების” ახალი ინიციატივა

მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტს “ქართული ოცნება” რეგულაციების გამკაცრებით პასუხობს. მმართველმა პარტიამ დღეს დააანონსა, რომ იწყებს მუშაობას შესაბამის კანონზე, რომელიც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის ფაქტებზე სასჯელს გაამკაცრებს. კონკრეტულად რას გულისხმობდა საკუთრ განცხადებაში ანრი ოხანაშვილი, უცნობია – უფრო მეტ კონკრეტიკას “ქართული ოცნება” საგაზაფხულო სესიისთვის გაასაჯაროვებს. ამ ინიციატივით მმართველი პარტია გამოვიდა იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების […]
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალი რეანიმაციაში ყოფნის დროს წაუყენეს – გიორგი კავლელაშვილს 20 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრება

გიორგი კავლელაშვილი წარდგენილ ბრალს პირადად არ გასცნობია. კლინიკაში ჩატარებულ სამართლებრივ პროცედურებს მხოლოდ მისი ადვოკატი დაესწრო. ცნობილია, რომ, ამ ეტაპზე, ის საგამოძიებო მოქმედებებში ვერ მონაწილეობს და სამართალდამცველებისთვის ჯერ ჩვენებაც არ მიუცია. კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალში” გამომძიებლები და დაკავებულის ინტერესების დამცველი 13:00 საათზე მივიდნენ. ბრალდების მიხედვით, 30 წლის გიორგი კავლელიშვილს გამოძიება მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. სასჯელი […]
“გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში” – ძაღლის მკვლელობისთვის დაკავებული არიფ გოიშოვი დანაშაულს არ აღიარებს

მარნეულში ძაღლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი ოჯახის წევრები, რომლებიც თვალს ადევნებდნენ ცხოველის წამებას და არაფერი მოიმოქმედეს უმწეო ძაღლის გადასარჩენად, ჯერჯერობით, მოწმის სტატუსით იკითხებიან. მუხლი, რომლითაც 50 წლის მამაკაცი გასამართლდება, სხვადასხვა ზომის სასჯელს ითვალისწინებს: ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე. საქმეზე სასამართლო პროცესი […]
ვანდალიზმი, რელიგიური ნაგებობებისა და გრძნობების შეურაცხყოფა სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება – როდის დარეგისტრირდება საკანონმდებლო ინიციატივა

ვანდალიზმი, რელიგიური ნაგებობებისა და გრძნობების შეურაცხყოფა სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება. საკანონმდებლო ინიციატივას მმართველი გუნდი უახლოეს მომავალში დაარეგისტრირებს. ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მმართველი გუნდის წევრმა განმარტა, რომ სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი, ინიციატივის დაჩქარების წინაპირობად იქცა. ოხანაშვილის თქმით, ამ დრომდე, მსგავსი ქმედება ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა, რაც რელიგიურ […]
ვინ და როგორ აპირებს საპარლამენტო მანდატებისთვის ბრძოლას – ცესკო არჩევნებში მონაწილეობისთვის წესებს აქვეყნებს

საპარლამენტო არჩევნებამდე 9 თვით ადრე, ცესკო პარტიებს სარეგისტრაციო პროცედურებსა და ვადებს ახსენებს. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, მსურველებმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა მიმართონ. თუმცა, პარტიები რეგისტრაციას ჯერ არ ჩქარობენ. მათი უმრავლესობა საარჩევნო გეგმებსა და კონფიგურაციაზე ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა ოპოზიციის სტრატეგია უცვლელია – ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნება, ეს იმ ფონზე, როდესაც, […]
ვითარება ახლო აღმოსავლეთში – ისრაელი ღაზის სექტორს ამ წუთებშიც ბომბავს

ღაზის ტერიტორიები ამ დრომდე იბომბება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასულ ღამეს “ჰამასის” 150-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. მათივე ინფორმაციით, “ჰამასის” ასობით მებრძოლი ლიკვიდირებულია. მათ შორისაა ჰეზბოლას უფროსი მეთაური, რომელიც ათობით საჰაერო თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი. 186 სამხედროს დანაკარგზე საუბრობს ისრაელის თავდაცვის ძალებიც. მათივე ცნობით, “ჰამასის” ტყვეობაში ამ დრომდე ასობით […]