პოლონეთის ახალ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის დაპირისპირება ღრმავდება – ყოფილი მაღალჩინოსნები პრეზიდენტის რეზიდენციაში დააკავეს

პოლონეთის ახალ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის დაპირისპირება ღრმავდება. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მდივნის დაკავების შემდეგ. ორივე პოლიტიკოსი პოლიციამ პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სასახლეში აიყვანა. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდადებული ყოფილი მაღალჩინოსნები: მარიუშ კამინსკი და მაჩიეი ვასიკი ანჯეი დუდამ 2015 წელს შეიწყალა, თუმცა 2023 წლის ივნისში პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. […]

“სამებიდან გამოტანილ იქნას სტალინის გამოსახულებიანი ხატი!” – პეტიცია

“სამების საკათედრო ტაძრიდან გამოტანილ იქნას სტალინის გამოსახულებიანი ხატი!”, – ამ სახელწოდებით მოქალაქეების პეტიცია სოციალურ ქსელში გამოჩნდა. გთავაზობთ პეტიციას უცვლელად: “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამების საკათედრო ტაძარში გამოფენილია გამოსახულება, რომელიც ასახავს იოსებ სტალინის სტუმრობას რუსეთში წმინდანად მიჩნეულ მატრონასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის იმ რუსული ხატის გადმოკოპირებული ვარიანტი, რომელმაც რუსეთშიც კი მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. აღინიშნებოდა, რომ […]

“გვაცადეთ გუნდაობა”; “ფანტელებს შლიან”; “რას წმენდს? ასფალტს?” – კომენტარები თბილისის მერს

თბილისის მერიის ინფორმაციას, რომ დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო და თოვლის გამო, გზაზე ტექნიკური მარილი იყრება, მოქალაქეები ეხმაურებიან თბილისის მერიის გვერდზე, სოციალურ ქსელში და წერენ: თოვლი არ ჩანს და რას წმენდენ, რა საინტერესოა გვაცადეთ გუნდაობა და მერე გაწმინდეთ როცა თოვლი დევს მაშინ არ აყრიან მარილს ავჭალაში ამოდით,ტალახმა წაგვიღო და ეს მაინც გაწმინდეთ, ცარიელი ასფალტის ფხეკას […]

„ხომ ვამბობდი, გრინჩია-მეთქი“ – რატომ რჩებოდა ნინო ნადირაძე სამორიგეოდ ახალ წელს და რა კონფლიქტი წარმოიშვა ოჯახში

· 2 ნინო ნადირაძემ „იმუნიტეტში” ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო სამზადისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მეუღლეს ყველაზე მეტად ნაძვის ხის აწყობა მოსწონს. „რამდენჯერმე ახალ წელს მომიწია მორიგეობა. მესამეჯერ, რომ მივხვდი, რა კარგია ალაგებულ სუფრაზე რომ მიდიხარ მეორე დღეს სახლში, მერჩივნა პაციენტების მოვლა და სასწრაფოების დახვედრა. მესამედ რომ დავრჩი მორიგედ ახალ წელს, ოჯახში კონფლიქტი წარმოიშვა. მერე […]

ევროპულ საბჭოში ორბანისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად ევროპარლამენტში პეტიცია შეადგინეს

ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის კოორდინატორმა, პეტრი სარვამაამ, ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად პეტიცია შეადგინა. სარვამაა ამის შესახებ X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს, სადაც პეტიციის წერილი ატვირთა. “დავიწყეთ ისტორიული პეტიცია, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდის, ბატონ ორბანს საბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას. ეს მტკიცედ განსხვავდება ყველაფრისგან, რაც აქამდე უნგრეთთან დაკავშირებით გაგვიკეთებია – ევროკავშირის შეთანხმების მე-7 (2) […]

ალიევი: დღევანდელი აზერბაიჯანი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, დღევანდელი აზერბაიჯანი, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა. ამის შესახებ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ მთავარი ამოცანა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, როდესაც სრულად აღადგინა სუვერენიტეტი. “მთავარი ამოცანა რამდენიმე თვის წინ გადავჭერით – ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის სრულად აღდგენით. სექტემბრის მოვლენები, რა თქმა უნდა, […]

„Boeing-მა უნდა აღიაროს თავისი შეცდომა Alaska Airlines-ის თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ“- აღმასრულებელი დირექტორი

„Boeing Co-მ უნდა აღიაროს თავისი შეცდომა Alaska Airlines-ის თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ და პრობლემას „სრული გამჭვირვალობით“ მიუდგეს“, – განუცხადა თანამშრომლებს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კალჰუნმა. კალჰუნმა თავის მიმართვაში არ დააკონკრეტა თუ რა იყო Boeing-ის შეცდომა. მისი თქმით, კომპანიას გამოძიებასთან თანამშრომლობის სრული მზაობა აქვს. როგორც მან აღნიშნა, Boeing-ის ინჟინრები აგროვებენ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია Alaska Airlines-ის თვითმფრინავთან […]

სომალიში რადიკალმა ისლამისტებმა გაეროს ვერტმფრენი ჩაიგდეს ხელში

შეიარაღებულმა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ სომალიში ხელში ჩაიგდო გაეროს ვერტმფრენი. სხვადასხვა მონაცემებით, მასში იმყოფებოდა რვა ან ათი ადამიანი – როგორც მგზავრები, ისე ეკიპაჟის წევრები. სავარაუდოდ ისინი რადიკალებმა მძევლებად აიყვანეს. როგორც ტელეკომპანია Al Jazeera იტყობინება, ვერტმფრენი სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მიემგზავრებოდა, როცა მას ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ვერტმფრენი იძულებული იყო, დამჯდარიყო რაიონში, რომელსაც „ალ-შაბაბი“ აკონტროლებს და ის რადიკალმა მებრძოლებმა ჩაიგდეს […]

ლიეტუვა უკრაინას 200 მლნ ევროს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ლიეტუვა უკრაინას 200 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „იანვარში კვლავ გავუგზავნით უკრაინას ამუნიციას, გენერატორებსა და დეტონაციის სისტემებს, თებერვალში კი М5777 ჯავშანტრანსპორტიორებს,“ დააზუსტა ნაუსედამ. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ლიეტუვას გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელო უკრაინელი სამხედროების თავისთან მომზადება და […]

აშშ-ში ზამთრის შტორმს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 600 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – CNN

აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. CNN-ის ცნობით, სტიქიამ სულ მცირე ოთხი ადამიანი იმსხვერპლა ალაბამას, ჯორჯიის და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში, სადაც ძლიერი ქარი და წვიმებია. როგორც „სიენენი“ poweroutage.us-ზე დაყრდნობით წერს, დაბალი ტემპერატურის ფონზე, მასშტაბურად გაითიშა ელექტროენერგია. „ოთხშაბათს დილით 600 000-ზე მეტი სახლი და საწარმო დარჩა ელექტრომომარაგების გარეშე ათზე მეტ შტატში, მათ შორის, 145 000-მდე […]