ევროკომისია პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს – ევროკომისიის სპიკერი

“ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა, პოლონეთში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
საუბარია პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მარიუშ კამინსკისა და მის ყოფილი მოადგილის, მაცეი ვონსიკის დაკავებაზე. ისინი, რამდენიმე საათის განმავლობაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეს აფარებდნენ თავს.
“კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით – პოლონეთში თუ სხვა ქვეყნებში – ჩვენ ყოველწლიურად ვაქვეყნებთ ანგარიშს ამ თემაზე. სწორედ იქ არის წარმოდგენილი ანალიზი. ზოგჯერ ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვები გარკვეულ წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე კონკრეტულ, ცალკეულ შემთხვევებს”, – აღნიშნა ევროკომისიის სპიკერმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ არ მოისვენებს, ვიდრე ორ ოპოზიციონერ დეპუტატს ციხიდან არ გაათავისუფლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა