აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა

ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა. ფაქტობრივად, ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ ღია მოწოდებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მისი თქმით, გენოციდი არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქმედება, რომლის ჩადენაც ნებისმიერ სუბიექტს ან ინდივიდს შეუძლია და ასეთი ბრალდებები მხოლოდ დიდი სიფრთხილით […]

ჯანმო-ს ხელმძღვანელი – 2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია

2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მთავრობებს მოუწოდა, რომ დაკვირვება და მკურნალობაზე […]

გაეროს უშიშროების საბჭო მოითხოვს წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების შეწყვეტას

გაეროს უშიშროების საბჭომ იემენელი მეამბოხეებისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები. ნიუ-იორკში, 10 იანვარს გამართულ სხდომაზე, იაპონიის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან 11-მა. თავი შეიკავეს რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა. გაეროს უშიშროების საბჭო კატეგორიულად გმობს სატვირთო გემებზე იემენში მოქმედი ჰუთი მეამბოხეების თავდასხმებს, რაც ხელყოფს საერთაშორისო […]

ილჰამ ალიევი: დღევანდელი აზერბაიჯანი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ამბობს, რომ “დღევანდელი აზერბაიჯანი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით”. ალიევმა განცხადება ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. “ახალი ამოცანები, რომლებიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ახალი ეპოქის ამოცანებია. ჩვენ გადავწყვიტეთ მთავარი ამოცანა, როგორც თქვენ ახსენეთ, რამდენიმე თვის წინ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის სრულად აღდგენით და სექტემბრის მოვლენები, რა თქმა უნდა, არ […]

ევროკომისრის თქმით, ტრამპმა პირობა დადო, რომ თავდასხმის შემთხვევაშიც კი ევროპას არასდროს დაეხმარებოდა | Politico

Politico ევროპის ერთ-ერთ მაღალჩინოსან პოლიტიკოსზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის პოზიცია იყო, რომ ის არ დაეხმარებოდა ევროკავშირს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო თავდასხმა იქნებოდა. “თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ ევროპას თავს დაესხმებიან, ჩვენ არასოდეს მოვალთ თქვენს დასახმარებლად და მხარდასაჭერად”, – უთხრა ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს 2020 […]

იტალიის პრემიერი ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას ორბანთან, რომ უკრაინის დახმარების განბლოკოს

Bloomberg ავრცელებს ინფორაციას, რომ იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი ცდილობს დაარწმუნოს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი, გააუქმოს წინააღმდეგობა უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის მიმართ და გააუმჯობესოს ურთიერთობები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. როგორც გამოცემა წერს, ამ საკითხზე პროგრესმა შესაძლოა გზა გაუხსნას ორბანის პარტია Fidesz-ს, შეუერთდეს ულტრამემარჯვენე ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს (ECR) მელონის პარტიასთან, პოლონეთის მემარჯვენე პარტია “კანონი და სამართლიანობასთან” და ნაციონალისტურ […]

ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება დღეს, 11 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის, თამაზ გამყრელიძის, […]

ხარკოვზე სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა შორის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან

11 ადამიანი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ ხარკოვის მერია და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებიან. ხარკოვზე სარაკეტო იერიში 10 იანვარს, ღამით განხორციელდა. საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომლებიც თურქული მედიის წარმომადგენლები არიან. რომელი მედიასაშუალების, დაკონკრეტებული არ არის. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, სარაკეტო […]

ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას მილიარდობით ევროს დახმარებას ჰპირდებიან

ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე მოკავშირეებმა მკაცრად დაგმეს უკრაინაზე რუსული საჰაერო თავდასხმების ესკალაცია, ასევე რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული ბალისტიკური რაკეტების და ირანიდან მიღებული დრონების გამოყენება, – ამის შესახებ ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართო სპექტრი და დღეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება უკრაინის თავდაცვის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 იანვარს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ხეკორძი, ნიჩბისი, ხეკორძულა და მიმდებარე სოფელბში; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთი, ჩირდილეელიანთკარი, ჩუგუნიაანი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.